დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბო­რის ჯონ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის შეჭ­რა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის სა­სურ­ვე­ლი გზით წა­ვა, ის მხო­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ზე არ გა­ჩერ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში ჯონ­სონ­მა მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო ახ­სე­ნა.

რო­გორც მან დი­დი ბრი­ტა­ნე­თის „კონ­სერ­ვა­ტი­ული პარ­ტი­ის“ სა­გა­ზაფხუ­ლო კონ­ფე­რენ­ცი­აზე სიტყვით გა­მოს­ვლი­სას თქვა, „ის [პუ­ტი­ნი] იყო სრულ პა­ნი­კა­ში ე.წ. ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვ­ში და ამ­იტ­ომ­აც ცდი­ლობს ასე სას­ტი­კად – ჩა­აქ­როს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცეცხლი უკ­რა­ინ­აში და ამ­იტ­ომ არ­ის ასე სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის ჩაფ­ლავ­დეს, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პუ­ტი­ნი უკ­რა­ინ­აში არ გა­ჩერ­დე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სას­რუ­ლი უკ­რა­ინ­აში ნიშ­ნავს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­გვა­რი იმ­ედ­ის გაქ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მოლ­დო­ვა­ში“.

„ეს ნიშ­ნავს და­ში­ნე­ბის ახ­ალი ეპ­ოქ­ის დაწყე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან შავ ზღვამ­დე“, – დას­ძი­ნა ჯონ­სონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რე­ალ­ურ­ად, პუ­ტინს არ სჯე­რო­და, რომ უკ­რა­ინა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ნა­ტოში გა­წევ­რი­ან­დე­ბო­და, ის­ევე, რო­გორც არ სჯე­რო­დანა­ხევ­რად მის­ტი­ური უაზ­რო­ბი­სა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმარუ­სი ხალ­ხის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­აჟღე­რა.

ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შეჭ­რა უკ­რა­ინ­აში რე­ალ­ურ­ად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ში­შით, რუ­სე­თის მე­ზობ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ული ერ­ის ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„მას ეშ­ინ­ოდა უკ­რა­ინ­ის, რად­გან უკ­რა­ინ­აში აქ­ვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სა, უკ­რა­ინ­აში აქ­ვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ყო­ველ წელს, რო­ცა უკ­რა­ინა წინ მი­იწ­ევ­და… მას ეშ­ინ­ოდა უკ­რა­ინ­ის მა­გა­ლი­თის.

…ზუს­ტად იმ­იტ­ომ, რომ უკ­რა­ინა და რუ­სე­თი ის­ტო­რი­ულ­ად ასე ახ­ლოს იყ­ვნენ, [პუ­ტინს] ეშ­ინ­ოდა უკ­რა­ინ­ული მო­დე­ლის გავ­ლე­ნი­სა მას­სა და რუ­სეთ­ზე“, – დას­ძი­ნა ჯონ­სონ­მა.

https://netgazeti.ge/life/600829/?fbclid=IwAR1O81lfkrZTgGotOIq6ki9C-erDF0zjPDi3Y87Y9E7N0-77Z0XfBHmpjVI