ევ­რო­პის აკ­ად­ემი­ის თბი­ლი­სის ცენ­ტრი (ჰა­ბი) სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ნე­ლურ სე­სი­ებს იწყებს აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტნი­ორ­ობ­ის ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის და ამ ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­გა­ერ­თი­ან­ებ­აში ინ­ტეგ­რე­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზე.

ცენ­რტმა წარ­მო­ად­გი­ნა 2022 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჰა­ბის მთა­ვარ მი­სი­ას და გუ­ლის­ხმობს რე­გი­ონ­ში მეც­ნი­ერ­ული ცოდ­ნის გე­ნე­რი­რე­ბას, გავ­რცე­ლე­ბას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე წელს იგ­ეგ­მე­ბა შემ­დე­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები: ა) სა­ჯა­რო სე­მი­ნა­რე­ბი გა­მორ­ჩე­ული სე­მი­ნა­რე­ბის სე­რი­ის — „გზაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბის” ფარ­გლებ­ში; ბ) სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ნე­ლუ­რი სე­სი­ები აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტნი­ორ­ობ­ის ქვეყ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის და ამ ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­გა­ერ­თი­ან­ებ­აში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზე; გ) პო­პუ­ლა­რუ­ლი ლექ­ცი­ებ­ის ციკ­ლი მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებ­ზე; დ) სე­ზო­ნუ­რი სკო­ლე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე უკ­რა­ინ­ელი და ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვის; ე) გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი „სა­მა­გი­დო წიგ­ნის“ ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა; ე) შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის და ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია; ვ) კონ­ფე­რენ­ცია „მა­რი ბრო­სე — პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი“. და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ერ­ოვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.


გე­ლა­თის
აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა შუა სა­უკ­უნე­ებ­ის აღ­მო­სავ­ლუ­რი
ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში

ევ­რო­პის აკ­ად­ემი­ის თბი­ლი­სის ცენ­ტრმა, თსუ-ისა და თსუ-ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვის ცენ­ტრის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ით, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა გრძელ­ვა­დი­ან და მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტს — „გე­ლა­თის აკ­ად­ემია — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა ქრის­ტი­ან­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“, რომ­ლის იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მო­იც­ავს რამ­დე­ნი­მე ეტ­აპ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­სუ­ლი პე­რი­ოდ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იმ­არ­თა რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­თა შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2021 წლის 22-24 ოქ­ტომ­ბერს ქ. ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ული მუ­ზე­უმ­ის შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ­ებ­ის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო ბი­ზან­ტი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ალ­ის­ტმა, პრო­ფე­სორ­მა ენ­ტო­ნი ის­ტმონ­დმა, ს. კურ­ტოლ­დის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან (ლონ­დო­ნი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), რაც მეტყვე­ლებს იმ ფაქ­ტზე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებს იძ­ენს. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე და Academia Europaea-ს თბი­ლი­სის ცენ­ტრის აკ­ად­ემი­ური დი­რექ­ტო­რი და­ვით ფრან­გიშ­ვი­ლი.

ქ. ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თე­მა გახ­ლდათ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი — გე­ლა­თის და გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის შე­სა­ხებ ორ­ენ­ოვ­ანი (ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი) ე. წ. „სა­მა­გი­დო წიგ­ნის“ გა­მო­ცე­მა. ამ წიგ­ნის მი­ზა­ნია თა­ვი მო­უყ­არ­ოს გე­ლა­თის და გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის შე­სა­ხებ დღემ­დე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ებ­ულ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებს (ის­ტო­რია, ფი­ლო­სო­ფია, ფი­ლო­ლო­გია, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კათ­მცოდ­ნე­ობა) და, ამ მა­სა­ლის შე­ჯა­მე­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­მო­აჩ­ინ­ოს გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა შუა სა­უკ­უნე­ებ­ის აღ­მო­სავ­ლუ­რი ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­პის აკ­ად­ემი­ის თბი­ლი­სის ჰაბ­მა, რო­გორც მეც­ნი­ერ­ებ­ათა პა­ნევ­რო­პუ­ლი აკ­ად­ემი­ის ნა­წილ­მა, დააარსა ყო­ველ­წლი­ური სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­კურ­სე­ბის ციკ­ლი „სკო­ლა — მეც­ნი­ერ­ებ­ის საწყი­სი“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას ცოდ­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გში. ციკ­ლის პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის თე­მა შე­ეხო გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ას, რო­გორც ევ­რო­პის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სუ­ლი­ერ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ ცენ­ტრს. კონ­კურ­სის სა­მიზ­ნე აუდ­იტ­ორია გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის IX — XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ები. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს აწყუ­რის, გო­რის, ლა­გო­დე­ხის, მარ­ტვი­ლის, ოზ­ურ­გე­თის, ქა­რე­ლის და სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა. კონ­კურ­სის დას­კვნით შეხ­ვედ­რა­ზე, ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგარ­მა კო­მი­სი­ამ გა­მოვ­ლი­ნა ფი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­აზე გა­და­ეც­ათ ფა­სი­ანი სა­ჩუქ­რე­ბი და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. დას­კვნით ცე­რე­მო­ნი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა უმ­ას­პინ­ძლა.


ცენ­ტრს
პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს

და­ვით ფრან­გიშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და პა­რი­ზის პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­ში და ის დღემ­დე გახ­ლავთ პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რი. გარ­და ამ­ისა, ის არ­ის ევ­რო­პის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის Academia Europaea“-სა და ევ­რო­პის მიკ­რო­ბი­ოლ­ოგი­ის აკ­ად­ემი­ის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის უცხო­ელი წევ­რი. რო­გორც Academia Europaea“-ს თბი­ლი­სის ჰა­ბის აკ­ად­ემი­ური დი­რექ­ტო­რი, თსუ მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს მიკ­რო­ბი­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი, იგი ხელს უწყობს სა­მეც­ნი­ერო ცოდ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის ჩარ­თვას ევ­რო­პულ აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში. ევ­რო­პის აკ­ად­ემი­ის თბი­ლი­სის ჰა­ბის ყვე­ლა პრო­ექ­ტი მი­სი თა­ოს­ნო­ბით და უშუ­ალო ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.