ვა­შინ­გტო­ნის გა­ზე­თი ჰი­ლი“ (The Hill) აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­ურ­ით აშშის ეკ­ონ­ომ­იკ­აში შექ­მნი­ლიცუ­დი ამ­ინ­დისგა­მო ჯო ბა­იდ­ენ­ის რე­იტ­ინ­გი მცირ­დე­ბა (ავ­ტო­რი — ქე­რო­ლა­ინ ვა­კი­ლი), რო­მელ­შიც მი­მო­ხი­ლუ­ლია ტე­ლე­არხ „სი-ენ-ბი-სი“-ს (CNBC) მი­ერ 7-10 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კითხვის შე­დე­გე­ბი.

რო­გორც სტა­ტი­აშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის ყვე­ლა­ზე მეტ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს ის, თუ რო­გორ უმ­კლავ­დე­ბა თეთ­რი სახ­ლის მე­თა­ური ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგარ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სიძ­ნე­ლე­ებს და რო­გოც ცდი­ლობს უკ­რა­ინ­ის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

გა­მო­კითხვის შე­დე­გე­ბით ირ­კვე­ვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­იტ­ინ­გი ვარ­დნას აგ­რძე­ლებს. ამ­ერ­იკ­ელ­ებ­მა ჯო ბა­იდ­ენ­ის საქ­მი­ან­ობ­ას ძალ­ზე და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს — ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის 53% თეთ­რი სახ­ლის მე­თა­ურ­ის საქ­მი­ან­ობ­ას არ იწ­ონ­ებს, თუმ­ცა მას ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც საკ­მაო რა­ოდ­ენ­ობ­ით ჰყავს, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც — 38%. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი წლის ივ­ლი­სის თვე­ში ჯო ბა­იდ­ენს მხარს მო­სახ­ლე­ობ­ის 48% უჭ­ერ­და, დე­კემ­ბერ­ში — 41%.

ამ­ერ­იკ­ელ­ები პე­სი­მის­ტუ­რად აფ­ას­ებ­ენ თა­ვი­ანთ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ობ­ას — 43% ვა­რა­უდ­ობს, რომ მიმ­დი­ნა­რე და მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­აცია გაუარესდება. ჯო ბა­იდ­ენ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კურ­სს მხარს უჭ­ერს გა­მო­კითხულ­თა მხო­ლოდ 35%, 60% კი მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის. 47% ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მდგო­მა­რე­ობ­ას „ძა­ლი­ან ცუდ“ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს.

რაც შე­ეხ­ება ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის თვალ­საზ­რისს პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თა­ობ­აზე რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ომ­ის მი­მართ: 10 ამ­ერ­იკ­ელ­იდ­ან 4 იწ­ონ­ებს ჯო ბა­იდ­ენ­ის ძა­ლის­ხმე­ვას, ხო­ლო 10-დან 5 მხარს არ უჭ­ერს.

„ეს­ოდ­ენ და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი ბევ­რი ფაქ­ტო­რით არ­ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამ­ერ­იკ­ელ­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ პრე­ზი­დენ­ტი „ჟონ­გლი­ორ­ობს“ — არ­ას­ერი­ოზ­ული და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩ­ენს — ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის მი­მართ, კერ­ძოდ, მუდ­მი­ვად მა­ღა­ლი ინ­ფლი­აცი­ის, პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის ციკ­ლის დარ­ღვე­ვის, „კო­ვიდ-19“-ის გა­ჭი­ან­ურ­ებ­ული პან­დე­მი­ის და უკ­რა­ინ­ის კონ­ფლიქ­ტის მი­მართ, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც საწ­ვა­ვის, ას­ევე სურ­სა­თი­სა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მსოფ­ლიო ფა­სებ­ზე“, — ას­ეთი დას­კვნაა გა­კე­თე­ბუ­ლი სტა­ტი­ის და­სას­რულს.

წყა­რო: https://thehill.com/news/administration/3266931-biden-approval-rating-sinks-amid-poor-economic-climate-poll/