„და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გლო­ბა­ლუ­რი ან­ტი­რუ­სუ­ლი კო­ალ­იცია შექ­მნან რუ­სე­თის იზ­ოლ­აცი­ის მიზ­ნით, მი­სი ჯა­რე­ბის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის გა­მო, მსხვი­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აწყდე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან დე­მოკ­რა­ტი­ული ქვეყ­ნე­ბიც — ინ­დო­ეთი, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა და ბრა­ზი­ლია“, — ნათ­ქვა­მია აშშ-ის გა­ზე­თის „უოლ-სთრით ჯორ­ნე­ლის“ (The Wall Street Journal) 17 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­აში სა­თა­ურ­ით „ან­ტი­რუ­სულ ალი­ან­სს გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი აკ­ლია“ (ავ­ტო­რე­ბი — ჯონ პარ­კინ­სო­ნი, დე­ვიდ ლუჰ­ნეუ და ხუ­ან ფე­რე­რო).

„მე­სა­მე სამ­ყა­როს“ ქვეყ­ნე­ბის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რუ­სე­თის იზ­ოლ­ირ­ებ­ის სა­კითხში, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ­ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მა­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ინ­ტე­რე­სე­ბით, გარ­კვე­ულ­წი­ლად ზღუ­დავს და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლას ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში ერ­თგვარ ოპ­ოზ­იცი­ურ ფრაქ­ცი­ას აჩ­ენს. იქ­მნე­ბა სი­ტუ­აცია, რო­მე­ლიც ცი­ვი ომ­ის პე­რი­ოდს გვახ­სე­ნებს, რო­ცა ბევ­რი ქვე­ყა­ნა ცდი­ლობ­და თა­ვი აერ­იდ­ებ­ინა აშშ-სა და საბ­ჭო­თა კავ­შირს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­გან“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­აში.

„რად­გა­ნაც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­სავ­ლე­თის მი­ერ შე­მო­ღე­ბუ­ლი სან­ქცი­ებ­ის­ად­მი მი­ერ­თე­ბა­ზე ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბად­მა ქვე­ყა­ნამ უარი გა­ნაცხა­და, ამ ფაქ­ტმა მსოფ­ლი­ოში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც, ალ­ბათ, რუ­სეთს სა­შუ­ალ­ებ­ას მის­ცემს და­წე­სე­ბულ ემ­ბარ­გოს გვერ­დი აუარ­ოს“, — აღ­ნიშ­ნა­ვენ პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი, — „გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოს­კოვს სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს გა­ნაცხა­დოს, რომ რუ­სეთს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტზე — ევ­რა­ზი­აში, აფ­რი­კა­ში და ლა­თი­ნურ ამ­ერ­იკ­აში მხარს საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფო უჭ­ერს“.
რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­აში ნათ­ქვა­მი, სა­უდ­ის არ­აბ­ეთ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ დაგ­მო რუ­სე­თის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ე.წ. „სპე­ცო­პე­რა­ცია“ — უკ­რა­ინ­აში სამ­ხედ­რო შეჭ­რა და ომ­ის დაწყე­ბა, არ და­ეთ­ან­ხმა აშშ-ის მო­წო­დე­ბას ნავ­თო­ბის ამ­ოღ­ებ­ის გაზ­რდის თა­ობ­აზე, რომ „შავ ოქ­რო­ზე“ ფა­სე­ბის მა­ტე­ბა შე­ეჩ­ერ­ებ­ინა. ენ­ერ­გო­შემ­ცვე­ლებ­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბით კი რუ­სე­თი სარ­გებ­ლობს და ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ნავ­თო­ბით დიდ შე­მო­სა­ვალს იღ­ებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უდ­ის არ­აბ­ეთი აშშ-ის დი­დი ხნის სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორს წარ­მო­ად­გენს.

„ჩი­ნე­თი რუ­სეთს მხარ­დამ­ჭე­რად თვლის აშშ-სა და მის და­სავ­ლელ მო­კავ­ში­რე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ორი მე­ზო­ბე­ლი ის­წრაფ­ვის, რომ და­ან­გრი­ოს ამ­ერ­იკ­ის მი­ერ შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი და ისე გა­აკ­ეთ­ონ, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ონ­ები მხო­ლოდ თვი­თონ — მოს­კოვ­მა და პე­კინ­მა — გა­აკ­ონ­ტრო­ლონ“, — წე­რენ ავ­ტო­რე­ბი. მა­თი აზ­რით, 2003 წელს აშშ-ის ჯა­რე­ბის შეჭ­რით ერ­აყ­ში ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას აზ­რი გა­უჩ­ნდა, რომ სწო­რედ ამ­ერ­იკაა ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დამ­რღვე­ვი და თვალ­თმაქ­ცი.

წყა­რო: https://www.wsj.com/articles/anti-russia-alliance-is-missing-a-big-bloc-the-developing-world-11649950913

თარ­გმნა სი­მონ კი­ლა­ძემ