ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კო­მერ­ცი­ული ბან­კე­ბი და სა­ბა­რა­თე საპ­რო­ცე­სინ­გო სის­ტე­მე­ბი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მე­ბის კომ­პა­ნია “Мир”-თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ამ სის­ტე­მით ოპ­ერ­აცი­ები სრუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა რუ­სულ სის­ტე­მა­ში და მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბა არ აქ­ვს.

ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­დახ­დო სის­ტე­მე­ბის კომ­პა­ნია “Мир”-ი თა­ნამ­შრომ­ლობს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კას­თან, რაც, ბან­კის შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლოა არ­ღვევ­დეს ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­ის შე­სა­ხებ კა­ნონს.

რაც შე­ეხ­ება ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კითხს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­ფა­სე­ბა სცილ­დე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის კომ­პე­ტენ­ცი­ას.

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კი ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებ­და და მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ით გან­საზღვრულ სტან­დარ­ტებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სან­ქცი­ებ­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბა ერ­ოვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს უკ­ვე მის­ცა.