აშშ-ს პრეზიდენი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოცხადებას სანქციებით პასუხობს.
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აშშ-ის წარმომადგენლების მიერ ახალი ინვესტიციების ჩადებას და ვაჭრობას კრძალავს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ეს სანქციები წარმოადგენს აშშ-ს დამოუკიდებელ ინიციატივას და არ არის კავშირში იმ მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებთან, რომლებსაც აშშ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ დაარღვევს.
ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.