ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი“, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვი­სა და ერ­ოვ­ნუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­რან­ტი­ებ­ის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და ინ­სტი­ტუ­ცი­ური და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტი­ებ­ის შექ­მნის მიზ­ნით, მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენ­ტს მო­უწ­ოდ­ებს, სა­ჭი­რო, თა­ნა­ზო­მი­ერი და მყი­სი­ერი ზო­მე­ბი იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ისა და იურ­იდი­ული პი­რე­ბის გა­მო­ხა­ტულ ინ­ტე­რე­სებ­ზე, რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის სა­ომ­არო მოქ­მე­დე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, კა­პი­ტა­ლის და­ბან­დე­ბა, გრძელ­ვა­დი­ანი სა­იჯ­არო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა თუ საზღვრის კვე­თა საცხოვ­რე­ბე­ლი მიზ­ნე­ბის­თვის.

„ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტებს“ მი­აჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, უს­აფ­რთხო­ებ­ისა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა მო­რა­ტო­რი­უმ­ის შე­მო­ღე­ბა და „უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის არ­მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ამ­ოქ­მე­დე­ბა. მარ­თა­ლია, მო­რა­ტო­რი­უმი ზღუ­დავს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის, გა­რი­გე­ბე­ბი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ბრუნ­ვის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ულ პრინ­ცი­პებს, თუმ­ცა მო­რა­ტო­რი­უმ­ის მი­ზა­ნი დრო­ებ­ითი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის გა­ტა­რე­ბაა, რა­თა არ მოხ­დეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­ყო­ველ­თაო სი­კე­თი­სა და და­ცუ­ლი სფე­როსუს­აფ­რთხო­ებ­ისა და სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­ყო­ფა. სა­ქარ­თვე­ლოს ამ კუთხით გა­აჩ­ნია გა­მოც­დი­ლე­ბა, რა დრო­საც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე მი­წის ნაკ­ვე­თის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გას­ხვი­სე­ბა შე­იზღუ­და (2013-2014 წლე­ბი). ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის სა­ომ­არი მოქ­მე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სა თუ ეკ­ონ­ომ­ოკ­ური აქ­ტი­ურ­ობ­ებ­ის კონ­ტრო­ლის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა აირ­ჩი­ოს და დრო­ებ­ითი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მი შე­მო­იღ­ოს.

ამ­ას­თან, მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფო მე­ტი ყუ­რადღე­ბით და სიფ­რთხი­ლით მო­ეკ­იდ­ოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის მი­ერ საზღვრის კვე­თას და „უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის არ­მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მთე­ლი რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები ამ­ოქ­მედ­დეს. რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კა არ უნ­და იყ­ოს დის­კრი­მი­ნა­ცი­ული და მიდ­გო­მა სრუ­ლად უნ­და პა­სუ­ხობ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის ევ­რო­პულ და ერ­ოვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­ნიშ­ნავს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ჭვრე­ტა­დი და ცხა­დი იყ­ოს რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ომ­ის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი და მდგო­მა­რე­ობა. კა­ნო­ნი შე­საძ­ლე­ბელს ხდის და მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ას­ეთი პი­რე­ბის მი­მართ გა­იც­ეს მოკ­ლე­ვა­დი­ანი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა.

„უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის არ­მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ვს სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი უცხო­ელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უთხრას უარი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი ყოფ­ნა საფ­რთხეს შე­უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უს­აფ­რთხო­ებ­ას ან/და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ისა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის, უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნი­ერი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას, თუ სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­უღ­ებ­ელია მი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა (იხ. ამ­ავე კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზის გა­ცე­მა­ზე ან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარ­ის თქმის სა­ფუძ­ვლე­ბი). უცხო­ელ­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარ­ის თქმა უნ­და იყ­ოს უკ­იდ­ურ­ეს­ად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რაც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­სა­მარ­თლო კონ­ტროლს.

„ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი“ აღ­ნიშ­ნავს, რომ „ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის მოთხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვი­სას ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ერი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უს­აფ­რთხო­ებ­ის დაც­ვის მიზ­ნით. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მი­აჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და გა­აგ­რძე­ლოს იმ პირ­თა მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარ­ის თქმა, რომ­ლებ­საც გა­დაკ­ვე­თი­ლი აქ­ვთ აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ოკ­უპ­ირ­ებ­ული ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ე.წ. საზღვა­რი ან ოკ­უპ­ირ­ებ­ულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­აჩ­ნი­ათ ეკ­ონ­ომ­იკ­ური საქ­მი­ან­ობა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახ­ალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის” ოფ­იცი­ალ­ური მი­მარ­თვა