„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წელს ძა­ლი­ან რთუ­ლი წე­ლია მთელ მსოფ­ლი­ოში, არა ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა არ­სე­ბობს, მათ შო­რის, ჯერ იყო პან­დე­მია, მე­რე ეს ომი, და­მან­გრე­ვე­ლი ომი და ბუ­ნებ­რი­ვია, ყველ­გან გაუარესდა მდგო­მა­რე­ობა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ინ­ფლა­ცია, ფა­სე­ბის ზრდა და ა.შ. იმ­ის­ათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, უნ­და და­ვეხ­მა­როთ ჩვენს

მო­სახ­ლე­ობ­ას, მო­ქა­ლა­ქე­ებს, ფერ­მე­რებს, ამ­იტ­ომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მე­სა­კუთ­რე­თა ხელ­შეწყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა და­ვიწყოთ”,- ამ­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნაცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ოც­ანაა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შაოების დრო­ული გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ხელ­შეწყო­ბა.

„პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ოც­ანაა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შაოების დრო­ული გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის ხელ­შეწყო­ბა, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წა­ზე სუბ­სი­დი­ის მო­ცუ­ლო­ბა გა­ნი­საზღვრე­ბა 1 ჰა-ზე 300 ლა­რით, სუბ­სი­დი­ას მი­იღ­ებ­ენ 0.25 ჰექ­ტრი­დან 1.25 ჰა-ს ჩათ­ვლით მი­წის მე­სა­კუთ­რე­ები, თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ები და ბე­ნე­ფი­ცი­არს შე­ეძ­ლე­ბა, რომ მი­იღ­ოს ეს სუბ­სი­დია. მათ და­ერ­იცხე­ბათ სპე­ცი­ალ­ურ აგ­რო ბა­რათ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა, სუბ­სი­დია, ქუ­ლე­ბის სა­ხით და შე­ეძ­ლე­ბათ გა­მო­იყ­ენ­ონ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ან­ობ­ის­თვის სა­ჭი­რო სა­ქონ­ლის შე­სას­ყი­დად. ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა, ეს შე­ეხ­ება და­ახ­ლო­ებ­ით 300 000-მდე ფერ­მერს, პრო­ექ­ტის ბი­უჯ­ეტი 35 მლნ ლარს შე­ად­გენს და ვფიქ­რობთ, ეს და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს წარ­მო­ებ­ული პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე. ამ­ას გარ­და, იც­ით, რომ არა მხო­ლოდ მცი­რე მი­წის მქო­ნე, არ­ამ­ედ მსხვილ ფერ­მე­რებ­საც ვეხ­მა­რე­ბით, ჩვენ მათ ვუ­ფი­ნან­სებთ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის აღ­ებ­ული სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს 9%-ის ოდ­ენ­ობ­ით ას­ევე, ერ­თწლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნის ხელ­შეწყო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 22 მარ­ტი­დან დღემ­დე 20 მლნ ლა­რის სეს­ხე­ბი არ­ის გა­ცე­მუ­ლი. ასე რომ, ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი ფერ­მე­რე­ბის დახ­მა­რე­ბას“, — აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.