28 თებერვალს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია: „ჩვენს აქციას შემოუერთდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (US CDC) მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ცენტრში.
აქციის მონაწილეებმა გამოხატეს სოლიდარობა და უპირობო მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ და მკაცრად დაგმეს რუსეთის აგრესია. მისასალმებელია, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა აგრესორის წინააღმდეგ, რაც იმის საწინდარია, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და შესძლებს დაიკავოს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ სამყაროში.
დიდება უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს! დიდება საქართველოს!
ამასთან, ჩვენი ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო ტესტირებას COVID-19-ზე და/ან ნებისმიერი სახის პროფილურ სამედიცინო მომსახურებას“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.