აღ­მო­სავ­ლე­თისფრონ­ტზეცვლი­ლე­ბაა“ — პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის სპე­ცი­ალ­ის­ტი, სი­ნო­ლო­გი შალ­ვა ჩიხ­ლა­ძე რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის სა­კითხზე ჩი­ნე­თის შეც­ვლილ პო­ზი­ცი­აზე სა­უბ­რობს. სი­ნო­ლო­გი ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ალ­ურ ქსელ facebook-ზე ავ­რცე­ლებს.

„უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ველ დღე­ებ­ში ჩი­ნუ­რი სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი ტოუინი (ჩი­ნუ­რი ტიკ­ტო­კი) ვე­იპო, ვე­ჩა­ტი და სხვა გა­დავ­სე­ბუ­ლი იყო პუ­ტი­ნის ვი­დეოებით, სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვარ­ჯი­შობს, ყი­ნუ­ლი­ან წყალ­ში ჩა­დის, მარ­თავს მან­ქა­ნას, ტან­კს…. პუ­ტინს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სილ პრე­ზი­დენ­ტად, რო­მელ­მაც ამ­ერ­იკ­ას ჭკუა უნ­და ას­წავ­ლოს, რომ უკ­რა­ინ­ელ­ები წა­ქე­ზე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც მი­ატ­ოვ­ეს. ნა­რა­ტი­ვი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად პრო­პუ­ტი­ნუ­რი. ამ­ას ემ­ატ­ებ­ოდა ის­იც, რომ ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი რუ­სე­ბი ის­ტო­რი­ის იმ­პე­რი­ალ­ის­ტურ ხედ­ვას ავ­რცე­ლებ­დნენ.

გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე, პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭერ­მა ის­ტე­რი­ამ ის­ეთი საზღვრე­ბი მი­იღო, რომ თვი­თონ ჩი­ნე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც შე­წუხ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ინ­აში ჩარ­ჩე­ნი­ლი ჩი­ნე­ლე­ბი აქ­ტი­ურ­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ აცხა­დებ­დნენ, რომ რცხვე­ნი­ათ მა­თი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ის უგ­ულო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და, სარ­და­ფებ­ში უკ­რა­ინ­ელ­ებ­თან ერ­თად გა­და­მა­ლულ­ნი, სა­კუ­თარ ეთ­ნი­კუ­რო­ბას ვერ ამ­ხე­ლედ­ნენ. შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი და­იწყო (მა­ნამ­დეც არ აკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც) და ომ­ის მომ­ხრე გვერ­დე­ბი თუ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბი დაბ­ლო­კეს. სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ები და გა­მო­ცე­მე­ბი თუ აქ­ამ­დე თავს იკ­ავ­ებ­დნენ ომ­ის კად­რე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას, დღეს უკ­ვე აქ­ტი­ურ­ად და­იწყო უკ­რა­ინ­ის ქა­ლა­ქე­ბის და­ბომ­ბვის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი რუ­სე­ბის ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბა. პრო­ცე­სი მო­იხ­სე­ნი­ება, რო­გორც „სამ­ხედ­რო ოპ­ერ­აცია“, ჯერ-ჯე­რო­ბით, ვერ შევ­ხვდი „შეჭ­რას“, „აგ­რე­სი­ას“ და ა.შ.

ცნო­ბილ­მა ჩი­ნელ­მა პრო­ფე­სორ­მა ძინ ცან­ჟონ­გმა სა­ჯა­როდ მო­იბ­ოდ­იშა იმ ან­ალ­იზ­ის­თვის, სა­დაც ის ომ­ის დაწყე­ბას გა­მო­რიცხავ­და. იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ჩი­ნუ­რი აკ­ად­ემია მო­ელ­ოდა შემ­დეგ სცე­ნარს: საზღვარ­ზე ჯა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის შე­ში­ნე­ბას; და­იწყე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, სა­დაც კი­ევი უარს იტყო­და ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ზე და ნე­იტ­რა­ლურ ან/და პრო­რუ­სულ ორი­ენ­ტა­ცი­ას აიღ­ებ­და. ამ­ით პე­კი­ნიც მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბო­და, რად­გან შე­იქ­მნე­ბო­და პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც უომ­რად (თუმ­ცა კუნ­თე­ბის გა­მო­ჩე­ნით) რე­გი­ონ­ული უს­აფ­რთხო­ებ­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა შე­იც­ვა­ლა. ვი­თა­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ფონ­ზე, ჩი­ნე­ლე­ბი იძ­ულ­ებ­ულ­ნი გახ­დნენ — მათ­თვის ჩვე­ულ ნე­იტ­რა­ლურ და მშვი­დო­ბის მომ­ხრე ტონს დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ. გა­ერ­ოში ჩი­ნე­თის ელ­ჩი ხმის მი­ცე­მის დროს უბ­რა­ლოდ „გაქ­რა“, მაგ­რამ ეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა დიპ­ლო­მა­ტი­აში და არ­აფ­ერი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. დღეს ვე­დო­მოს­ტიმ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა და­იწყეს თა­ვის შე­კა­ვე­ბა ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­თის გავ­ლით ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის­გან.

ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია კა­ნა­დის სა­ელ­ჩოს კე­დე­ლი პე­კინ­ში, წარ­წე­რით: „ჩვენ უკ­რა­ინ­ას­თან ერ­თად ვართ.“