„მინ­და, ჩე­მი სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუცხა­დო ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის ოჯ­ახ­ებს, 3 ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო გარ­და­იც­ვა­ლა ამ ომ­ის დროს, ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთა, რა­თა ის­ინი სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნონ.

„ის­ინი იბ­რძოდ­ნენ, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ კი­დევ აფხა­ზე­თის ომ­ში, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, ას­ევე აგ­ვის­ტოს ომ­ში და, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთა იმ­ის­თვის, რომ მოხ­დეს მა­თი გად­მოს­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დაბ­რუ­ნე­ბა და, რა თქმა უნ­და, მათ ოჯ­ახ­ებს კი­დევ ერ­თხელ ვუცხა­დებ სამ­ძი­მარს“, — აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.