ექ­სპერ­ტი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ და უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხებ­ში ამ­ირ­ან სა­ლუქ­ვა­ძე უკ­რა­ინ­ის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს აფ­ას­ებს და აცხა­დებს, რომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა, უკ­რა­ინ­ას რუ­სე­თის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ძა­ლა შეს­წევს.

„უკ­რა­ინა დი­დი სა­ხელ­მწი­ფოა, გა­აჩ­ნია მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ჯა­რი, ას­ევე, რე­ზერ­ვი, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, წარ­მო­ება. ის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­გან თა­ვის და­საც­ვად 8 წე­ლი ემ­ზა­დე­ბო­და. ვი­თა­რე­ბა, ცხა­დია, არ­აპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, გა­სუ­ლია ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მი­დან და სტან­დარ­ტი­დან, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, უკ­რა­ინა ამ­ის­თვის მზად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

ომ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალ­ზე არ არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას სჭირ­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს მას­შტა­ბით, ყვე­ლა დო­ნე­ზე გო­ნივ­რუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და ქმე­დე­ბე­ბი. იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც ახ­ლა გვაქ­ვს, სიღ­რმი­სე­ული პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია. თუმ­ცა, უკ­რა­ინ­ის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ან­ობ­ასა და სუ­ლის­კვე­თე­ბა­ში ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა“, — აცხა­დებს ამ­ირ­ან სა­ლუქ­ვა­ძე.

ამ­ირ­ან სა­ლუქ­ვა­ძე უკ­რა­ინ­აზე გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ კი­ბერ­შე­ტე­ვებ­საც ეხ­მი­ან­ება.

„კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის მი­ზა­ნი უკ­რა­ინ­ის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სის­ტე­მის­თვის ზი­ან­ის მი­ყე­ნე­ბა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომ­ის მო­გე­ბა და ა.შ. იყო. ამ კუთხით, ვფიქ­რობ, უკ­რა­ინა გა­უძ­ლებს ამ შე­ტე­ვებს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია, ერ­თი მხრივ, საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა­ზე და, მე­ორე მხრივ, ოპ­ერ­ატი­ული და სტრა­ტე­გი­ული დო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გო­ნივ­რულ მოქ­მე­დე­ბებ­ზე. უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ მოვ­ლე­ნებს“, — გან­მარ­ტავს ექ­სპერ­ტი.