რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­აში წა­მოწყე­ბულ­მა ომ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­მო­აც­ოცხლა დის­კუ­სი­ები კი­ბერ-საფ­რთხე­ებ­სა და ომ­ში მა­თი რო­ლის შე­სა­ხებ. რო­გორც გა­მო­ცე­მა „Foreign Affairs-ის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ჯონ მი­ულ­ერი წერს, კი­ბერ­საფ­რთხე­ებ­ის მას­შტა­ბებს სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ებ­ში ხში­რად აჭ­არ­ბე­ბენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში კი­ბერ თავ­დას­ხმე­ბის დიდ ნა­წილ­თა გამ­კლა­ვე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ საფ­რთხეს არ წარ­მო­ად­გენს. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, სა­ზო­გა­დო­ებ­აში პა­ნი­კის თეს­ვას კი­ბერ-საფ­რთხე­ებ­ის შე­სა­ხებ არც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ოფ­იცი­ალ­ური მო­ხე­ლე­ები არ ერ­იდ­ები­ან.

უკ­რა­ინ­აში ომ­ის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბი­სას, ხში­რად გვეს­მის პროგ­ნო­ზე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის კა­ტას­ტრო­ფულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­უბ­არს გრძე­ლი ის­ტო­რია აქ­ვს. მი­ულ­ერს აშშ-ის შეიარაღებული ძა­ლე­ბის შტა­ბე­ბის მე­თა­ურ­თა კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის მა­იკ მუ­ლე­ნის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს, რო­მე­ლიც 2011 წელს ყვე­ლა­ზე დიდ ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ საფ­რთხედ კი­ბერ-თავ­დას­ხმებს ას­ახ­ელ­ებ­და. შემ­დეგ წელს კი მის­მა შემ­ცვლელ­მა მარ­ტინ დემ­პსიმ გა­ნაცხა­და, რომ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­ის სრუ­ლი­ად პა­რა­ლი­ზე­ბა შე­ეძ­ლო. აშშ-ს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ლე­ონ პა­ნე­ტა კი გვაფ­რთხი­ლებ­და, რომ მო­მა­ვალ­ში აშშ-ს კი­ბერ-პერლ ჰარ­ბორ­თან მო­უწ­ევ­და გამ­კლა­ვე­ბა.

„Foreign Affairs-ის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ას­ევე ახ­სე­ნებს ნი­კოლ პერ­ლრუთს, კი­ბერ-უს­აფ­რთხო­ებ­ის თე­მებ­ზე ამ­ერ­იკ­ული გა­მო­ცე­მის „ნიუ იოკრ თა­იმ­სის“ ჟურ­ნა­ლის­ტს, რო­მე­ლიც კი­ბერ­სივ­რცის ექ­სპერ­ტებს სულ ეკ­ითხე­ბა — თუ რო­დის მოხ­დე­ბა კი­ბერ-მე­თო­დე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კა­ტაკ­ლიზ­მუ­რი ბუ­მი. მას ყო­ველ­თვის ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ეს 18-24 თვე­ში მოხ­დე­ბა, მან კი თა­ვი­სი კვლე­ვა 100 თვე­ზე ბევ­რად დი­დი ხნის წინ და­იწყო. ცხა­დია, რომ მო­სახ­ლე­ობ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი კი­ბერ-თავ­დას­ხმე­ბის სფე­რო ხში­რად გამ­ხდა­რა არ­ას­წო­რი პროგ­ნო­ზე­ბი­სა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უკ­ვე ათ­წლე­ულ­ზე მე­ტია ვე­ლით, ჯერ კი­დევ არ ას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ის, რომ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სე­რი­ოზ­ული გავ­ლე­ნა მათ სა­მიზ­ნე­ებ­ზე, არ­ავ­ინ უარ­ყოფს, თუმ­ცა რო­გორც ის­ტო­რია გვაჩ­ვე­ნებს, კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­გოც წე­სი, მარ­თვა­დია. მი­ულ­ერი წერს, რომ დის­კუ­სი­ები კი­ბერ­საფ­რთხე­ებ­ის შე­სა­ხებ არ­აპ­რო­პორ­ცი­ულ­ად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ზე უარ­ეს შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვებ­ზე, ვერ ახ­დენს პრობ­ლე­მის სწორ კონ­ტექ­სტში წარ­მო­ჩე­ნას და უგ­ულ­ებ­ელ­ჰყოფს კი­ბერ-თავ­დას­ხმე­ბის პა­ტა­რა წილს ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის უდ­იდ­ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, ამ დის­კუ­სი­ებ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­ას­ათ­ან­ად­ოდ აფ­ას­ებს ბიზ­ნეს სექ­ტო­რის მი­ერ კი­ბერ-თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბას და მათ პო­ტენ­ცი­ალს.


რა
არ­ის კი­ბერ ომი და რე­ალ­ურ­ად არ­სე­ბობს თუ არა ამ ომ­ის
დაწყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?

კი­ბერ­სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი საფ­რთხე­ებ­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი დის­კურ­სის ფარ­გლებ­ში დი­დი დრო და მონ­დო­მე­ბა ეთ­მო­ბა კი­ბერ-თავ­დას­ხმე­ბის სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე სა­უბ­არს. „სამ­ხედ­რო­ებ­მა უნ­და იზ­რუ­ნონ მა­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის და მარ­თვის ოპ­ერ­ატი­ული სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე და მა­თი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის­გან დაც­ვა­ზე, თუმ­ცა ამ ტი­პის ყვე­ლა­ნა­ირი თავ­დას­ხმა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ან ტაქ­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა და არა სტრა­ტე­გი­ული”, — წე­რია სტა­ტი­აში.

რო­გორც მი­ულ­ერი წერს, პა­ნი­კით სავ­სე გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, ამ რე­ალ­ობ­ას თა­ვად აშშ-ს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბიც ხე­და­ვენ, რად­გა­ნაც 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კი­ბერ უს­აფ­რთხო­ებ­აში ქვეყ­ნის ბი­უჯ­ეტ­ის მხო­ლოდ 0.1% იხ­არ­ჯე­ბა.

