გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი, ა/ო „პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რო­მან კა­კუ­ლია

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­აგ­ენ­ტო „ალი­ონი 21“-ის გვერ­დზე და­იდო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ის­ტო­რი­კო­სის ნილ ფერ­გი­უს­ონ­ის ან­ალ­იზი, სა­დაც ის ეჭ­ვს გა­მოთ­ქვამს — ხომ არ არ­ის ამ­ერ­იკა უკ­რა­ინ­ის კონ­ფლიქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი? გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ში ის არ იგ­ულ­ის­ხმე­ბა, რომ უკ­რა­ინ­აში გარ­დაც­ვლილ ბავ­შვებს, ად­ამი­ან­ებს არ უთ­ან­აგ­რძნო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგ­ულ­ის­ხმე­ბა დაშ­ვე­ბა — ამ­ერ­იკ­ას, შე­საძ­ლოა, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ომი რუ­სე­თის რე­სურ­სე­ბის ბო­ლომ­დე ამ­ოს­აწ­ურ­ად აწყობს. მე ამ მო­საზ­რე­ბას მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით ვერ ვამ­ბობ, მაგ­რამ ნილ ფერ­გი­უს­ონი იზი­არ­ებს აღ­ნიშ­ნულ აზ­რს და თუ ამ აზ­რს აქ­ვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, მა­შინ და­საშ­ვე­ბია რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ორე ფრონ­ტის გახ­სნაც, რაც მის და­სუს­ტე­ბას კი­დევ უფ­რო შე­უწყობს ხელს.

გა­ვერ­კვეთ ახ­ლა ვი­სი ომია მთლი­ან­ობ­აში: გა­სა­გე­ბია, აქ არ­ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც ებ­რძვის უდ­ან­აშა­ულო ად­ამი­ან­ებს, რომ­ლე­ბიც იღ­უპ­ები­ან, თუმ­ცა თუ სი­ტუ­აცი­ას ზე­მო­დან დავ­ხე­დავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ბევ­რი ის­ეთი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ჩვენ არ ვი­ცით.

ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ამ სამ­ყა­რო­ში დღეს ერ­თმა­ნეთს სი­კე­თე და ბო­რო­ტე­ბა ებ­რძვის. ბო­რო­ტე­ბის ნა­წი­ლი გა­სა­გე­ბია, რუ­სე­თის მხა­რე, მაგ­რამ მე სხვა­ნა­ირ­ად ვხე­დავ. რუ­სე­ბი ვი­ცით ვინც არი­ან. და­სავ­ლე­თი კი ბო­ლო წლე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, ის და­სავ­ლე­თი აღ­არ გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მე მიყ­ვარ­და და ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო იყო. სამ­წუ­ხა­როდ, და­სავ­ლე­თი თვალ­თმაქ­ცო­ბის იმ­პე­რია გახ­და, რად­გან რუ­სე­ბი ებ­რძვი­ან, ამ­ით თავს ვერ მო­ვიტყუ­ებთ. დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, და­სავ­ლე­თი თვი­თო­ნაც და­ინ­ახ­ავს, რომ თვალ­თმაქ­ცო­ბის იმ­პე­რი­ად იქ­ცა. მე იმ სა­ოც­ნე­ბო და­სავ­ლე­თის­კენ მი­ვის­წრაფ­ვი და არა იმ­ის­კენ, რო­მე­ლიც დღეს არ­ის.

დღეს ჩვენ მი­ვი­ღეთ დარ­ვი­ნიზ­მი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­აში. დარ­ვი­ნიზ­მი ყვე­ლამ იც­ის — ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­მას უკ­ავ­შირ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ ახ­ლა რას­თან გვაქ­ვს საქ­მე? ერთ მხა­რეს ეს ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი არ არ­ის შე­ნიღ­ბუ­ლი და ავ­ლენს ამ­ას ბო­ლომ­დე, მე­ორე მხა­რეს, უბ­რა­ლოდ, უკ­ეთ­ეს­ად აქ­ვს შე­ნიღ­ბუ­ლი, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ის­იც ამ­ით ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ 30 წლი­ანი პე­რი­ოდი იყო, რო­ცა სა­შუ­ალო ად­ამი­ან­ის­ათ­ვის დე­მოკ­რა­ტი­აც არ­სე­ბობ­და, უზ­ენა­ეს­ობ­აც… და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად აიზ­ილა და­სავ­ლე­თის თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში და ას­ცდა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც დეკ­ლა­რირ­და, რომ ის დარ­ვი­ნიზ­მის თე­მა­ში ჩა­მო­ვი­და ბო­ლომ­დე და ის­იც ჩვე­ულ­ებ­რი­ვად ტე­რი­ტო­რი­ის გა­ფარ­თო­ებ­ის­ათ­ვის იბ­რძვის.

მე ეს ამ­ბა­ვი რო­გორ არ ავ­უხ­სნა იმ ად­ამი­ან­ებს, რო­მელ­თაც ეს მარ­თლა აინ­ტე­რე­სებთ? რუ­სე­თის­კენ გა­ვი­გეთ — რაც ხდე­ბა, მაგ­რამ ის, რომ იქ­ით უკ­იდ­ეგ­ანო სი­კე­თეა — ეგ­რე არ არ­ის. უნ­და და­ვი­ნა­ხოთ ეს, თუ სი­მარ­თლის და­ნახ­ვა გვინ­და.

ვი­ღა­ცებს, ვი­საც გვინ­და, რომ სა­კითხებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ და პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა გვქონ­დეს, ხომ გვე­ვა­ლე­ბა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს შევ­ხე­დოთ. ბო­ლო-ბო­ლო, ეს ჩე­მი აზ­რია და მო­მე­ცით უფ­ლე­ბა — მქონ­დეს ეს ჩე­მი აზ­რი, შენ­სა­ვით ვი­ღა­ცის­გან აღ­ებ­ული ფუ­ლის გა­მო არ ვამ­ბობ ამ­ას.

ვი­საც უნ­და და­მი­ჯე­რებს, ვი­საც უნ­და — არა. ეს ჩე­მი აზ­რია, რომ ახ­ლა სიფ­რთხი­ლე ჯო­ბია, რად­გან ამ ორ გა­უგ­ებ­არ, დარ­ვი­ნის­ტუ­ლი გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ის პრო­ცეს­ში არ შე­ვერ­ჭოთ იქ, სა­დაც სხვის ომ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი გა­მო­ვალთ!

რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ზე ღირ­სე­ული იქ­ნე­ბა, თუ ჩვენს ომ­ში გმი­რუ­ლად ვიბ­რძო­ლებთ — ამ­აზე ღირ­სე­ული ცხოვ­რე­ბა რა უნ­და იყ­ოს, ახ­ლა, რო­დე­საც ად­ამი­ანი იღ­ებს იარ­აღს და შე­ნი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად მი­დი­ხარ. მაგ­რამ ეს სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბაა.

ახ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომია დაწყე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, საქ­მე იმ­აშია, რომ მსოფ­ლიო ომი იარ­აღ­ით ომს გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა 20 სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ შექ­მნა ახ­ალი იარ­აღი — სან­ქცი­ები. ეს და­მა­ტე­ბი­თი იარ­აღი არ­სე­ბობს, ამ­ან მოგ­ვცა ჩვენ ეს პა­უზა, თო­რემ იმ სი­ტუ­აცი­აში ტან­კის შემ­დეგ მომ­დევ­ნო იარ­აღი იქ­ნე­ბო­და ატ­ომ­ური ბომ­ბი.