„ქვე­ყა­ნა დგას მწვა­ვე ეკ­ონ­ომ­იკ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის რის­კე­ბის წი­ნა­შე. მემ­გო­ნი ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ თი­თოეული მო­ქა­ლა­ქე იღ­ვი­ძებს და, პირ­ველ რიგ­ში, ეც­ნო­ბა უკ­რა­ინ­აში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და თუ ვინ­მეს შე­მორ­ჩა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ობ­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, რომ გა­ივ­ლის ქუ­ჩა­ში და საწ­ვა­ვის ფასს 3,90 და­ინ­ახ­ავს, მემ­გო­ნი ეს ინ­ტე­რე­სიც ეკ­არ­გე­ბა, იმ­იტ­ომ, რომ ამ კინ­კლა­ობ­აში არ­აფ­ერია მა­თი ამ სე­რი­ოზ­ული ყო­ველ­დღი­ური პრობ­ლე­მე­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

და­ახ­ლო­ებ­ით თვე­ნა­ხევ­რის წინ მოგ­მარ­თეთ არა კონ­კრე­ტუ­ლი ინ­იცი­ატ­ივ­ით, მა­გა­ლი­თად, აქ­ცი­ზის შემ­ცი­რე­ბით, რომ მე­რე არ ყო­ფი­ლი­ყო სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ის სივ­რცე, რომ თით­ქოს ეს ჩვე­ნი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა, არ­ამ­ედ თე­მა­ტუ­რი მოკ­ვლე­ვით საწ­ვავ­ზე, საწ­ვა­ვის ფა­სებ­ზე 20 000-ზე მე­ტი კონ­კრე­ტუ­ლი ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ხელ­მო­წე­რით. კო­მი­ტე­ტებს მივ­მარ­თეთ ამ თე­მა­ტურ მოკ­ვლე­ვა­ზე და ეს თე­მა­ტუ­რი მოკ­ვლე­ვა გვჭირ­დე­ბო­და სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­საკ­ვე­თად, რაც უნ­და და­ეხ­მა­როს ამ საწ­ვა­ვის ფასს, რომ შემ­ცირ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ ამ­აზე რე­აგ­ირ­ება არ ყო­ფი­ლა.

ჩვენ ვი­ცით, რომ ეს მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, რუ­სეთ­თან და უკ­რა­ინ­ას­თან ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ას აქ­ვს ბმა. მათ შო­რის, ჩვენ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ვართ კრი­ტი­კუ­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი­ორ­ები და ეს ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა ყო­ველ­დღი­ურ­ად, ამ­ას ემ­ატ­ება ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის, იქ მო­მუ­შა­ვე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის გზავ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­ცირ­და და აქ კონ­კრე­ტულ ოჯ­ახ­ებს შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა. ეს არ­ის ასე­ულ­ობ­ით ათ­ასი ოჯ­ახი, შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა სა­ბან­კო სეს­ხებ­ზე, შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. ეს ნიშ­ნავს რომ სო­ცი­ალ­ური ფო­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დამ­ძიმ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ, ას­ევე ერ­თი თვის წინ და­ვა­ინ­იც­ირ­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სო­ცი­ალ­ური მხარ­და­ჭე­რის სო­ცი­ალ­ური სის­ტე­მის რე­ფორ­მა და მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდა, იმ­იტ­ომ რომ 450 ათ­ასი სო­ცი­ალ­ურ­ად და­უც­ვე­ლი კი­დევ უფ­რო მე­ტი გახ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. ეს­ეც იმ­იტ­ომ და­ვა­ინ­იც­ირ­ეთ, რომ ერ­თობ­ლი­ვად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, გა­დაგ­ვედ­გა ნა­ბი­ჯე­ბი მა­თი დაც­ვის­თვის, მა­თი სო­ცი­ალ­ური უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის, მა­თი ყო­ველ­დღი­ური სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის შე­ხი­დე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან”, — ასე მი­მარ­თა პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა ბე­ქა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს.

ბე­ქა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბას პარ­ტიასა­ქარ­თვე­ლოს­თვისინ­იც­ირ­ებ­ულ პრო­ექ­ტებ­ზე რე­აგ­ირ­ება არ ქო­ნია, თუმ­ცა მმარ­თველ პარ­ტი­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­ან­თი გეგ­მაც არ წარ­მო­უდ­გე­ნია.

„და­ვი­ღა­ლეთ, უბ­რა­ლოდ, იმ­ის მო­წო­დე­ბით, რომ სად არ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მა? აი, ამ დარ­ბაზ­ში თუ ზის ად­ამი­ანი, თქვე­ნი მხრი­დან, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­ერ­თოდ — რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­აზე ამ კრი­ზისს? გა­ვი­გეთ რომ გეგ­მა არა გაქ­ვთ, არც ჩვე­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გეგ­მა არ მოგ­წონთ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, იმ­იტ­ომ, რომ, აი, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან კარ­გი ინ­იცი­ატ­ივა ჩა­აგ­დეთ ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე სა­ხალ­ხო ბი­უჯ­ეტ­ირ­ებ­აზე. პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ობ­ის მიღ­მა, რა ხედ­ვა გაქ­ვთ? რა უნ­და გა­კეთ­დეს? გთხოვთ, აი ამ­აზე გამ­ცეთ პა­სუ­ხი,” — გა­ნაცხა­და ბე­ქა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.