ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მა­თი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდას ემ­სა­ხუ­რე­ბა ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც „ერ­ას­მუს +“-ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის HERD – „სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა“ — ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა. პორ­ტა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­ად­ემი­ური და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ან­ობ­ის, ად­ამი­ან­ური რე­სურ­სე­ბის და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გააერთიანებს. პრო­ექ­ტს, რო­მელ­შიც 12 ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია ჩარ­თუ­ლი, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უძ­ღვე­ბა. პლატ­ფორ­მა და­ეხ­მა­რე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს გრან­ტე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტში, კვლე­ვის შე­დე­გე­ბის დი­სე­მი­ნა­ცი­ის თვლა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის (პუბ­ლი­კა­ცი­ები, პა­ტენ­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ები და ა.შ.) და­მუ­შა­ვე­ბა­ში.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი და პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ები ეს­წრე­ბოდ­ნენ.

თსუ-ის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის იქ­მნე­ბა ერ­თი­ანი ბა­ზა, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს მა­თი ხილ­ვა­დო­ბის გაზ­რდას, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. „სა­მეც­ნი­ერო პორ­ტა­ლი ხელს შე­უწყობს ჩვე­ნი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ისა და კვლე­ვის ეკ­ოს­ის­ტე­მის სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ასა და თავ­სე­ბა­დო­ბას ევ­რო­პულ სის­ტე­მას­თან, რი­თაც ჩვე­ნი მეც­ნი­ერ­ები მო­იზ­იდ­ავ­ენ და­ფი­ნან­სე­ბას ევ­რო­პუ­ლი წყა­რო­ებ­იდ­ან და ჩა­ერ­თვე­ბი­ან სხვა­დას­ხვა საგ­რან­ტო პრო­ექ­ტში. ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იღ­ება პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ემ­ყა­რე­ბა ვა­ლი­დურ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვი­თი პლატ­ფორ­მა ხელს შე­უწყობს კვლე­ვი­თი საქ­მი­ან­ობ­ის და­გეგ­მვას, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას და შე­ფა­სე­ბას. „დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ღიაობა და მეც­ნი­ერ­ებ­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა კი­დევ უფ­რო ხილ­ვადს გახ­დის ჩვენს მეც­ნი­ერ­ებს, რო­გორც უცხო­ელი პარ­ტნი­ორ­ებ­ის­თვის, ისე ერ­ოვ­ნულ დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ეთ იქ­ნე­ბა გა­ზი­არ­ებ­ული შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით სივ­რცე­ში სრულ­დე­ბა“, — გა­ნაცხა­და ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა.

თსუ-ის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია სა­მი რე­გი­ონ­ული და ცხრა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი. ას­ევე, პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ დრეზ­დე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია, DTU); კლერ­მონტ აუვ­ერ­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (საფ­რან­გე­თი, UCA); კოტ და­ზუ­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი (საფ­რან­გე­თი, UCD). „პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული არე­ალი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი, სა­მეც­ნი­ერო პორ­ტა­ლის შექ­მნას­თან ერ­თად, მეც­ნი­ერ­ებ­ის მარ­თვა­ში ევ­რო­პელ პარ­ტნი­ორ­ებ­თან ცოდ­ნის გა­ზი­არ­ება იყო. შე­დე­გად, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეც­ნი­ერო დე­პარ­ტა­მენ­ტებს შო­რის ახ­ალი იდე­ებ­ისა და ახ­ალი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­ის­ახა. მე­ტიც, 2019 წლი­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ცი­ითა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი ქარ­თულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მეც­ნი­ერო დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის გაძ­ლი­ერ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს“, — აღ­ნიშ­ნა ნი­ნო ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის HERD – „სა­ქარ­თვე­ლოს უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა“ — პარ­ტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო (გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა — EMIS); საქ­პა­ტენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ებ­ისა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტო (GITA). პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არი­ან: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; თბი­ლი­სის ვა­ნო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია; კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; ტვილ­დი­ან­ის სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი; სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტი.