„აუტ­იზ­მის სპექ­ტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვთა აბ­ილ­იტ­აცი­ის პროგ­რა­მის“ ბი­უჯ­ეტი იზ­რდე­ბა

თბი­ლი­სის მე­რი­ის ცნო­ბით, „აუტ­იზ­მის სპექ­ტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვთა აბ­ილ­იტ­აცი­ის პროგ­რა­მის“ მო­სარ­გებ­ლე­თა და სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რა­ოდ­ენ­ობა გა­იზ­რდე­ბა, ხო­ლო პროგ­რა­მის ბი­უჯ­ეტი ექ­ვს მი­ლი­ონ ლარს გა­და­აჭ­არ­ბებს. ამ­ის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კა­ხა კა­ლა­ძემ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნაცხა­და.

„თბი­ლი­სის მე­რია აუტ­იზ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღეს – 2 აპ­რილს, სი­ახ­ლით ხვდე­ბა. ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ალ­ური მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი „აუტ­იზ­მის სპექ­ტრის დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვთა აბ­ილ­იტ­აცი­ის პროგ­რა­მის“ მო­სარ­გებ­ლე­თა და სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ას ზრდის, პროგ­რა­მის ბი­უჯ­ეტი კი ექ­ვს მი­ლი­ონ ლარს გა­და­აჭ­არ­ბებს.

პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან, ამ პროგ­რა­მით მო­სარ­გებ­ლე ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა რიცხვი 170–ით გა­იზ­რდე­ბა და 1 545 ბავ­შვი და მო­ზარ­დი და­ფი­ნან­სდე­ბა, სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს კი, ერ­თი ცენ­ტრი და­ემ­ატ­ება და სულ, პროგ­რა­მას რვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა“, — გა­ნაცხა­და კა­ხა კა­ლა­ძემ.

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ელ­ება 2015 წელს და­იწყო და
მა­შინ მი­სი ბი­უჯ­ეტი 500 000 ლარს შე­ად­გენ­და.

„მას შემ­დეგ, პროგ­რა­მის ბი­უჯ­ეტი ყო­ველ­წლი­ურ­ად იზ­რდე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი ბავ­შვის და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. გარ­და ამ­ისა, თა­ვი­დან თუ თე­რა­პი­ული სე­ან­სე­ბი 2-დან 14 წლის ას­აკ­ის ბავ­შვებს უფ­ინ­ან­სდე­ბო­დათ, დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტებ­თან და შე­სა­ბა­მი­სი ას­ოცი­აცი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის შე­დე­გად, მე­რი­ამ 2018 წლი­დან, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მო­ზარ­დე­ბის ას­აკი 18 წლამ­დე გა­ზარ­და. „, — გა­ნაცხა­და კა­ხა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ას ერ­თი ბე­ნე­ფი­ცი­არ­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, წე­ლი­წად­ში 4 800 ლა­რი აქ­ვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მი­ერ გან­საზღვრუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი თე­რა­პი­ის 20 სე­ან­სს აფ­ინ­ან­სებს.