სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ინ­ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ან­დრეი კა­სა­ნოვ­მა ყვე­ლას მო­უწ­ოდა — თა­ვი შე­იკ­ავ­ოს სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ის­აგ­ან. დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ეხ­მა­ურა ქარ­თუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის რუ­სულ ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბის თე­მას. ელ­ჩის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა თქვა, რომ ამ სა­კითხზე უკ­რა­ინ­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­აგ­ირ­ება ჰქონ­და. მან მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ქარ­თულ მხა­რეს გან­მარ­ტე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. კა­სა­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რაც კრემ­ლს და­მა­ტე­ბით რე­სურ­სს აძ­ლევს — გა­აგ­რძე­ლოს ომი.

„სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ინ­ას გვერ­დით უდ­გას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. 6 მარ­ტს უკ­რა­ინ­აში გა­იგ­ზავ­ნა მო­რი­გი თვით­მფრი­ნა­ვი: 40 ტო­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სურ­სა­თი, ტან­საც­მე­ლი და ყო­ვე­ლი­ვე ის, რაც ახ­ლა სა­ჭი­როა უკ­რა­ინ­ის მო­სახ­ლე­ობ­ის­ათ­ვის. ეს არ­ის ძა­ლი­ან დრო­ული და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა. უკ­რა­ინ­ის სა­ელ­ჩო მად­ლი­ერ­ებ­ას გა­მოთ­ქვამს, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა უკ­რა­ინ­ელ­ის მი­მართ, ას­ევე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის, მთავ­რო­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­მართ, ას­ეთ რთულ დროს, უკ­რა­ინ­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ჩვენს ქარ­თველ პარ­ტნი­ორ­ებ­თან ერ­თად და მად­ლობ­ლე­ბი ვართ იმ გან­მარ­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­აკ­ეთა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­ნის­ტრმა, ბა­ტონ­მა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას — თა­ვი შე­იკ­ავ­ოს სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ის­გან. და­უშ­ვე­ბე­ლია რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რაც რუ­სეთს და­მა­ტე­ბით რე­სურ­სს აძ­ლევს გა­აგ­რძე­ლოს ომი.

მინ­და, მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს: თქვენ არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვე­ბი ხართ! აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის მხარ­და­ჭე­რის დო­ნით — ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ები უკ­რა­ინ­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აზე, თქვენს ოჯ­ახ­ებ­ში, უკ­რა­ინ­ელ­ებ­ის და­ბი­ნა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი სა­ელ­ჩოს­თან. ყვე­ლა ხი­დი, ქუ­ჩა, გა­ჩე­რე­ბა უკ­რა­ინ­ის დრო­შის ფე­რებ­შია… ჩვენ, უკ­რა­ინ­ელ­ები, ვგრძნობთ, რომ ყო­ველ­თვის ჩვენ გვერ­დით ხართ და უკ­რა­ინ­ას­თან ერ­თად მზად ხართ იბ­რძო­ლოთ და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სათ­ვის.