გერ­მა­ნუ­ლი სა­მა­უწყებ­ლო კომ­პა­ნია „დო­იჩე ვე­ლე“ (Deutsche Welle) თა­ვის ვებ-გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ნე­მან რუ­ევ­იჩ­ის სტა­ტი­ას — „თუ გერ­მა­ნე­ლე­ბი რუ­სულ გაზ­ზე უარს იტყვი­ან, ეს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მა­ინც ვერ შე­აჩ­ერ­ებს“.

გთა­ვა­ზობთ მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

ბო­ლო დღე­ებ­ში ბევ­რი გერ­მა­ნე­ლი ითხოვს, რომ მთავ­რო­ბამ და­უყ­ონ­ებ­ლივ შეწყვი­ტოს რუ­სუ­ლი ნავ­თობ-გა­ზის იმ­პორ­ტი, სა­ნა­ხევ­როდ მა­ინც, რა­თა ვლა­დი­მერ პუ­ტინს ომ­ის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბის გა­ყიდ­ვი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლი არ ჰქონ­დეს. რად­გა­ნაც გერ­მა­ნი­ის­ათ­ვის რუ­სულ ენ­ერ­გო­რე­სურ­სებს ჯერ-ჯე­რო­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქ­ვს და ახ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში არც ექ­ნე­ბა, სწო­რედ ამ­იტ­ომ ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ას­ეთი პო­ზი­ცია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია, უკ­რა­ინ­ელ­თა სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით. „ჩვენს ბი­ნებ­ში სით­ბოა, უკ­რა­ინ­ელ­თა სახ­ლე­ბი კი ინ­გრე­ვა, იქ სი­ცი­ვეა და ხალ­ხი იტ­ან­ჯე­ბა“, — ის­მის საყ­ვე­დუ­რე­ბი.

მაგ­რამ არ­ას­წო­რია ის­ეთი ლა­პა­რა­კი და იმ­ის ფიქ­რი, რომ თუ ჩვენ რუ­სულ გაზ­ზე უარს ვიტყვით, თუ ჩვენს ბი­ნებ­შიც სი­ცი­ვე იქ­ნე­ბა და ყვე­ლა სვიტ­რებს ჩა­ვიც­ვამთ, თუ შევ­ძლებთ უს­აშ­ვე­ლოდ გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნის ყიდ­ვას, ამ­ით ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე შურს ვი­ძი­ებთ. ას­ეთი რამ პა­რა­დოქ­სუ­ლი და უაზ­რო იქ­ნე­ბო­და, რო­ცა თვით სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ან­ალ­ენა ბერ­ბო­კიც კი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მოყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არ­ის, გაზ­ზე უარ­ის­აკ­ენ არ მოგ­ვი­წო­დებს. რა­ტომ? იმ­იტ­ომ, რომ მან ძა­ლი­ან კარ­გად იც­ის: რუ­სუ­ლი ენ­ერ­გო­შემ­ცვე­ლე­ბის გა­რე­შე გერ­მა­ნუ­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი სით­ბოს გა­რე­შე დარ­ჩე­ბი­ან, მო­სახ­ლე­ობ­ას კი ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი ემ­უქ­რე­ბა. და თუ გერ­მა­ნია ას­ეთ ცუდ დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბა, ეს ვლა­დი­მერ პუ­ტინს ძა­ლი­ან მო­ეწ­ონ­ება.

რუ­სე­თის და­ნა­შა­ულ­ებ­რი­ვი შეჭ­რა უკ­რა­ინ­აში ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით უგ­უნ­ურ­ებ­ასა და არ­არ­აცი­ონ­ალ­ურ ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს. მაგ­რამ ჩვენ ამ­ის გა­მო არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ კრემ­ლში იდი­ოტ­ები სხე­დან და მათ ან­გა­რი­ში არ იცი­ან. მათ შე­ეძ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გა­ეთ­ვა­ლათ — სან­ქცი­ებ­იც, მო­სახ­ლე­ობ­ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც, ოლ­იგ­არ­ქე­ბის მი­ერ გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კაც.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, ალ­ბათ, ის­იც კარ­გად გათ­ვა­ლა, რა­საც აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვევ­და — ის, რომ ომ­ში ათ­ას­ობ­ით უდ­ან­აშა­ულო ად­ამი­ან­იც და­იღ­უპ­ებ­ოდა. ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის ჯა­რის­კა­ცებს „სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად“ იყ­ენ­ებს. მან მშვე­ნივ­რად იც­ის, რომ უკ­რა­ინ­აში გა­იზ­რდე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ობა, რომ­ლის­თვი­საც რუ­სე­თი მტე­რი იქ­ნე­ბა. და რა თქმა უნ­და, კრემ­ლის ბი­ნა­და­რი იმ­ას­აც აც­ნო­ბი­ერ­ებს, და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში მას უკ­ვე ხელს არ­ავ­ინ აღ­არ ჩა­მო­არ­თმევს. ერ­თა­დერ­თი, რი­საც ვლა­დი­მერ პუ­ტინს ეშ­ინია, ომ­ის წა­გე­ბაა. მაგ­რამ ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ სის­ხლის­ღვრა ნამ­დვი­ლად არ შე­ჩერ­დე­ბა, თუ გერ­მა­ნია რუ­სუ­ლი გა­ზის იმ­პორ­ტს შეწყვეტს და ამ­ით სა­კუ­თარ თავს და­აზ­არ­ალ­ებს.


