22 მარ­ტს ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს საზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­აგ­ენ­ტო­სა და გერ­მა­ნუ­ლი გემ­თმფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს მო­ეწ­ერა ხე­ლი. ხელ­მომ­წე­რი მხა­რე­ები შე­თან­ხმდნენ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე მეზღვა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბის, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ი 1000-ზე მეტ ქარ­თველ მეზღვა­ურს ას­აქ­მებს. კომ­პა­ნი­ის ტოპ-მე­ნეჯ­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ამ რიცხვის მი­ნი­მუმ 10%-ით ზრდას გეგ­მა­ვენ. აღ­სა­ნიშ­ნია, კომ­პა­ნი­ის გა­აქ­ტი­ურ­ება საკ­რუ­ინ­გო ბიზ­ნეს­ში ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

საზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­აგ­ენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა შედ­გა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რატ­თან, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და ქარ­თვე­ლი მეზღვა­ურ­ებ­ის ქვო­ტის ზრდა­ზე შე­თან­ხმდე­ნენ. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მი­ზანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მე­მო­რან­დუ­მი.

„დღე­ვა­ნელ დღეს ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა „კო­ლუმ­ბია შიპ­მე­ნეჯ­მენ­ტის“ დი­რექ­ტო­რატ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ის­ინი 10%-ით გაზ­რდი­ან თა­ვი­ანთ გე­მებ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მა­ნია წარ­მო­ად­გენს გერ­მა­ნულ-კვიპ­რო­სულ კომ­პა­ნი­ას და გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სცი­ალ­ური პი­რო­ბე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, ღირ­სე­ულ­ად ას­აქ­მე­ბენ ჩვენს მეზღვა­ურ­ებს“, — გა­ნაცხა­და თა­მარ იოს­ელი­ან­მა.


გაღ­რმავ­დე­ბა
თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო საზღვაო აკ­ად­ემი­ასა
და გემ­თმფლო­ბელს შო­რის

თა­მარ იოს­ელი­ან­ის თქმით, გაღ­რმავ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო საზღვაო აკ­ად­ემი­ასა და გემ­თმფლო­ბელს შო­რი­საც, რაც პირ­ველ რიგ­ში, სტუ­დენ­ტე­ბის, კა­დე­ტე­ბის საზღვაო პრაქ­ტი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე აის­ახ­ება. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკ­ვე შეხ­ვდნენ აკ­ად­ემი­ის რექ­ტორს, მურ­თაზ დე­ვა­ძეს და სტუ­დენ­ტებ­საც გა­ესა­უბ­რნენ.

„დღეს­ვე მი­იღო და­ვა­ლე­ბა საზღვაო აკ­ად­ემი­ამ, რა­თა გა­აღ­რმა­ვოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა „კო­ლუმ­ბია შიპ­მე­ნეჯ­მენ­ტთან“, ხო­ლო კომ­პა­ნი­ის­გან მი­ვი­ღეთ და­პი­რე­ბა და უკ­ვე შე­ირ­ჩა 40 სტუ­დენ­ტი იმ­ის­ათ­ვის, რომ მათ გა­ატ­არ­ონ წვრთნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნა­ოს­ნო­ბა­ში. ეს არ­ის ის მი­ნი­მა­ლუ­რი ციფ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­ურ­ად გა­იზ­რდე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა საზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­აგ­ენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

„კო­ლუმ­ბია შიფ­მე­ნეჯ­მენ­ტის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ან­დრეს ჰა­ჯი­პეტ­რო­ვი და სა­ოპ­ერ­აციო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და საზღვაო დი­რექ­ტო­რი, კა­პი­ტა­ნი ლე­ონ­იდ ზა­ლენ­სკი ქარ­თველ მეზღვა­ურ­ებს შეხ­ვდნენ და კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნეს კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­სა და მარ­თვა­ში არ­სე­ბულ გე­მებ­ზე ქარ­თვე­ლი მეზღვა­ურ­ებ­ის და­საქ­მე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და ქარ­თვე­ლი მეზღვა­ურ­ებ­ის პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მსა და კომ­პე­ტენ­ცი­აზე. გემ­თმფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იყო და რჩე­ბა სან­დო და პრო­ფე­სი­ონ­ალი კად­რე­ბის მი­წო­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როდ.

„კო­ლუმ­ბია შიფ­მე­ნეჯ­მენ­ტი“ მსოფ­ლი­ოში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნიაა, რო­მელ­საც დღე­ის მდგო­მა­რე­ობ­ით მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 14 საკ­რუ­ინ­გო კომ­პა­ნია აქ­ვს, ახ­ორ­ცი­ელ­ებს 380-მდე გე­მის მე­ნეჯ­მენ­ტს, ჰყავს 20 საკ­რუ­იზო გე­მი და იახ­ტა და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 15000 ად­ამი­ანი. 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁 1999 წლი­დან დღემ­დე ქარ­თვე­ლი მეზღვა­ურ­ებ­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლია.