რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის შე­მო­ღე­ბის გეგ­მე­ბი და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო ლი­დერ­თა გან­ცხა­დე­ბებ­ში ბევ­რად მკაც­რი და კონ­კრე­ტუ­ლი გახ­და. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტს კი ეს სან­ქცი­ები ირ­ონი­ულ ღი­მილს ჰგვრის და ჯერ არ­ავ­ინ იც­ის — იც­ინ­ის თუ არა პუ­ტი­ნი ბო­ლო­ჯერ. რა როლს შე­ას­რუ­ლებს ენ­ერ­გო­პო­ლი­ტი­კა ომ­ის ზღვარ­ზე მყოფ მსოფ­ლი­ოში?! ამ თე­მა­ზე პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი ვახ­ტანგ მა­ისაია გვე­სა­უბ­რე­ბა.

— ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რამ­დე­ნად იმ­ოქ­მე­დებს ევ­რო­პის ლი­დერ­თა გაფ­რთხი­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის დი­ლე­მა­ზე — შე­იჭ­რას თუ არა უკ­რა­ინ­აში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბით?

— ას­ეთი უკ­იდ­ურ­ეს­ად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის (თუ კო­ლექ­ტი­ურ და­სავ­ლეთ­ზეა სა­უბ­არი) კლა­სი­კუ­რი ცი­ვი ომ­ის, ანუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც კი არ ყო­ფი­ლა. პუ­ტინ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­ას­წრო საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ სტა­ლინ­საც კი. არ მგო­ნია — უკ­ან და­იხი­ოს, რად­გან მას და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და უკ­რა­ინ­ის დას­ჯა, ის­ევე, რო­გორც ჩვენ დაგ­ვსა­ჯა 2008 წელს. ამ­იტ­ომ და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის ლი­დე­რე­ბის შე­გო­ნე­ბე­ბი უკ­ვე მას­ზე აღ­არ მოქ­მე­დებს. ბა­იდ­ენ­მაც კი, სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლად, იგი შე­ურ­აცხა­დად გა­მო­აცხა­და. რაც შე­ეხ­ება სან­ქცი­ებს, მგო­ნი ეს­ეც ნაკ­ლე­ბად იმ­ოქ­მე­დებს რუ­სეთ­ზე, რად­გან სან­ქცი­ებ­ის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა აზ­რს კარ­გავს იმ­ის ფონ­ზე, რო­ცა მის წი­ნა­აღ­მდეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სან­ქციაა უკ­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა პუ­ტინ­ზე და მის გა­რე­მოც­ვა­ზე და­წეს­დეს, ეს მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ებია. ესაა და ეს… წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რუ­სე­თი წა­ვი­და იმ­აზ­ეც, რომ ქვეყ­ნი­დან გა­აძ­ევა ამ­ერ­იკ­ის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე, ანუ ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მზა­დაა, გაწყვი­ტოს ამ­ერ­იკ­ას­თან დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს რას ნიშ­ნავს, ყვე­ლამ ვი­ცით.

— ან­ალ­იტ­იკ­ოს­ები ელ­ოდ­ნენ, რომ წი­ნა კვი­რას, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლ­აფ შოლ­ცის პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 2“- ის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის სა­კითხიც, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ამ­ის შე­სა­ხებ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. არ­ადა რუ­სე­თის შეჭ­რის ერთ-ერთ შე­მა­კა­ვებ­ლად ის­ინი და­სავ­ლე­თის მი­ერ ამ პრო­ექ­ტის დაბ­ლოკ­ვა­საც კი მი­იჩ­ნე­ვენ. გა­მო­დის, რომ რუ­სე­თის­თვის იმ­დე­ნად დი­დია მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის დას­ჯის სურ­ვი­ლი, რომ მის­თვის ნაკ­ლე­ბად ღი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა 55 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი აირ­ის რე­ალ­იზ­ებ­ის სა­კითხიც?

