„რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში და ხელმოწერა დეკლარაციაზე სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ მიუთითებს რეალობას სამხრეთ კავკასიაში და აზერბაიჯანული სახელმწიფოს წარმატებაზე მისი პრობლემების გადაწყვეტაში. სამხრეთ კავკასიის დღეს ყველაზე მძლავრი და შემდგარი სახელმწიფო, რომელიც თანმიმდევრულად ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერების პოლიტიკას, გონიერ სამეზობლო პოლიტიკასა და ა.შ., თავის მიზანს აღწევს. აზერბაიჯანელებმა შესანიშნავად გაიაზრეს გეოპოლიტიკური რეალობა და უშეცდომოდ იმოქმედეს… თვით თურქეთთანაც კი ახლო, მაგრამ დისტანცირებული ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება რუსეთს, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, რომელიც აზერბაიჯანს 90-იანებში შეექმნა რუსების გამო, არცერთი სიტყვა რუსოფობიული და, მით უფრო, უცხო ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედება საკუთარი სახელმწიფოს საზიანოდ, — აზერბაიჯანელებს არასდროს დაუშვიათ! საღ პოლიტიკას მოაქვს შედეგი! აზებაიჯანი დღეს ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც წარმატების გზაზე შემდგარი სახელმწიფოა და რადიკალურად განსხვავდება სამხრეთკავკასიული ორი სახელმწიფოსაგან, რომელთა პოლიტიკური ელიტები სხვა ქვეყნის სამსახურში იდგნენ და დგანან და შედეგიც შესაბამისი აქვთ. რაზე ისაუბრეს ალიევმა და პუტინმა 6 სთ-ის განმავლობაში?! ალბათ, აქედან აზერბაიჯანი კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებს… მას ბოლომდე აქვს მისაყვანი საკუთარი პრობლემების მოგვარება… ესეც არ არის შორს და ესეც ერთი მაგალითია იმისა, თუ პოლიტიკა როგორ უნდა კეთდებოდეს!“, — ასე აფასებს დღევანდელი რუსული აგრესიის კონტექსტის გათვალისწინებით 23 თებერვალს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების თემაზე გამართულ შეხვედრას პოლიტოლოგი, პროფესორი დემურ გიორხელიძე.
დემურ გიორხელიძე: არცერთი სიტყვა რუსოფობიული და, მით უფრო, უცხო ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედება საკუთარი სახელმწიფოს საზიანოდ – აზერბაიჯანელებს არასდროს დაუშვიათ!
