პარ­ტი­ამსა­ქარ­თვე­ლოს­თვისპარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ონ­ული პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე წა­რად­გი­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­იცი­ატ­ივა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ობ­აზე. პარ­ტიასა­ქარ­თვე­ლოს­თვისინ­იცი­ატ­ივა ით­ვა­ლის­წი­ნებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ბი­უჯ­ეტ­ირ­ებ­ის პრო­ცეს­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობ­ის ჩარ­თვი­სა და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ობ­ას. ინ­იცი­ატ­ივ­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბო­და ბი­უჯ­ეტ­ის არ­ან­აკ­ლებ 3%-ისა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან წი­ნას­წა­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად და­ეგ­ეგ­მა და და­ეხ­არ­ჯა. მი­უხ­ედ­ავ­ად არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის და პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბი­სა, ამ ცვლი­ლე­ბას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი არ და­უჭ­ირა და ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­და.
პარ­ტი­ის — „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” — ინ­იცი­ატ­ივ­ას სა­ქარ­თვე­ლოს თვით­მმარ­თველ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ას­ოცი­აცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით მე­ლუა ეხ­მა­ურ­ება:

„მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის ხელ­შეწყო­ბა, მათ შო­რის, ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის გან­საზღვრა­ში კარ­გი საქ­მეა. თუმ­ცა, ეს კარ­გი საქ­მე ამ ინ­იცი­ატ­ივ­ით ვერ გა­კეთ­დე­ბა შე­დე­გი 3 მი­ზე­ზის გა­მო:

ა) ეს ინ­იცი­ატ­ივა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან. კერ­ძოდ, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უჯ­ეტ­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, დამ­ტკი­ცე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა არ­ის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა (სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი” მუხ­ლი 16, პა­რაგ­რა­ფი 2). ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტია, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­მარ­თლე­რი­ვი აქ­ტია, ამ­ბობს — ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ები სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ან­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ და­მო­უკ­იდ­ებ­ლად და მო­სახ­ლე­ობ­ის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად (მუხ­ლი 3 პა­რაგ­რა­ფი 1). შე­სა­ბა­მი­სად, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უშ­ვე­ბე­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­ლა­მენ­ტის მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით თვით­მმარ­თვე­ლო­ბას და­უწ­ეს­დეს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შემ­ზღუ­და­ვი რე­ჟი­მი. ას­ეთი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა თა­ვი­სი არ­სით იქ­ნე­ბო­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის სა­გა­ნი.
ბ) სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მხო­ლოდ სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უჯ­ეტო სფე­რო­თი შე­მო­ფარ­გვლა არ არ­ის კარ­გი იურ­იდი­ული პრაქ­ტი­კა. მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ემ­არ­თე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მან­დატს მთლი­ან­ად და მი­სი ფრაგ­მენ­ტა­ცია ავ­იწ­რო­ებს მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას — გა­დაწყვი­ტოს ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე­ები სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ებ­ისა და მათ­და­მი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეშ­ვე­ობ­ით. იმ­ავ­დრო­ულ­ად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი არ­ის ე.წ. ჩარ­ჩო კა­ნო­ნი და თუ პრო­ექ­ტის ინ­იცი­ატ­ორ­ებს სურთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მოთხოვ­ნა ეხ­ებ­ოდ­ეს მხო­ლოდ ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის შედ­გე­ნის წესს (არ­ან­აკ­ლებ 3 პრო­ცენ­ტის პრი­ორ­იტ­ებ­ებ­ის გან­საზღვრას მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით), მა­შინ, მათ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უნ­და მო­ეთხო­ვათ არა სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი”, არ­ამ­ედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბი­უჯ­ეტო კო­დექ­სი” (კა­რი IV).
გ) სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სი” არ­ის სპე­ცი­ალ­ური მუხ­ლი — 85, რო­მე­ლიც არ­ეგ­ულ­ირ­ებს მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­სტი­ტუ­ცი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის სა­კითხებს. ამ მუხ­ლში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და­სახ­ლე­ბის სა­ერ­თო კრე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­სახ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ობ­ის მო­საზ­რე­ბის მი­წო­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის (მათ შო­რის, ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვით პრი­ორ­იტ­ეტ­ებ­ზე). და­სახ­ლე­ბის სა­ერ­თო კრე­ბის რე­კო­მენ­და­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლოა გან­ხილ­ვის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­იცი­ატ­ივა, თა­ვი­სი არ­სით, 85-ე მუხ­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ტავ­ტო­ლო­გიაა. უფ­რო სა­შუ­რი იქ­ნე­ბო­და, ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინ­იცი­ატ­ივ­ის ავ­ტო­რებს შე­მო­ეთ­ავ­აზ­ებ­ინ­ათ და­სახ­ლე­ბის სა­ერ­თო კრე­ბის ან­ალ­ოგია ურ­ბა­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბის­თვის (დღეს და­სახ­ლე­ბის სა­ერ­თო კრე­ბა, ძი­რი­თა­დად, თემ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მუ­შა­ობს) და ამ მხრივ გა­ეძ­ლი­ერ­ებ­ინ­ათ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბით.

ზო­გა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო ბი­უჯ­ეტ­ირ­ება სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე 5 წე­ლია, რაც გვაქ­ვს და ბევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მის მოქ­მე­დე­ბას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა მო­ნა­წი­ლე­ობ­ით მე­ქა­ნიზ­მს, უწ­ინ­არ­ეს­ად, სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია, თო­რემ სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი ად­გილ­ზეა”, — აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს თვით­მმარ­თველ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ას­ოცი­აცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით მე­ლუა.