— „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 2“ გაგ­რძე­ლე­ბაა „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 1“-ის, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი აირ­ის შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ მო­ცუ­ლო­ბას ატ­არ­ებს. რუ­სებ­მა, რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გათ­ვა­ლეს და და­იწყეს „სამ­ხრე­თის ნა­კა­დი 2“-ის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ან­ალ­ოგი­ური მო­ცუ­ლო­ბის ბუ­ნებ­რივ აირს მი­აწ­ვდის თურ­ქე­თი­დან და ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან. ეს ნა­კა­დი, უნ­გრე­თი­სა და ავ­სტრი­ის გავ­ლით, უერ­თდე­ბა გერ­მა­ნი­ის გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სის­ტე­მას. უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა ვიქ­ტორ ურ­ბან­მა, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, მი­აღ­წია იმ­ას, რომ უნ­გრე­თი სამ­ხრეთ ნა­კა­დი­დან მი­იღ­ებს გაზს, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ გაზს მი­იღ­ებს ავ­სტრი­აც და იტ­ალი­აც. ანუ ეს ქვეყ­ნე­ბი გა­ზის მო­წო­დე­ბა­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოხ­დე­ბა უკ­რა­ინ­აში შეჭ­რა და კო­ლექ­ტი­ური და­სავ­ლე­თი ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ას შექ­მნის, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა რუ­სულ გაზ­ზე ჰი­პო­თე­ტუ­რად ყვე­ლამ ერ­თად თქვას უარი. თუმ­ცა, მე ეჭ­ვიც კი მე­პა­რე­ბა კო­ლექ­ტი­ური და­სავ­ლე­თის არ­სე­ბო­ბა­ში.

— თუ გერ­მა­ნია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­სი პარ­ტნი­ორ­ებ­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 2“- ის პრო­ექ­ტის დაბ­ლოკ­ვი­სას, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ეს­ეც იქ­ცეს ევ­რო­პის ერ­თი­ან­ობ­ის რღვე­ვის სა­ბა­ბად?

— უკ­რა­ინ­ის კრი­ზის­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ კო­ლექ­ტი­ური და­სავ­ლე­თი, სამ­წუ­ხა­როდ, ორ­ად უკ­ვე გა­იყო. ანუ გაჩ­ნდა ე.წ. ატ­ლან­ტი­კუ­რი და­სავ­ლე­თი (ამ­ერ­იკა-პო­ლო­ნე­თი, ბალ­ტი­ის­პი­რა სა­ხელ­მწი­ფო­ები, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია და ჩე­ხე­თი) და კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აერ­თი­ან­ებს (საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტ­ალია, ეს­პა­ნე­თი, უნ­გრე­თი და ა.შ.). ამ ქვეყ­ნებს მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ცო­ტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა გა­აჩ­ნი­ათ. ვიქ­ტორ ურ­ბა­ნის მოს­კოვ­ში ჩას­ვლით უნ­გრეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ან­ად და­სავ­ლეთს ზურ­გში და­ნა ჩას­ცა. მან­ვე დაბ­ლო­კა უკ­რა­ინ­ის მი­ღე­ბა ნა­ტოს კი­ბე­რუ­საფ­რთხო­ებ­ის სა­მუ­შაო ჯგუფ­ში და ამ­ით მო­უს­პო უკ­რა­ინ­ას სა­შუ­ალ­ება — მი­ეღო დახ­მა­რე­ბა კი­ბერ-თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­დეგ­მაც არ და­აყ­ოვ­ნა. მე­ორე დღეს­ვე რუ­სეთ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ელა ძა­ლი­ან მძლავ­რი შე­ტე­ვა უკ­რა­ინ­აზე და მო­ახ­დი­ნა თავ­დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დე­ბის ბლო­კი­რე­ბა.

და კი­დევ, ერ­თი ნიუანსი — რუ­სეთს გა­უჩ­ნდა შან­სი, გა­ზის სა­ბა­დო­ები წარ­მარ­თოს ჩი­ნე­თის (აზი­ის) მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­უბ­არია „ციმ­ბი­რის ძა­ლა“ და „ციმ­ბი­რის ძა­ლა-2“-ის პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ამ პრო­ექ­ტით მან აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის გა­ზის ად­ეკ­ვა­ტუ­რი რა­ოდ­ენ­ობ­ის მი­წო­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო.

ჩი­ნე­თი უკ­ვე ძა­ლი­ან მზარ­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გლო­ბა­ლუ­რი გავ­ლე­ნის ცენ­ტრია. ის ძა­ლი­ან მა­ლე გა­და­უს­წრებს ამ­ერ­იკ­ას და გახ­დე­ბა ნო­მერ პირ­ვე­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის სიმ­ძლავ­რის ქვე­ყა­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, მას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბი, კერ­ძოდ, გა­ზი, რო­მე­ლიც ეკ­ოლ­ოგი­ურ­ად ყვე­ლა­ზე სუფ­თაა, ის კი, ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ქვა­ნახ­ში­რის მოხ­მა­რე­ბა­ზე. თუ ევ­რო­კავ­ში­რი უარს იტყვის რუ­სუ­ლი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ზე, რუ­სეთს აქ­ვს შან­სი, რომ ის მა­რა­გე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და გა­და­ეს­რო­ლა და­სავ­ლე­თი­სა­კენ, მი­მარ­თოს აზი­ის­კენ და მი­აწ­ოდ­ოს არა მხო­ლოდ ჩი­ნეთს, არ­ამ­ედ სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას (და იაპ­ონი­ას­აც კი).

