თურ­ქულ ოპ­ოზ­იცი­ურ გა­ზეთ ჯუმ­ჰუ­რი­ეთ­ში“ (Cumhuriyet – ქე­მა­ლის­ტუ­რი სა­ხალ­ხო-რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ორ­გა­ნო, გა­მო­დის 1924 წლი­დან) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის მეჰ­მედ ალი გი­ულ­ერ­ის სტა­ტია, რო­მელ­შიც თა­ვი­სე­ბუ­რად არ­ის გან­მარ­ტე­ბუ­ლი რო­გორც და­სავ­ლე­თის ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ას­ევე „გა­მარ­თლე­ბუ­ლია“ რუ­სე­თის შეჭ­რის მი­ზე­ზე­ბი უკ­რა­ინ­აში: სა­ვა­რა­უდ­ოდ, ამ­ერ­იკ­ას გან­ზრა­ხუ­ლი აქ­ვს რუ­სე­თი ნა­ტო­სა და თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტე­ბის მეშ­ვე­ობ­ით ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ოს — ბალ­ტი­ისა და შა­ვი ზღვე­ბის, კავ­კა­სი­ისა (სა­ქარ­თვე­ლოს) და ცენ­ტრა­ლუ­რი (შუა) აზი­ის რე­გი­ონ­ებ­ის მხრი­დან. მსგავ­სი სტრა­ტე­გია აქ­ვს ამ­ერ­იკ­ას ჩი­ნე­თის მი­მარ­თაც. რუ­სე­თი კი ცდი­ლობს თა­ვი აარ­იდ­ოს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას და ამ­ერ­იკ­ის სტრა­ტე­გია და­არ­ღვი­ოს. სტა­ტი­ას ას­ეთი სა­თა­ური აქ­ვს: უკ­რა­ინ­ის ომი და გა­დატ­რი­ალ­ებ­ის მცდე­ლო­ბე­ბი პა­კის­ტან­ში და ყა­ზა­ხეთ­ში“.

მარ­თლაც­და, რა კავ­ში­რი აქ­ვს პა­კის­ტა­ნი­სა და ყა­ზა­ხე­თის მოვ­ლე­ნებს უკ­რა­ინ­ის ომ­თან?

რო­გორც ავ­ტო­რი წერს, ბევ­რს არ შე­უმ­ჩნე­ვია, რომ რუ­სე­თის რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ომ­ის დროს ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და:

პირ­ვე­ლი — აშშ-მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა პა­კის­ტა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იმ­რან-ხა­ნის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით, რო­მე­ლიც ეურ­ჩე­ბო­და ვა­შინ­გტო­ნის რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს და რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ებ­ას ცდი­ლობ­და. „ურ­ჩო­ბის“ მა­გა­ლი­თე­ბი ბევ­რია: იმ­რან-ხან­მა ამ­ერ­იკ­ას ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ იმ­ის უფ­ლე­ბა არ მის­ცა, რომ პენ­ტა­გონს პა­კის­ტა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბით ეს­არ­გებ­ლა, უფ­რო მე­ტიც — პრე­მი­ერი აშშ-ის ოპ­ერ­აცი­ას ავ­ღა­ნეთ­ში სა­ერ­თოდ შეც­დო­მად თვლი­და; იმ­რან-ხან­მა მოს­კოვ­ში ხში­რად და­იწყო სი­არ­ული და გა­ერ­ოში რუ­სეთს მხარს უჭ­ერ­და; იმ­რან-ხა­ნი არ შეუერთდა ან­ტი­რუ­სულ სან­ქცი­ებს და თვით ინ­დო­ეთ­იც კი შე­აქო ან­ალ­ოგი­ური პო­ზი­ცი­ის გა­მო; იმ­რან-ხან­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უწია ამ­ერ­იკ­ელ დიპ­ლო­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც მას­ზე ზე­წო­ლას შე­ეც­ად­ნენ („წა­დი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ყვე­ლა­ფერს გა­პა­ტი­ებთ, თუ არ წახ­ვალ, და­გამ­ხობთ“) და გა­ნაცხა­და — „მე დღემ­დე თა­ვი არ­ავ­ის­თვის და­მიხ­რია და არც ჩემს ხალ­ხს არ და­ვახ­რე­ვი­ნებ“. აშშ შე­ეც­ადა პა­კის­ტან­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­ეწ­ვია და პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ლო­ბის­ტე­ბი აამ­ოქ­მე­და მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით, მაგ­რამ იმ­რან ხან­მა და­ას­წრო და ქუ­ჩა­ში თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხა­რე და­იკ­ავა პა­კის­ტა­ნის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მაც. სა­ბო­ლო­ოდ, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი არ­იფ ალ­ვი იძ­ულ­ებ­ული გახ­და თვი­თონ პარ­ლა­მენ­ტი და­ეთხო­ვა.

მე­ორე — ყა­ზა­ხეთ­ში უშ­იშ­რო­ებ­ის სამ­სა­ხურ­მა და­აკ­ავა პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენტ ყა­სიმ­ჟო­მართ თო­ყა­ევ­ის მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი უცხო­ური სპეც­სამ­სა­ხუ­რის მი­ერ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტმა ამ ორი თვის წინ მომ­ხდა­რი არე­ულ­ობ­ებ­ის დროს პოს­ტი შე­ინ­არ­ჩუ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლად იგ­ივე პო­ლი­ტი­კას ატ­არ­ებს, რო­გორ­საც ალ­ექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო, ანუ არ წყვეტს კავ­ში­რებს რუ­სეთ­თან, ამ­ერ­იკ­ის ზე­წო­ლის მი­უხ­ედ­ავ­ად.

ავ­ტო­რის აზ­რით, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ თქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბა გან­ხი­ლუ­ლი უნ­და იქ­ნეს აშშ-ის (ნა­ტოს) სა­ალ­ყო სტრა­ტე­გი­აზე პა­სუ­ხის სა­ხით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ­ის იმ­ის რის­კი, რომ მსჯე­ლო­ბა რუ­სე­თის შეჭ­რის თა­ობ­აზე ომ­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აპ­ოლ­იტ­იკ­ურ ხა­ფან­გში მო­ექ­ცე­ვა.

თარ­გმნა სი­მონ კი­ლა­ძემ

წყა­რო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/pakistanda-darbe-
kazakistanda-suikast-girisimi-1922347