იტალია, დანია, შვედეთი და ესპანეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

და­ნია 15 რუს დიპ­ლო­მატს აძ­ევ­ებს — იტყო­ბი­ნე­ბა Reuters-ი და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ იეპე კო­ფოდ­ზე დაყ­რდნო­ბით. მი­სი თქმით, ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ინ­ის ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ანი მო­სახ­ლე­ობ­ის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის შემ­დეგ მი­იღ­ეს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფ­იცი­ალ­ურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნაცხა­და, რომ მოს­კო­ვი სა­პა­სუ­ხო ზო­მებს მი­იღ­ებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­აში და­ნი­ის სა­გა­რეო მი­სი­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ.

იტ­ალი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ას­ევე გა­მო­აცხა­და სა­ელ­ჩო­ში მო­მუ­შა­ვე 30 რუ­სი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის თა­ობ­აზე. იტ­ალი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლუ­იჯი დი მაიომ გა­ნაცხა­და, რომ ეს ღო­ნის­ძი­ება აუც­ილ­ებ­ელი იყო ერ­ოვ­ნუ­ლი უს­აფ­რთხო­ებ­ის მი­ზე­ზე­ბის გა­მო.

შვე­დეთ­მა სა­მი რუ­სი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აცხა­და.

ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ხო­სე მა­ნუ­ელ ალ­ბა­რეს­მა გა­ნაცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­იღო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა და­ახ­ლო­ებ­ით 25 რუ­სი დიპ­ლო­მა­ტის გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც „საფ­რთხეს უქ­მნი­ან ქვეყ­ნის უს­აფ­რთხო­ებ­ის ინ­ტე­რე­სებს“.

ერ­თი დღით ად­რე გერ­მა­ნი­ამ ბერ­ლინ­ში რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ური მი­სი­ის 40 თა­ნამ­შრო­მე­ლი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­აცხა­და. საფ­რან­გეთ­მა ას­ევე გა­დაწყვი­ტა რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ური მი­სი­ებ­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 30-მდე ად­ამი­ან­მა უნ­და და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. პა­რი­ზი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­ბის საქ­მი­ან­ობა ეწ­ინა­აღ­მდე­გე­ბა საფ­რან­გე­თის უს­აფ­რთხო­ებ­ის ინ­ტე­რე­სებს.

მა­ნამ­დე ლი­ეტ­უვ­ამ გა­დაწყვი­ტა რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს მოს­კოვ­ში ლი­ეტ­უვ­ის ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვას, ას­ევე რუ­სე­თის ელ­ჩის ლი­ეტ­უვ­ის და­ტო­ვე­ბის ბრძა­ნე­ბას. ლი­ეტ­უვ­ის შემ­დეგ მსგავ­სი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ლატ­ვი­ამ გა­მო­აცხა­და.

რუ­სე­თი ყვე­ლას სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­და.

3 აპ­რილს დი­ლით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და უკ­რა­ინ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნაცხა­დეს ათ­ობ­ით და­ღუ­პუ­ლი ად­ამი­ან­ის შე­სა­ხებ ქა­ლაქ ბუ­ჩას ქუ­ჩებ­ში, კი­ევ­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ინ­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი კუ­ლე­ბამ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს ბუ­ჩა­ში მი­სი­ის გაგ­ზავ­ნის­კენ მო­უწ­ოდა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კი­ევ­ის მახ­ლობ­ლად ბუ­ჩა­ში და­ღუ­პუ­ლი მშვი­დო­ბი­ანი მო­სახ­ლე­ობ­ის ფო­ტო­ებ­სა და ვი­დეოებს უწ­ოდა „კი­ევ­ის რე­ჟი­მის მი­ერ და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის­თვის დად­გმუ­ლი მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია“.

ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნაცხა­და, რომ „გმობს სი­სას­ტი­კე­ებს, რომ­ლე­ბიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­იდ­ინ­ეს რუ­სე­თის შეიარაღებულმა ძა­ლებ­მა უკ­რა­ინ­ის რიგ ქა­ლაქ­ში“. ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლაიენმა გა­მო­აცხა­და ერ­თობ­ლი­ვი სა­გა­მო­ძი­ებო ჯგუ­ფე­ბის გაგ­ზავ­ნა უკ­რა­ინ­აში ომ­ის და­ნა­შა­ულ­ებ­ის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბის­თვის.

წყა­რო — https://www.currenttime.tv/a/daniya-vydvoryayet-15-rossiyskikh-diplomatov/31786594.html