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ რუ­სეთ­მა თხე­ვა­დი გა­ზის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­იც აით­ვი­სა. მან „გაზ­პრო­მის“ პა­რა­ლე­ლუ­რად შექ­მნა „ნო­ვო­ტე­კის“ კორ­პო­რა­ცია თხე­ვა­დი გა­ზის წარ­მო­ებ­ის­ათ­ვის და, სხვა­თა შო­რის, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ამ­ერ­იკა ლი­დე­რია თხე­ვა­დი გა­ზის მო­პო­ვე­ბის კუთხით, „ნო­ვო­ტე­კი“ დღემ­დე ახ­ორ­ცი­ელ­ებს ამ­ერ­იკ­ის­თვის თხე­ვა­დი გა­ზის მი­წო­დე­ბას.

— რაც შე­ეხ­ება უკ­რა­ინ­ის ენ­ერ­გო­უს­აფ­რთხო­ებ­ის სა­კითხს – რუ­სეთს ყო­ველ­თვის ჰქონ­და გან­ზრახ­ვა, რომ, ჩრდი­ლო­ეთ­ის და სამ­ხრე­თის ნა­კა­დე­ბის მეშ­ვე­ობ­ით, უკ­რა­ინა სა­ერ­თოდ ამო­ეგ­დო სატ­რან­ზი­ტო სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­იდ­ან, თუმ­ცა, და­სავ­ლე­თის ძა­ლის­ხმე­ვით, დღეს უკ­რა­ინა ევ­რო­პის გა­ზით მო­მა­რა­გე­ბის ქსელ­ში ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­თა­მა­შეა. რა ბე­დი ეწ­ევა ევ­რო­პის­კენ უკ­რა­ინ­ის ტე­რი­ტო­რი­აზე გა­მა­ვალ გაზ­სა­დენს, მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ინ­ასა და რუ­სეთს შო­რის 2024 წელს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­და ამო­იწ­ურ­ება? რამ­დე­ნად რე­ალ­ურია სა­ომ­არ მდგო­მა­რე­ობ­აში მყოფ ქვეყ­ნებს შო­რის ამ სა­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა?

— გე­თან­ხმე­ბით, ეს კონ­ტრაქ­ტი ჯერ კი­დევ იან­უკ­ოვ­იჩ­ის დროს გა­ფორ­მდა. ამ პრო­ექ­ტს რუ­სე­თი ვერ შე­აჩ­ერ­ებს, რად­გან ის მას საკ­მა­ოდ სე­რი­ოზ­ულ ზა­რალს მო­უტ­ანს. დი­ახ, რუ­სეთს ჰქონ­და ას­ეთი გან­ზრახ­ვა, თუმ­ცა და­სავ­ლეთ­მა გა­მო­იყ­ენა ე.წ. ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ქარ­ტი­ის მე­სა­მე და­მა­ტე­ბი­თი პრო­ტო­კო­ლი, რის მი­ხედ­ვი­თაც მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი არ უნ­და იყ­ოს ენ­ერ­გო­წარ­მო­ებ­ის მთე­ლი სქე­მა (დაზ­ვერ­ვა, მო­პო­ვე­ბა, ტრან­ზი­ტი და, შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზა­რი). სწო­რედ ამ ოთხი ციკ­ლის დაც­ვას და­თან­ხმდა ევ­რო­კავ­ში­რი, რა­ზეც რუ­სე­თიც და­ით­ან­ხმა. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, რუ­სეთს არ შე­უწყვე­ტია გა­ზის მი­წო­დე­ბა და სომ­ხე­თიც თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს გაზს აწ­ვდი­და. ბა­ქო-თბი­ლი­სი- ერ­ზე­რუ­მის გაზ­სა­დე­ნიც, ასე თუ ისე, მწყობ­რში იყო (მხო­ლოდ ბა­ქო-თბი­ლი­ის-ჯე­იჰ­ან­ის გაზ­სა­დენ­ზე მოხ­და დი­ვერ­სია თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­აზე) და გა­ზის მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ომ­ის პე­რი­ოდ­შიც. რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლი არ უნ­და იყ­ოს, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მო­მენ­ტებს ომი ხელს არ უშ­ლის.

— ენ­ერ­გო­და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა დღეს და­სავ­ლეთს ჰა­ერ­ივ­ით სჭირ­დე­ბა, სწო­რედ ამ­იტ­ომ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მწვა­ნე ენ­ერ­გე­ტი­კის – გა­ნახ­ლე­ბა­დი ენ­ერ­გი­ის წყა­რო­ებ­ის შექ­მნაა აუც­ილ­ებ­ელი. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ გზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენ­ერ­გია რუ­სე­თის სა­ბა­დო­ებ­იდ­ან ჩრდი­ლო­ეთ­ის და სამ­ხრე­თის ნა­კა­დებ­ში გა­მა­ვა­ლი რე­სურ­სის თა­ნა­ზო­მა­დი გახ­დეს? თუ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური რი­ტო­რი­კის ნა­წი­ლია?