მი­ულ­ერი აღ­ნიშ­ნავს, რომ ას­ევე შეზღუ­დუ­ლია კი­ბერ­თავ­დას­ხმის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჯა­შუ­შო­ბის, პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ და დი­ვერ­სი­ის მხრი­ვაც. მი­ულ­ერი წერს იმ­ას­აც, რომ, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჰა­კე­რე­ბი აშშ-ს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ სა­ჯა­შუ­შო ოპ­ერ­აცი­ას, და­ბა­ლი შან­სია გა­იგ­ონ ის, რაც უკ­ვე არ იცი­ან. ჟურ­ნა­ლის­ტს მა­გა­ლი­თად, 2010 წელს, „ვი­კი­ლიქ­სის“ მი­ერ ათ­ას­ობ­ით სა­იდ­უმ­ლო დო­კუ­მენ­ტი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვის ფაქ­ტი მოჰ­ყავს. „ვი­კი­ლიქ­სმა“ დო­კუ­მენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ალ­ებ­ებს გა­უზი­არა და მათ­ვე და­ავ­ალა იმ­ის გარ­ჩე­ვა, თუ რო­მე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი უნ­და გა­სა­ჯა­რო­ებ­ულ­იყო. რო­გორც „ნიუ იორკ თა­იმ­სის“ ერთ-ერ­თი რე­დაქ­ტო­რი, რო­მელ­საც ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა და­ევ­ალა, თა­ვად აცხა­დებს, იქ არ ყო­ფი­ლა არ­აფ­ერი ის­ეთი, რაც მათ უკ­ვე არ იც­ოდ­ნენ.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ სა­კუთ­რე­ბა­ზე სის­ტე­მუ­რი კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბაც დი­დი კითხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. რო­გორც ჩანს, გარ­და იმ­ისა, რომ ეს პრაქ­ტი­კა სხვა ფორ­მე­ბით უკ­ვე სა­უკ­უნე­ებია არ­სე­ბობს, სხვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური სა­კუთ­რე­ბის მო­პარ­ვის სის­ტე­მუ­რი მცდე­ლო­ბე­ბი, თა­ვად სა­ხელ­მწი­ფო­ებს შიგ­ნით, ორ­გა­ნუ­ლად შექ­მნი­ლი ინ­ოვ­აცი­ებ­ის ტემ­პს ან­ელ­ებს. რაც შე­ეხ­ება კი­ბერ-პრო­პა­გან­დას, ის, უბ­რა­ლოდ, ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ის რა­ოდ­ენ­ობ­ას ზრდის, რაც ომ­ის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი პრობ­ლე­მე­ბის სი­აში უკ­ვე დი­დი ხა­ნია შე­დის. იგ­ივე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ იმ გავ­რცე­ლე­ბულ შიშ­ზე, რომ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს, შე­საძ­ლოა, ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბიც მოჰ­ყვეს, მა­გა­ლი­თად: შეწყდეს ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის მი­წო­დე­ბა ქვეყ­ნის ან ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით. ელ­ექ­ტრო­ენ­ერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა არც თუ ისე იშ­ვი­ათი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ები, ძი­რი­თა­დად, ციყ­ვე­ბი ან ელ­ვაა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბი, რო­გორც წე­სი, ხან­მოკ­ლე და, რაც მთა­ვა­რია, მარ­ტი­ვად გა­მოს­წო­რე­ბა­დია. ამ­ას­თა­ნა­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს­დღე­ობ­ით ინ­ჟინ­რე­ბი სულ უფ­რო და უფ­რო მე­ტად გამ­ძლე სის­ტე­მებს აშ­ენ­ებ­ენ, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფ­რო და­ცუ­ლია ამ ტი­პის შე­ტე­ვე­ბის­გან.


კი­ბერ
ტე­რო­რიზ­მი

უკ­ვე წლე­ბია, მო­სახ­ლე­ობა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ები ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის მი­ერ შე­საძ­ლო კი­ბერ­შე­ტე­ვებ­ზე ღე­ლა­ვენ და ამ­ას მო­მავ­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ას­ახ­ელ­ებ­ენ. თუმ­ცა, დღემ­დე არ­ცერთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი­ბერ-თავ­დას­ხმა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ელ­ებია. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ის­ინი ამ­ას მო­ახ­ერ­ხე­ბენ ფი­ზი­კუ­რი ზი­ან­ის მი­სა­ყე­ნებ­ლად, სის­ხლის­ღვრის­თვი­სა და ყუ­რადღე­ბის მი­საქ­ცე­ვად მა­თი ძვე­ლი მე­თო­დე­ბი ბევ­რად უფ­რო იაფი და ეფ­ექ­ტუ­რია. უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი ეფ­ექ­ტუ­რად იყ­ენ­ებ­ენ ინ­ტერ­ნეტს კო­მუ­ნი­კა­ცი­ისა და ახ­ალი წევ­რე­ბის მო­სა­ზი­დად, თუმ­ცა ამ­ას კი­ბერ-ტე­რო­რიზ­მი ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ, რად­გან ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა კი­ბერ სივ­რცე­ში.

ას­ევე, შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვის კი­ბერ-შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. აქ­აც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ეს კი­ბერ-სივ­რცის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ექ­სკლუ­ზი­ური მოვ­ლე­ნა არ არ­ის და მას­თან ას­ოც­ირ­ებ­ული საფ­რთხე­ები, რო­გორც წე­სი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. კი­ბერ თავ­დას­ხმე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ფი­ნან­სურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ პრობ­ლე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა სა­უბ­არი კი­ბერ თავ­დას­ხმებ­ზე, რო­გორც ეგ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ საფ­რთხე­ზე, რე­ალ­ობ­ას ნაკ­ლე­ბად ეფ­უძ­ნე­ბა.