Select Page

ერთი რამ, რაც რუსეთს არ ესმის – ესაა სიტყვა – „იყო“. ტვიტერში ვრცელდება უკრაინის სამთავრობო ვიდეორგოლი – ,,იყო, მაგრამ კვლავ იქნება“ – ამ პათოსით

„იყო“ — მარ­ტი­ვი ზმნაა, მხო­ლოდ სა­უბ­რის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე ვი­ყე­ნებთ. თუმ­ცა, ჩვენ­თვის საქ­მე ასე მარ­ტი­ვად არ არ­ის, რად­გან ახ­ლა ჩვე­ულ­ებ­რი­ვი უკ­რა­ინ­ელ­ები სიტყვას — „იყო“ — ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ამ­ბო­ბენ: ეს ჩე­მი სახ­ლი იყო, ეს ჩე­მი მე­გო­ბა­რი იყო, ეს ჩე­მი ძაღ­ლი იყო, ეს ჩე­მი მან­ქა­ნა იყო, ეს ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი იყო, ეს ჩე­მი მა­მა იყო და ეს ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო… მი­ლი­ონ­ობ­ით ახ­ალი ჭრი­ლო­ბი­დან გვდის სის­ხლი ამ ომ­ის გა­მო… რუ­სეთ­მა უკ­რა­ინა ცრემ­ლში, სის­ხლსა და ბავ­შე­ბის გვა­მებ­ში ჩა­ძი­რა, თუმ­ცა არ­ის ერ­თი რამ, რა­საც რუ­სე­თი ვერ მი­იღ­ებს — ეს არ­ის სიტყვა — „იყო“! ჩვენ, უკ­რა­ინ­ელ­ებ­მა, უკ­ვე ვი­ცით — თუ რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ: ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, გვექ­ნე­ბა ახ­ალი ქა­ლა­ქე­ბი! გვექ­ნე­ბა ახ­ალი ოც­ნე­ბე­ბი! გვექ­ნე­ბა ახ­ალი ის­ტო­რია! ეჭ­ვგა­რე­შეა — გვექ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ის­ინი, ვინც დავ­კარ­გეთ, გვე­მახ­სოვ­რე­ბა. და ჩვენ ის­ევ ვიმ­ღე­რებთ! ხე­ლახ­ლა ვი­ზე­იმ­ებთ! დი­ახ, უკ­რა­ინა მშვე­ნი­ერი იყო, მაგ­რამ ახ­ლა ის დი­დე­ბუ­ლი გახ­დე­ბა — დი­დე­ბუ­ლი უკ­რა­ინა!

About The Author

ლელიკო ქურდაძე

2022 წლიდან დღემდე არის სტაჟიორი ჟურნალისტი საინფორმაციო სააგენტოში - ,,wordpress-821955-2824594.cloudwaysapps.com”. 2021-2022 წწ. გაიარა სტაჟირება თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონულ მედია ცენტრში. 2018-2020 წწ. იყო მასწავლებელი წიგნიერების სკოლაში ,,ასფურცელა“.

ბოლო სიახლეები

ბოლო ვიდეოები

Loading...

გამოკითხვა

რა სახის ინფორმაციის ნაკლებობას განიცდი?
68 ხმა

რატომ wordpress-821955-2824594.cloudwaysapps.com

გვიპოვე სოც ქსელში

აზრის ლიდერები

დღე ალიონით იწყება