— ეს ფან­ტას­ტი­კის სფე­როა… ნა­ტოს ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მე მაქ­ვს მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ღე­ბუ­ლი და ნა­ტოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური კო­მი­ტე­ტის­გან მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი და საბ­რძო­ლო ჯილ­დოც მაქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ამ დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტმა, სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და გითხრათ, რომ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბის წი­ლი მსოფ­ლიო ენ­ერ­გე­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა­ში 8%-ს არ აღ­ემ­ატ­ება. ასე რომ, 2030 წლამ­დე ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­დე­ბა. ანუ ჩვენ გვექ­ნე­ბა არ­აგ­ან­ახ­ლე­ბა­დი, მი­ლე­ვა­დი და ნა­ხევ­რად­მი­ლე­ვა­დი ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბის ტემ­პე­ბი.

მარ­თა­ლია, ევ­რო­კავ­შირს აქ­ვს მწვა­ნე ენ­ერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის იდეა და 2030 წლის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დონ კი­დეც გა­ნახ­ლე­ბა­დი ენ­ერ­გო­რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მის­ვლაა სა­ჭი­რო. ეს სა­კითხი, სწო­რედ მხო­ლოდ გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზეა დაყ­ვა­ნი­ლი. ასე რომ, სამ­წუ­ხა­როდ, SWIFT-ის გა­თიშ­ვა­მაც შე­იძ­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ იმ­ოქ­მე­დოს რუ­სეთ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რუ­სეთს არ აქ­ვს სა­გა­რეო ვა­ლი და­სავ­ლეთ­თან. ამ­ავე დროს, ეკ­ონ­ომ­იკ­ური სან­ქცი­ები, რო­მე­ლიც ად­რე იყო და­წე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან წარ­მო­ებ­ული ომ­ისა და უკ­რა­ინ­ის „მა­იდ­ან­ის“ შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რუ­სეთ­მა შეძ­ლო 80% -ით მო­ეხ­დი­ნა იმ­პორტ-შემ­ცვლე­ლი ელ­ემ­ენ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა. მან გა­ზარ­და თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­ული მა­რა­გე­ბი (უცხო­ური ვა­ლუ­ტა და ოქ­რო) და აგ­რე­სი­ული მე­თო­დე­ბით აფ­რი­კა­შიც კი და­იწყო ოქ­როს მა­რა­გე­ბის მო­ძი­ება. პუ­ტი­ნის თავ­ხე­დო­ბამ და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის შებღალ­ვაც კი შეძ­ლო აფ­რი­კა­ში.

— ე.ი. სან­ქცი­ებ­ზე სა­უბ­რის სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ირ­ონი­ული სიმ­შვი­დე არ არ­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­ღა­ბი?

— სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასეა. პუ­ტინს აქ­ვს პრე­ტენ­ზია, რომ იყ­ოს მსოფ­ლიო გავ­ლე­ნის ცენ­ტრი, გლო­ბა­ლუ­რი დო­ნის ჰე­გე­მო­ნი. პრინ­ციპ­ში ეს არ­ის ტრი­პო­ლა­რუ­ლი, ანუ სამ­პო­ლუ­სი­ანი (აშშ, ჩი­ნე­თი, რუ­სე­თი) მსოფ­ლიო წეს­რი­გი. ეს ტერ­მი­ნი, სხვა­თა შო­რის, მი­უნ­ჰე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტთა ჯგუფ­მა 2019 წელს და­ად­გი­ნა, რი­თაც მათ და­აფ­იქ­სი­რეს, რომ შე­იც­ვა­ლა უნ­იპ­ოლ­არ­ული მსოფ­ლიო წეს­რი­გი და გა­და­სუ­ლია მულ­ტი­პო­ლა­რუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი­სა­კენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკ­ვე იკ­ვე­თე­ბა ტრი­პო­ლა­რუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის კონ­ტუ­რე­ბი. სწო­რედ ამ­იტ­ომაა, რომ რუ­სე­თი მუშ­ტს უღ­ერ­ებს და­სავ­ლეთს და უფ­რო ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, რა პრო­ცეს­შიც უკ­რა­ინა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯილ­დაო ქვა გახ­და.

 

მო­ამ­ზა­და ნი­ნო ქავ­თა­რა­ძემ