ჩვე­ნი­ვე
არ­ას­წო­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის გა­მო ცივ სახ­ლებ­ში არ უნ­და გა­ვი­ყი­ნოთ, რო­ცა წი­ნას­წარ­ვე ვი­ცით, რომ ამ­ას სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა

თით­ქმის ყვე­ლა ის გერ­მა­ნე­ლი, რო­მე­ლიც დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რს ქმნის, იმ ბედ­ნი­ერ თა­ობ­ას მი­ეკ­უთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ან დრო­ში და დე­მოკ­რა­ტი­ულ ეპ­ოქ­აში გა­იზ­არ­და. მათ არ უნ­ახ­ავთ გა­ჭირ­ვე­ბა, ის­ინი კარგ ცხოვ­რე­ბას არი­ან მიჩ­ვე­ულ­ნი. რა თქმა უნ­და, ეს კარ­გია. ის, რომ მათ არ იცი­ან რა არ­ის ომი, მწუ­ხა­რე­ბა, დიქ­ტა­ტუ­რა, თით­ქოს­და ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და არ­ავ­ის არ აკ­ვირ­ვებს. მაგ­რამ მე კარ­გად მახ­სოვს 1990-იანი წლე­ბის იუგ­ოს­ლა­ვია, რო­ცა და­სავ­ლე­თი ფიქ­რობ­და, რომ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ები სლო­ბო­დან მი­ლო­შე­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ არ­ის მი­მარ­თუ­ლიო. ეს აშ­კა­რად თა­ვის მოტყუ­ება იყო. სან­ქცი­ებ­მა ჰი­პე­რინ­ფლა­ცია გა­მო­იწ­ვია. ფუ­ლი ბევ­რი გქონ­და, მაგ­რამ ცა­რი­ელ მა­ღა­ზი­ებ­ში ვე­რა­ფერს იყ­იდ­დი. იყო ას­ეთი რე­ალ­ობა.

რა თქმა უნ­და, დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თი იუგ­ოს­ლა­ვი­ის მსგავს სი­ტუ­აცი­აში ნამ­დვი­ლად არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, მას ჰყავს მო­კავ­ში­რე­ები ბრა­ზი­ლი­ის, არ­გენ­ტი­ნის, ჩი­ნე­თი­სა და ინ­დო­ეთ­ის სა­ხით. ვლა­დი­მერ პუ­ტინს სან­ქცი­ებ­ით სას­მელ-საჭ­მე­ლი ნამ­დვი­ლად არ მო­აკ­ლდე­ბა, მაგ­რამ რი­გი­თი, ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ები, უბ­რა­ლო ხალ­ხი ორ­მა­გად და­იჩ­აგ­რე­ბა — პუ­ტი­ნის დიქ­ტა­ტუ­რით და და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ებ­ით. მას­ტა­ბუ­რი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ის წა­მოწყე­ბა საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის: რუ­სე­თის სი­ნამ­დვი­ლე­ში პრო­ტეს­ტი უფ­რო შუ­რის­ძი­ებ­ის ინ­სტრუ­მენ­ტს ჰგავს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას.

ამ­იტ­ომ­აც რუ­სუ­ლი ენ­ერ­გო­შემ­ცვე­ლე­ბის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვა ის ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი­ვე უმ­წე­ობ­ას და­ად­ას­ტუ­რებს. გა­სა­გე­ბია ამ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მომ­ხრე­თა სურ­ვი­ლი: არ­ავ­ის არ უნ­და მე­სა­მე მსოფ­ლიო ომ­ის გა­ჩა­ღე­ბა, მაგ­რამ მათ ში­ნა­გა­ნი ხმა კარ­ნა­ხობს, რომ ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტონ და რა­ღაც მსხვერ­პლი გა­იღ­ონ. მაგ­რამ იმ­ავ­დრო­ულ­ად ჩვენ უაზ­როდ არ უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ და ჩვე­ნი­ვე არ­ას­წო­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის გა­მო ცივ სახ­ლებ­ში არ უნ­და გა­ვი­ყი­ნოთ, რო­ცა წი­ნას­წარ­ვე ვი­ცით, რომ ამ­ას სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა.

სი­მონ კი­ლა­ძე
წყა­რო: https://p.dw.com/p/48iCD