ბლიცინ­ტერ­ვიუევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოსწევ­რთან აკ­აკი ბო­ბო­ხი­ძეს­თან

(სხვა ბლიცინ­ტერ­ვი­უს სხვა­დას­ხვა სა­კითხებ­ზე ბა­ტონ აკ­აკი ბო­ბო­ხი­ძეს­თან ახ­ლო მო­მა­ვალ­ში
შე­მოგ­თა­ვა­ზებთ)

ბა­ტო­ნო აკ­აკი, ჩვენ გვახ­სოვს, რომ 2008 წელს, რო­ცა სა­ჭი­რო იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, მა­შინ­დელ­მა ოპ­ოზ­იცი­ამ მო­რა­ტო­რი­უმი გა­მო­აცხა­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ას­პა­რე­ზი და­უთ­მო ყვე­ლა სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით. ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ დღეს, რო­ცა იგ­ივე საფ­რთხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, ოპ­ოზ­იცია ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლუ­რად იქ­ცე­ვა?

— მე არ ვი­ცი თქვე­ნი სა­აგ­ენ­ტოს პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა რო­გო­რია, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა აყ­ენ­ებთ სა­კითხს, რად­გან, ჯერ ეს ერ­თი, მო­რა­ტო­რი­უმი გა­მო­აცხა­და თუ არ გა­მო­აცხა­და — ეს ერ­თი თე­მაა, რე­ალ­ურ­ად არა თუ მო­რა­ტო­რი­უმი გა­მო­აცხა­და, არ­ამ­ედ აჰ­ყვა რუ­სულ პრო­პა­გან­დას, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ომ­ის დაწყე­ბის დაბ­რა­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მათ შო­რის, პა­ნი­კის და­თეს­ვის თვალ­საზ­რი­სით… გახ­სოვთ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­იქ­ცა და ა.შ. ომ­ში თე­სავ­და პა­ნი­კას და იყო მტრის მხა­რე­ზე, მი­უხ­ედ­ავ­ად სიტყვი­ერ­ად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი მო­რა­ტო­რი­უმ­ისა. და სად ნა­ხეთ, რომ ვინ­მემ ეს მო­რა­ტო­რი­უმი გა­მო­აცხა­და მა­შინ?

სად ვნა­ხეთ და, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ბრი­ფინ­გი და გან­ცხა­დე­ბა მახ­სოვს

— სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო მტრის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვერ ვი­გებ — რას ამ­არ­თლებთ ახ­ლა? დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მტრის მხა­რე­ზეა ძვირ­ფა­სო, ამ­იტ­ომ, ბუ­ნებ­რი­ვია, დღე­ვან­დე­ლი ოპ­ოზ­იცი­ის პო­ზი­ცია: მტრის მხა­რე­ზე მყო­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბას მო­რა­ტო­რი­უმს ვერ გა­მო­უცხა­დებს. ყვე­ლა­ფე­რი ჩანს მა­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის და კრემ­ლში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­და­ნაც. მე­გობ­რე­ბი გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და კრემ­ლში მსხდო­მე­ბი მად­ლო­ბებს გვით­ვლი­ან. ვი­საც და­ნახ­ვა არ უნ­და, ვერ და­ინ­ახ­ავს.

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, მე­გობ­რე­ბი უფ­რო ნაწყე­ნი არი­ან თუ მტრე­ბი გა­ხა­რე­ბულ­ნი, უმ­თავ­რე­სია ჩვე­ნი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი — ოღ­ონდ ღირ­სე­ბა არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, რად­გან ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი ერი მე­რე უს­აფ­რთხო­ებ­ას­აც კარ­გავს და ყვე­ლა­ფერს

უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის­თვის გაწ­ვე­ვის მი­ზე­ზე­ბი და­სა­ხელ­და და ამ­ას რო­გორ აფ­ას­ებთ, იმ ფონ­ზე, რო­ცა ას­ევე სიფ­რთხი­ლით გა­მორ­ჩე­ული პო­ზი­ცი­ის მქო­ნე მოლ­დო­ვი­დან არ გა­უწ­ვე­ვი­ათ ელ­ჩი და არც ბე­ლა­რუ­სი­იდ­ან?

— ელ­ჩი, სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, კი არ გა­იწ­ვი­ეს, არ­ამ­ედ გა­მო­იძ­ახ­ეს კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის­თვის. თუ ასე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა — გა­იწ­ვი­ონ კი­დეც. და ეგ კითხვა უკ­რა­ინ­ის ელ­ჩს და­უს­ვით!

უკ­რა­ინ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აკ­ეთა პო­ლი­ტი­კუ­რი ჟეს­ტი, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს თვი­თუკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. გა­იხ­სე­ნეთ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის შე­გი­ნე­ბა — ვის შე­აგ­ინა მან, იმ ბა­ნაკ­ში მყო­ფებს, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, თქვენც წარ­მო­ად­გენთ, თუ ჩვენს ბა­ნაკ­ში მყო­ფებს?

რა­ტომ წარ­მო­ვად­გენ რო­მე­ლი­მე ბა­ნაკს, ბა­ტო­ნო აკ­აკი? მე ხომ კითხვას ვსვამ მხო­ლოდ?

— თქვე­ნი კითხვა გარ­კვე­ულ პრო­პა­გან­დის­ტულ მი­ზანს ის­ახ­ავს უკ­ვე. ის­ეთ­ნა­ირ­ად სვამთ სა­კითხს, რომ ასე ჩანს… თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ებ­ის გა­მოც აკ­ეთ­ებთ, რად­გან ხალ­ხში დაგ­რო­ვი­ლი კითხვე­ბი გა­წუ­ხებთ და ცდი­ლობთ — ჩვე­ნი ბა­ნა­კი­დან პა­სუ­ხი გაგ­ცეთ, რო­გორც ჩვენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტს, თუმ­ცა მე­ეჭ­ვე­ბა… ვი­მე­ორ­ებ, შე­ფა­სე­ბა — ვინ რო­მელ ბა­ნაკ­შია, ხე­ლის გულ­ზე დევს, ჩანს — ვინ გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბით და ვი­ნაა კმა­ყო­ფი­ლი. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, მე­გობ­რე­ბი უფ­რო ნაწყე­ნი არი­ან თუ მტრე­ბი გა­ხა­რე­ბულ­ნი, უმ­თავ­რე­სია ჩვე­ნი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი — ოღ­ონდ ღირ­სე­ბა არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყდეს, რად­გან ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი ერი მე­რე უს­აფ­რთხო­ებ­ას­აც კარ­გავს და ყვე­ლა­ფერს. მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია არა მარ­ტო სა­ზი­ანოა, სა­ხი­ფა­თოა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის­ათ­ვის, იმ­იტ­ომ, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­სამ­კლა­ვებ­ლად ჩვენ გვაქ­ვს მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა და არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის იმ­ედი. ამ­იტ­ომ, თუ ჩვენ მოვ­წყდე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რას და აღ­მოვ­ჩნდე­ბით მარ­ტო, არ­ანა­ირი შან­სი რუ­სე­თის ოკ­უპ­აცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად არ დაგ­ვრჩე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და ვცა­დოთ, რომ ვი­ყოთ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტრის შე­მა­კა­ვე­ბელ­თა ბა­ნაკ­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მოვ­ჩნდე­ბით იოლი ლუკ­მა მტრის­თვის. არა! მსხვერ­პლი არ გვინ­და! პი­რი­ქით, მსხვერ­პლი გვინ­და ავ­იც­ილ­ოთ თა­ვი­დან.