უკ­რა­ინ­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დი აპ­ლი­კა­ცია, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ები სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად იყ­ენ­ებ­დნენ, ახ­ლა მათ სა­ჰა­ერო თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნობს და მომ­ხმა­რებ­ლებს თავ­შე­საფ­რის­კენ მი­მა­ვალ გზას უჩ­ვე­ნებს.

ომ­ამ­დე „კი­ევ დი­ჯი­ტა­ლის“ აპ­ლი­კა­ცი­ას ქა­ლა­ქის მაცხოვ­რებ­ლე­ბი სატ­რან­სპორ­ტო ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად, პარ­კინ­გის ან კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­სახ­დე­ლად იყ­ენ­ებ­დნენ.

ახ­ლა კი „კი­ევ დი­ჯი­ტა­ლი“ სა­მაშ­ვე­ლო ინ­სტრუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ ატყო­ბი­ნებს მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლო სა­ჰა­ერო თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ას­თან, აპ­ლი­კა­ცია მომ­ხა­რებ­ლებს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ესი თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და ბენ­ზი­ნის მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ.

ქვეყ­ნის ციფ­რუ­ლი ტრან­სფორ­მა­ცი­ის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, კი­ევ­ის ვი­ცე-მე­რის პეტ­რო ოლ­ენ­იჩ­ის დახ­მა­რე­ბით, აპ­ლი­კა­ცი­ის კონ­ცეფ­ცია რუ­სე­თის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რი­დან სულ რა­ღაც 24 სა­ათ­ში შე­იც­ვა­ლა. უკ­რა­ინ­აში აცხა­დე­ბენ, რომ აპ­ლი­კა­ცი­ას ახ­ლა 1,5 მი­ლი­ონი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს.

„კი­ევ დი­ჯი­ტა­ლი“ ქა­ლა­ქის­თვის შე­უც­ვლე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი გახ­და. აპ­ლი­კა­ცია მო­ქალ­ქე­ებს ის­ეთ სი­ახ­ლე­ებს აწ­ვდის, რო­გო­რი­ცაა თავ­შე­საფ­რე­ბის რუ­კა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი აფ­თი­აქ­ებ­ის რუ­კა, ინ­ფორ­მა­ცია ინ­სუ­ლი­ნის უახ­ლო­ესი მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ის რუ­კა, იმ პუნ­ქტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც უფ­ასო წყა­ლი და პუ­რია, ში­ნა­ური ცხო­ვე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ები, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის შტაბ-ბი­ნე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა.

ციფ­რუ­ლი ომ­ის მხარ­და­ჭე­რის ნა­წილ­ში მთავ­რო­ბამ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით გა­აძ­ლი­ერა წვდო­მა უკ­აბ­ელო ინ­ტერ­ნეტ­ზე, ას­ევე, უზ­რუნ­ველ­ყო ინ­ტერ­ნეტ-ბმუ­ლე­ბი 200-ზე მეტ თავ­შე­სა­ფარ­ში, რა­თა მო­სახ­ლე­ობ­ამ უკ­ეთ მო­ახ­ერ­ხოს სა­გან­გე­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ახ­ლობ­ლებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე დარ­ჩე­ნა.

„ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბის ად­აპ­ტა­ცია უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ და ამ­ას ვა­კე­თებთ კი­დეც. კი­ევი და უკ­რა­ინ­ის სხვა ქა­ლა­ქე­ბი იმ­აზე შე­უფ­ერ­ხებ­ლად და პრო­დუქ­ტი­ულ­ად მუ­შა­ობ­ენ, ვიდ­რე ოდ­ეს­მე. მი­ზე­ზი აშ­კა­რაა. ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს ქა­ლა­ქებს, ჩვენს მო­სახ­ლე­ობ­ას, ჩვენს მშობ­ლებს, ჩვენს შვი­ლებს და ჩვენს მო­მა­ვალს. ეს ჩვე­ნი სახ­ლია, ამ­იტ­ომ ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე“, — ნათ­ქვა­მია ოლ­ენ­ჩის გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ინ­ის მთავ­რო­ბის მოთხოვ­ნით „გუგ­ლმა“ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ან­დრო­იდ­ის ტე­ლე­ფო­ნე­ბის­თვის სწრა­ფი სა­ჰა­ერო გაფ­რთხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი გა­ნა­თავ­სა.

„ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ემ­ატ­ება ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ჰა­ერო თავ­დას­ხმის გაფ­რთხი­ლე­ბის სის­ტე­მებს და ეფ­უძ­ნე­ბა უკ­რა­ინ­ის მთავ­რო­ბის მი­ერ უკ­ვე მო­წო­დე­ბულ გაფ­რთხი­ლე­ბებს“, — ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის ბლოგ­ში.

წყა­რო — „გარდიანი“