უკრაინული ძალები აქტიურად აკავებენ რუსული ჯავშანტექნიკის წინსვლას ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დახმარებით.
ხუთშაბათს, 11 მარტს, უკრაინის არმიის მებრძოლები ცდილობენ კონტროლის დამყარებას კიევის მიმდებარე დასახლებებზე – იუწყებიან კონფლიქტის ზონაში მომუშავე რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. მათივე ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის გარეუბნებში სროლა და ჭურვების აფეთქების ხმა ისმოდა მთელი დღე.
უკრაინელები აქტიურად იყენებენ ყუმბარმტყორცნებს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო.
„ჩვენ დავიცავთ დასახლებებს „ორკებისგან“, რომლებმაც ეს ტერიტორიები საბრძოლო ტექნიკით დაიკავეს. ჩვენი დაზვერვის თანახმად, იქ ბატალიონია განთავსებული“, – ციტირებს ჟურნალისტებს ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი. მისმა ამხანაგმა დასძინა, რომ ისინი შურს იძიებენ რუსებზე მარიუპოლის დაბომბვის გამო, რომლის ინტენსივობამ აიძულა დასავლური ორგანიზაციები დაეწყოთ გამოძიება რუსული არმიის შესაძლო ომის დანაშაულებებზე.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუშვა თავის ჯარში სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან „მოხალისეების“ დაქირავება.
ამ დროისთვის კონფლიქტის შედეგად 2,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილი გახდა. ხოლო ვინც ქვეყნის დატოვება ვერ მოასწრო, თავს მეტროებს, სარდაფებს და სხვა თავშესაფრებს აფარებენ.
წყარო: ამერიკის ხმა – რუსული რედაქცია – https://www.golosameriki.com/a/situation-near-kyiv-mar-11/6480799.html?fbclid=IwAR2X-sx4IPZW4rKNHIUy8A0wMocVtQJgPLARYwLe6BJuvtDOWEqlRdTnaxY