პრე­ზი­დენ­ტის და­სავ­ლურ­მა ვი­ზიტ­მა და ევ­რო­პი­დან გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა მას­ზე გამ­წყრალ ოპ­ოზ­იცი­ას აშ­კა­რად გუ­ლი მო­ულ­ბო. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მარ­თვამ გარ­კვე­ული სენ­ტი­მენ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­ის იმ ნა­წილ­შიც კი გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც მას, ცო­ტა ხნის წინ, ივ­ან­იშ­ვი­ლის და­ნიშ­ნულ პრე­ზი­დენ­ტს უწ­ოდ­ებ­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვი­სი გუ­ლის მო­გე­ბაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აშ­კა­რად ვერ მო­ახ­ერ­ხა, პო­ლი­ტი­კო­სი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი დე­და­ლი ივ­ან­იშ­ვი­ლია.

ზო­გა­დად, სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მოხ­სე­ნე­ბა ერ­თნა­ირ­ად პა­სუ­ხობ­და რო­გორც ოპ­ოზ­იცი­ის, ისე მმარ­თვე­ლი გუნ­დის კრი­ტი­კას. ამ­იტ­ომ არ არ­ის გა­საკ­ვი­რი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ­ჯე­რად, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კურ ორ­ბი­ტა­ზე მო­აზ­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ები დარ­ჩნენ კმა­ყო­ფილ­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლით და იმ აქ­ცენ­ტე­ბით, რაც პრე­ზი­დენ­ტმა მარ­თლაც პირ­ვე­ლად გა­ახ­მო­ვა­ნა.

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტს, რო­მელ­მაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ღირ­სე­ულ­ად გა­აჟღე­რა ქარ­თვე­ლი ერ­ის ხმა“, — გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ას­ეთი გა­მოხ­მა­ურ­ებ­ის შემ­დეგ გა­სა­გე­ბიაგულ­გრი­ლია თუ არა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერი და მი­სი გუნ­დი პრე­ზი­დენ­ტის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის დეკ­ლა­რი­რე­ბით.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბის რა ნა­წილ­მა და­იმ­სა­ხუ­რა პარ­ტიასა­ქარ­თვე­ლოს­თვისმად­ლო­ბა, ამ­აზე დე­პუ­ტატ ბე­ქა ლი­ლუ­აშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

— პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოს­ვლით ამ­ომ­წუ­რა­ვად გა­მო­იხ­ატა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პო­ზი­ცია და მე­ორე — არა თუ ახ­ლა, არ­ამ­ედ ჩვენ, „პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, მუდ­მი­ვად ვა­პე­ლი­რებთ, მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპ­ოზ­იცი­ას იმ­ის­კენ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­აში რა­დი­კა­ლი­ზა­ცია ამ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც უნ­და გა­და­იჭ­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, რო­ცა ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ათ­წლე­ულ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა დევს სას­წორ­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ნა­ცი­ონ­ალ­ური მოძ­რა­ობ­ის“ მხრი­დან ის­ეთი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა, რაც კი­დევ უფ­რო გა­აღ­რმა­ვებს ამ რა­დი­კა­ლიზ­მს. ეს ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის რე­ალ­იზ­ებ­ას.

სამ­წუ­ხა­რო ის არ­ის, რომ დღეს, რო­ცა ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრუ­ლი გა­ერ­თი­ან­ება და მო­ბი­ლი­ზა­ცია, არც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და არც „ნა­ცი­ონ­ალ­ურ მოძ­რა­ობ­ას“ ამ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქ­ვთ. მათ არ სურთ — უფ­რო მაღ­ლა და­აყ­ენ­ონ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი, რად­გან მა­თი ამ­ოც­ანა მხო­ლოდ პარ­ტი­ული ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ზრუნ­ვაა. ეს არ­ის სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი და­ზი­ან­ება და არა მარ­ტო მა­თი პარ­ტი­ებ­ის.

— თქვენს პარ­ტი­ას რა სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში?

— ჩვე­ნი გეგ­მა არა­ერ­თხელ წარ­ვად­გი­ნეთ, მათ შო­რის, მოიაზრებოდა ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც არ­ის, მა­გა­ლი­თად: შე­იქ­მნას ის­ეთი სპე­ცი­ალ­ური და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა­ზე, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რაც სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ვს. დღეს გა­ის­მა კი­დეც პრე­ზი­დენ­ტის ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ში — შე­იქ­მნას სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპ­არ­ატი ამ­ავე მან­და­ტით. ჩვენ გვქონ­და სა­უბ­არი და მო­წო­დე­ბა უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­ფარ­თო­ებ­ული საბ­ჭოს შექ­მნის თა­ობ­აზე. მე­ტიც, ჩვენ, ას­ევე, მო­ვითხო­ვეთ პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის ჯგუ­ფის გა­ფარ­თო­ება, რა­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს ჰქონ­დეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ჰქონ­დეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია — რა სჭირ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნას, რა სა­კითხე­ბია პრი­ორ­იტ­ეტ­ული?

— რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ უს­აფ­რთხო­ებ­ის გა­ფარ­თო­ებ­ულ საბ­ჭო­ში ის­ეთი ოპ­ოზ­იცი­ონ­ერი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩარ­თვა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ენ­აზე არ ერ­იდ­ები­ან ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ან­ებ­ელი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბას?

დღეს ყვე­ლამ უნ­და გა­მო­იჩ­ინ­ოს მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­ისა და სრუ­ლი­ად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე და თა­ვი უნ­და შე­იკ­ავ­ოს ქვეყ­ნის და­მა­ზი­ან­ებ­ელი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან. რაც შე­ეხ­ება ამ კონ­კრე­ტულ თე­მას, ეს პრო­ცე­სი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა უნ­და მი­იღ­ოს. ამ­იტ­ომ ჯერ არ ვი­ცი — ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რო­გორ. ეს გა­მოჩ­ნდე­ბა მო­მა­ვალ­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მსგავ­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა.