„ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხარ­და­ჭე­რის და სო­ლი­და­რო­ბის კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ხატ­ვას ჩვე­ნი უკ­რა­ინ­ელი მე­გობ­რე­ბის მი­მართ. ის­ინი მად­ლი­ერი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ით, რაც არ­ის გაჟღე­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან“, — ამ­ის შე­სა­ხებ ვი­ცე-პრე­მი­ერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა, მი­უნ­ხენ­ში, უკ­რა­ინ­ელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და.

ვი­ცე-პრე­მი­ერ­ის თქმით, ის ფაქ­ტი, რომ მთლი­ან­ად მი­უნ­ხე­ნის უს­აფ­რთხო­ებ­ის კონ­ფე­რენ­ცია უკ­რა­ინ­ის თე­მა­ტი­კის ირ­გვლივ იყო გა­ერ­თი­ან­ებ­ული, არ­ავ­ის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა, ყვე­ლა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ორი, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რი, ნა­ტო, მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში.

„მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სი­ტუ­აცია უკ­იდ­ურ­ეს­ად და­ძა­ბუ­ლია, მა­ინც არ­სე­ბობს სა­შუ­ალ­ება, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ური გზით მოხ­დეს სი­ტუ­აცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია და თა­ვი­დან იყ­ოს აც­ილ­ებ­ული მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­ვი­თა­რე­ბა, ანუ ომი და ინ­ტერ­ვენ­ცია. რა თქმა უნ­და, პირ­ველ რიგ­ში, ამ­ას ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გი უკ­რა­ინ­ის­თვის, მაგ­რამ მთლი­ან­ად — ევ­რო­პუ­ლი რე­გი­ონ­ის­თვის, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­თვის და სცე­ნა­რის ასე გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ერ­თოდ, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის უს­ერი­ოზ­ულ­ესი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა. ყვე­ლა ერ­თხმად აფ­იქ­სი­რებს, რომ მი­უღ­ებ­ელია დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ოში სა­უბ­არი გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე და იმ­აზე, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას აქ­ვს უპ­ირ­ატ­ესი უფ­ლე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი უს­აფ­რთხო­ება უზ­რუნ­ველ­ყოს სხვა ქვეყ­ნე­ბის უს­აფ­რთხო­ებ­ის ხარ­ჯზე. ამ­აში ყვე­ლა თან­ხმდე­ბა და, ამ თვალ­საზ­რი­სით, ვფიქ­რობ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ იყო გაჟღე­რე­ბუ­ლი.

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კაც იყო ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გაჟღე­რე­ბუ­ლი, მი­ან­იშ­ნებს იმ­აზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არ­ის და­ვიწყე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო არ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის დღის წეს­რიგ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­აც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მოწყვლა­დია. ოკ­უპ­აცია ჯერ კი­დევ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია და ამ­იტ­ომ ყვე­ლა­ფერს აქ­ვს შე­სა­ბა­მი­სი გავ­ლე­ნე­ბი. ამ­იტ­ომ, აუც­ილ­ებ­ელია, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იყ­ოს დაყ­ვა­ნი­ლი გა­რე საფ­რთხე­ები და სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში იყო სა­უბ­არი იგ­ივე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამ­შვი­დო­ბო ინ­იცი­ატ­ივ­აზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­იცი­ატ­ივაა და ყვე­ლა ერ­თხმად უჭ­ერს მხარს ამ მცდე­ლო­ბებს“, — აღ­ნიშ­ნა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.