უც­ნობ­მა, იგ­ივე, მომ­ღე­რალ­მა და „მა­ეს­ტროს“ გა­და­ცე­მა — „კი­დო­ბა­ნის“ წამ­ყვან­მა გია გა­ჩე­ჩე­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­იცი­ატ­ივ­ის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად, რაც მე­დი­აში ცი­ლის­წა­მე­ბის სა­კითხზე რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის შე­მო­ტა­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და პი­რა­დი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ცი­ლის­მწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­არ­ცე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­მა“.

ცი­ლის­წა­მე­ბა უნ­და იყ­ოს თუ არა დას­ჯა­დი? — ამ კითხვით მივ­მარ­თეთ ექ­სპერ­ტსა და ცნო­ბილ ფსი­ქო­ლოგს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს, რო­მელ­საც წარ­სულ­ში, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის პრე­სის კო­მი­ტე­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, პრე­სის კა­ნონ­ზე მუ­შა­ობ­ის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს.

„ცი­ლის­წა­მე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯა­დი არ უნ­და იყ­ოს, ანუ ცი­ხე­ში არ­ავ­ინ უნ­და ჩაჯ­დეს ამ­ის გა­მო. თუმ­ცა, ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს ჯა­რი­მა უნ­და გა­და­ახ­დე­ვი­ნო. მსოფ­ლი­ოში ეს დას­ჯა­დია, რა­საც სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი გან­საზღვრავს“, — აცხა­დებს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე. ექ­სპერ­ტს მოჰ­ყავს ვა­ლე­რი ას­ათი­ან­ის მა­გა­ლი­თი, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა მო­იგო. მას სექ­ტან­ტო­ბა და­აბ­რა­ლეს და სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

ახ­ალი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მივ­ცეთ ბერ­კე­ტი — ხე­ლი შე­უშ­ალ­ოს თუნ­დაც სა­გა­მო­ძი­ებო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის თა­ვი­სუფ­ლად წარ­მო­ებ­ას? — ამ კითხვა­ზე რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე გვპა­სუ­ხობს: „გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფ­რო სა­ხი­ფა­თოა ოპ­ოზ­იცია, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან ოპ­ოზ­იცია შეიარაღდა არა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული ძა­ლით, არ­ამ­ედ ბუ­ლინ­გით. თუ ოპ­ოზ­იცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას მო­ახ­დენ, აუც­ილ­ებ­ლად და­გა­ბუ­ლინ­გე­ბენ. რო­ცა სა­უბ­არია იმ­აზე, რომ სა­გა­მო­ძი­ებო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იყ­ოს და­ცუ­ლი, ძი­რი­თა­დად, სა­უბ­არია ხოლ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან და­ცუ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ, აი, ოპ­ოზ­იცი­ის ბუ­ლინ­გის­გან და სა­ზო­გა­დო­ებ­ის ბუ­ლინ­გის­გან რომ იყ­ოს და­ცუ­ლი სა­გა­მო­ძი­ებო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა — ეს პრობ­ლე­მა ისე მწვა­ვედ არ­სა­დაა მსოფ­ლი­ოში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში“.