ად­ამი­ანი და კა­ცობ­რი­ობა, რო­გორც ჩანს, ფა­რა­ონ­ებ­ისა და კე­ის­რის დრო­იდ­ან დღემ­დე არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლააქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­სუ­ლი ყვე­ლა­ზე უტყუ­არი სა­შუ­ალ­ებაა მო­მავ­ლის შე­საც­ნო­ბად“, — ამ­ბობს თსუის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე და რუ­სეთუკ­რა­ინ­ის ომ­ის შეწყვე­ტის შე­საძ­ლო სცე­ნა­რებს მი­მო­იხ­ილ­ავს. მი­სი აზ­რით, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერჯე­რო­ბით, პრობ­ლე­მა ომ­ის ველ­ზე წყდე­ბა, რად­გან სხვა რე­სურ­სი დღემ­დე ვერ გა­მო­ინ­ახა:

„ბუ­ნებ­რი­ვია გვა­ინ­ტე­რე­სებს — რით დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი… აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის მოთხოვ­ნე­ბი ვი­ცით: უკ­რა­ინ­ამ უნ­და ცნოს ყი­რი­მი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში; აღი­არ­ოს ლუ­გან­სკის და დო­ნეც­კის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა, უარი თქვას ნა­ტო­ზე და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი გა­მო­აცხა­დოს. ეს რუ­სე­თის პროგ­რა­მა-მი­ნი­მუ­მია და იმ­იტ­ომ ვი­მე­ორ­ებ, რომ იგი ჩვენც წა­მოგ­ვი­ყე­ნებს ამ მოთხოვ­ნებს. ჯერ არ სცა­ლია! რო­გორც ის­ტო­რი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა ვცა­დო, წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­ვი­ხი­ლო.

რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი — ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლია უკ­რა­ინ­ის გა­მარ­ჯვე­ბა, რაც დღეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბად აღ­იქ­მე­ბა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ უკ­რა­ინ­ელ­თა მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, და­სავ­ლე­თის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რას იარ­აღ­ით, მო­ხა­ლი­სე­ებ­ით დახ­მა­რე­ბას, სხვა სა­ხის სო­ლი­და­რო­ბებს, ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში (რამ­დე­ნი­მე თვე, წე­ლი­წა­დი). ამ დრო­ის მან­ძილ­ზე, თუ უკ­რა­ინ­ელ­ებ­მა გა­უძ­ლეს, ამ­ას­ობ­აში ამ­უშ­ავ­დე­ბა სან­ქცი­ები და რუ­სე­თის უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ის რე­სურ­სი და­სუს­ტდე­ბა, გა­მო­იფ­იტ­ება. მე­ორე სცე­ნა­რი — არ­ას­ას­ურ­ვე­ლია, მაგ­რამ წარ­მო­სად­გე­ნია: ის­ტო­რია გვკარ­ნა­ხობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გავ­თვა­ლოთ, ვინც იც­ნობს რუ­სე­თის ში­და სამ­ზა­რე­ულ­ოს, რუ­სი კა­ცის ფსი­ქო­ლო­გი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თფე­რო­ვან მუდ­მი­ვო­ბას, რო­მელ­საც ივ­ან მრის­ხა­ნი­დან დღემ­დე არ­აფ­ერი შე­უც­ვლია. რუ­სე­თი არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში არ დათ­მობს, იბ­რძო­ლებს ბო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბამ­დე, არ და­ერ­იდ­ება მსხვერ­პლს, რა­საც არ­ას­ოდ­ეს და­რი­დე­ბია. ეს იმ ფონ­ზე მოხ­დე­ბა, რო­ცა და­სავ­ლე­თის უკ­რა­ინ­ის­ად­მი დახ­მა­რე­ბა — საზღვრუ­ლია, შეზღუ­დუ­ლია, ის ერ­იდ­ება ომ­ის გაღ­რმა­ვე­ბას. ნა­ტო „არ არ­ის მზად“ უკ­რა­ინ­ის ცის და­სა­ხუ­რად, ის არ იძ­ლე­ვა შე­ტე­ვი­თი ომ­ის ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ა.შ. ერ­თი სიტყვით, და­სავ­ლე­თი, არ­ას­ოდ­ეს და ახ­ლაც, არ არ­ის მზად, რუ­სეთ­თან დიდ­მას­შტა­ბი­ანი ომ­ის­ათ­ვის და არც გა­ემ­ტყუ­ნე­ბა: ცი­ვი­ლი­ზა­ცია არ უნ­და დად­გეს ბირ­თვუ­ლი წა­მოწყე­ბე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფით დამ­თავ­რდეს. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, რა­საც ვერ იტყვი რუ­სეთ­ზე. ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აღ­წევს და ახ­ორ­ცი­ელ­ებს უკ­რა­ინ­აში — ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლით დაწყე­ბუ­ლი და იქ მა­რი­ონ­ეტ­ებ­ის დას­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს მე­ორე — „შა­ვი“ სცე­ნა­რია. მე­სა­მე სცე­ნა­რი — კომ­პრო­მი­სია, რო­მე­ლიც დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა „შა­ვი“ სცე­ნა­რი­სა­გან. ორ­ივე მხა­რე თან­ხმდე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მიღ­წე­ვებს და და­ნა­კარ­გებს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც — უკ­რა­ინა თან­ხმდე­ბა ნე­იტ­რა­ლი­ტეტს და და­სავ­ლე­თი, რო­მე­ლიც უკ­ვე შო­კი­რე­ბუ­ლია — და­თან­ხმდე­ბა, შე­ურ­იგ­დე­ბა ამ­ას. სწო­რედ ამ­იტ­ომ, და­სავ­ლეთ­მა კარ­გად უნ­და გა­აც­ნო­ბი­ერ­ოს, რომ მის წი­ნა­შე ერ­თა­დერ­თი გზაა — პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი, რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბა, ისე, რომ აღ­არ იყ­ოს დერ­ჟა­ვა, ვე­ღარ მო­ახ­ვი­ოს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს თა­ვი­სი თა­მა­შის წე­სე­ბი…“ — ამ­ბობს დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე.

ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ება და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობა არ­ის უკ­იდ­ურ­ეს­ად დაბ­ნე­ული, დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. რო­დემ­დე?

ამ რთულ სი­ტუ­აცი­აში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ის­ტო­რი­კო­სი ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს, რად­გან ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ება და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობა არ­ის უკ­იდ­ურ­ეს­ად დაბ­ნე­ული, დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. „ბევ­რი ამ­ბობს, რომ ამ მდგო­მა­რე­ობ­ამ­დე ახ­ლა მი­ვე­დით — ეს მცდა­რი აზ­რია. უკ­ან­ას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ასე ვი­ყა­ვით, უბ­რა­ლოდ, ად­რე ვმოძ­რა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, ვებ­რძო­დით სხვებ­საც და ერ­თმა­ნეთ­საც. ახ­ლა, ამ წუთ­ში, ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად — გავ­ჩერ­დით. სა­ზო­გა­დო­ება, რო­გორც კო­ლექ­ტი­ური ფე­ნო­მე­ნი — თით­ქმის არ არ­სე­ბობს. დღეს არ­სე­ბობს კო­ლექ­ტი­ური და­სავ­ლე­თი, კო­ლექ­ტი­ური პო­ლო­ნე­ლი, კო­ლექ­ტი­ური უკ­რა­ინ­ელი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს — კო­ლექ­ტი­ური ქარ­თვე­ლი. არ არ­სე­ბობს სა­ერ­თო კრი­ტე­რი­უმ­ები, პო­ზი­ცი­ები. მო­სახ­ლე­ობ­ის უმ­რავ­ლე­სო­ბა ში­ში­თაა შეპყრო­ბი­ლი და ერ­თი საზ­რუ­ნა­ვი­ღა აწ­უხ­ებს — არ­სე­ბო­ბა, ცოცხლად გა­დარ­ჩე­ნა. ის და­იღ­ალა ამ­დე­ნი და­ნა­კარ­გე­ბით და რე­ალ­ური სი­მარ­ტო­ვით (რა თქმა უნ­და, არ ვგუ­ლის­ხმობთ სა­ზო­გა­დო­ებ­ის მოძ­რავ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დე­ნენ ან პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთს და ჟურ­ნა­ლის­ტებს ება­ას­ები­ან და მო­სახ­ლე­ობ­ას­თან არ­ავ­ით­არი კონ­ტაქ­ტი არ აქ­ვთ). ამ­იტ­ომ უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ნახ­მაა — ჩუ­მად ვი­ყოთ, უპ­ოზ­იცი­ოდ, უაზ­როდ და ნე­ლა-ნე­ლა მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ იმ ად­გილს, სივ­რცეს, დროს და მდგო­მა­რე­ობ­ას, რომ­ლი­და­ნაც 30 წლის წინ და­ვიწყეთ. ეს უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­წყო­ბაა და მან უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი კითხვას — რო­დემ­დე?“, — ას­ეთია დი­მიტ­რი შვე­ლი­ძის პო­ზი­ცია.

მო­ამ­ზა­და შურ­თხია ბე­როშ­ვილ­მა