თსუ-ის არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ცნო­ბი­ლი პო­ეტ­ის — მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­ის ქა­ლიშ­ვი­ლი, პრო­ფე­სო­რი ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ანი ქარ­თუ­ლი ენ­ის დღეს იხ­სე­ნებს მის წვლილს ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მწი­ფო ენ­ად დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

„მი­ხა­რია, რომ ჩე­მი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მწი­ფო ენ­ად დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­ის ოჯ­ახ­ის­თვის ერ­ოვ­ნუ­ლი ფა­სე­ულ­ობ­ები უპ­ირ­ვე­ლე­სი იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დროს იდ­ევ­ნე­ბო­და თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტყვა. ამ­ის გა­მო მა­მას ბევ­რი უსი­ამ­ოვ­ნე­ბა შეხ­ვდა, რო­მე­ლიც შემ­დეგ მთელ ოჯ­ახ­ზე აის­ახა.

ალ­ბათ, ამ ყვე­ლაფ­რის მომ­სწრე რად­გან ვი­ყა­ვი, ჩე­მი გან­წყო­ბაც დი­სი­დენ­ტუ­რი იყო.

14 აპ­რილს წინ უძ­ღო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის 75-ე მუხ­ლის საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტით აქ­ტი­ური გან­ხილ­ვა შე­მოქ­მე­დე­ბით კავ­ში­რებ­სა და სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრებ­ში. ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სის და­კარ­გვის საფ­რთხემ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა.

13 აპ­რილს მა­მა­ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი და რჩე­ვა ჰკითხეს, რო­გორ მოქ­ცე­ულ­იყ­ვნენ. მა­მას ახ­სოვ­და სის­ხლი­ანი 1956 წლის 9 მარ­ტი, გრძნობ­და მო­სა­ლოდ­ნელ საფ­რთხეს, ამ­იტ­ომ სტუ­დენ­ტებს უთხრა, მეც თქვენ­თან ერ­თად წა­მო­ვა­ლო.

14 აპ­რილს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლე­ბი მი­ვე­დით: მე, ჩე­მი მე­უღ­ლე — ლე­რი ახ­მე­ტე­ლი და მი­სი მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი: ზუ­რაბ და ლა­ლი ქუ­თა­თე­ლა­ძე­ები, მა­შინ ვამ­თავ­რებ­დი უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. ელ­გუ­ჯა ხინ­თი­ბი­ძე იყო ჩვე­ნი დე­კა­ნი. რო­დე­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეზ­ოში ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი შევ­გროვ­დით, ბა­ტონ­მა ელ­გუ­ჯამ გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ხით გვთხო­ვა, რომ დავ­შლი­ლი­ყა­ვით. აშ­კა­რად, მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ნაბ­რძა­ნე­ბი ჰქონ­და სტუ­დენ­ტე­ბის დაშ­ლა, მაგ­რამ ის ის­ეთი გა­მო­მეტყვე­ლე­ბით მოგ­ვი­წო­დებ­და დაშ­ლი­სა­კენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო.

მე­რე რუს­თა­ველ­ზე უკ­ვე უზ­ომო ხალ­ხმა მო­იყ­არა თა­ვი. სა­ოც­რად და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­აცია იყო, იგ­რძნო­ბო­და ერ­ოვ­ნუ­ლი მუხ­ტი. ამ დღე­საც, რო­გორც 1956 წლის 9 მარ­ტს და 1989 წლის 9 აპ­რილს, ქარ­თუ­ლი მი­ლი­ცია ქარ­თველ ხალ­ხს მხარ­ში ედ­გა. ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მი­ლი­ცი­ის მან­ქა­ნის ე. წ. „კა­ნა­რე­იკ­ის“ ხმის გა­მაძ­ლი­ერ­ებ­ლე­ბით კითხუ­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი ენ­ის­ად­მი მიძ­ღვნილ ლექ­სებს…

სა­ღა­მოს კი ცე­კას პირ­ველ­მა მდი­ვან­მა გა­მოგ­ვიცხა­და, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ენა ქარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ გან­ცხა­დე­ბას დი­დი სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ყვა.

უკ­ვე კარ­გად იყო შე­ბინ­დე­ბუ­ლი, რო­დე­საც მა­მა­ჩე­მის საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზ­ოში ახ­ალ­გაზ­რდე­ბით სავ­სე ორი მან­ქა­ნა შე­მო­იჭ­რა: — „ბა­ტო­ნო მუხ­რან, გა­ვი­მარ­ჯვეთ!“ — ახ­არ­ეს მა­მას ქარ­თუ­ლი ენ­ის გა­დარ­ჩე­ნა.

ვფიქ­რობ, რომ 1978 წლის 14 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა დი­დი სტი­მუ­ლი მის­ცა 1989 წლის 9 აპ­რილს. ეს იყო წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ერ­ოვ­ნუ­ლი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. სხვა­თა­შო­რის, ქარ­თვე­ლი ერ­ის ბრძო­ლამ სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის­ათ­ვის, სხვა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­საც შე­უნ­არ­ჩუ­ნა მშობ­ლი­ური ენ­ები სა­ხელ­მწი­ფო ენ­ებ­ად. ას­ევე, 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქარ­თვე­ლი ერ­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლამ ბიძ­გი მის­ცა და­ნარ­ჩენ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში ერ­ოვ­ნუ­ლი მოძ­რა­ობ­ის აზ­ვირ­თე­ბას“, — ამ­ბობს ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ანი.