ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო! ამა წლის 27 აპ­რილს გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის 30 წლის იუბ­ილ­ეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. მსურს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო და კვლავ და­გი­დას­ტუ­როთ თუ რა­ოდ­ენ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებს გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო იმ ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბობს, — ამ­ის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­რის ჯონ­სო­ნის ოფ­იცი­ალ­ურ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­იღო.

ბო­რის ჯონ­სო­ნის თქმით, ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარ­ტნი­ორ­ობ­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის წინ­სვლა, რომ­ლის თვით­მხილ­ველ­ნიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­ხდით და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან. ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო და სა­ქარ­თვე­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარ­ტნი­ორ­ობ­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რაც მრა­ვალ სფე­როს მო­იც­ავს და მათ შო­რი­საა პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო-ეკ­ონ­ომ­იკ­ური, უს­აფ­რთხო­ებ­ის, თავ­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. მა­ხა­რებს ის, თუ რო­გორ გა­ფარ­თოვ­და და აყ­ვავ­და ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა უორ­დრო­პის სტრა­ტე­გი­ული დი­ალ­ოგ­ის ყო­ველ­წლი­ური ფორ­მა­ტი ის­ევე, რო­გორც ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი პარ­ტნი­ორ­ობ­ისა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახ­ალი შე­თან­ხმე­ბა. ას­ევე ვა­ფა­სებთ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ონ­ალ­ურ და გლო­ბა­ლურ სა­კითხებ­ზე, მათ შო­რის გა­რე­მოს­დაც­ვით და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კარ­გად ვაც­ნო­ბი­ერ­ებ იმ ფაქ­ტს, რომ პრო­ვო­ცი­რე­ბის გა­რე­შე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხრი­დან წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა უკ­რა­ინ­აზე კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვა­ლი წე­ლია მა­მა­ცად უპ­ირ­ის­პირ­დე­ბა. გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მსოფ­ლიო ერ­ებ­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ისა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ამ ღია აგ­რე­სი­ის პი­რის­პირ დგა­ნან. მინ­და ას­ევე გარ­წმუ­ნოთ, რომ მტკი­ცედ ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ისა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო-ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­და­რა­ჯო­ზე.

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლი მომ­დევ­ნო წლებ­ში ჩვე­ნი პარ­ტნი­ორ­ობ­ის უწყვეტ გან­ვი­თა­რე­ბას“, — აღ­ნიშ­ნავს გა­ერ­თი­ან­ებ­ული სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.