საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა – „ალიონი 21“-ის

ეთიკის კოდექსი

ა/ო „ალი­ონი 21“-ის ჟურ­ნა­ლის­ტთა ქცე­ვის კო­დექ­სი გან­საზღვრავს „ალი­ონი 21“-ის ეგ­იდ­ით შექ­მნილ სა­ინ­ფორ­მა­ციო-ან­ალ­იტ­იკ­ურ ვებ-პორ­ტალ­ზე ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბის, პუბ­ლი­კა­ცი­ათა მომ­ზა­დე­ბის, სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ან­ობ­ის პრინ­ცი­პებს, წე­სებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

„ალი­ონი 21“-ის ჟურ­ნა­ლის­ტთა საქ­მი­ან­ობ­ის გან­მსაზღვრე­ლი პრინ­ცი­პე­ბი ეფ­უძ­ნე­ბა მე­დი­ის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს თა­ვი­სუ­ფალ, პლუ­რა­ლის­ტურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­სას­რუ­ლებ­ლად.

წე­სე­ბი გან­საზღვრავს კო­დექ­სის მოთხოვ­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლი უნ­და იყ­ოს „ალი­ონი 21“-ის ჟურ­ნა­ლის­ტთა მი­ერ ამ კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და „ალი­ონი 21“-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­ერ კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და წე­სე­ბის დაც­ვა დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევს რე­დაქ­ცი­ას პრო­ფე­სი­ული საქ­მი­ან­ობ­ის­ას წარ­მოქ­მნი­ლი ეთ­იკ­ური სა­კითხე­ბის გა­დაწყვე­ტა­ში, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ული პრო­ფე­სი­ული სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

წი­ნამ­დე­ბა­რე კო­დექ­სი შექ­მნი­ლია „მა­უწყე­ბელ­თა ქცე­ვის კო­დექ­სით“ გან­საზღვრუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, რაც, თა­ვის მხრივ, სა­მარ­თლებ­რი­ვად ეფ­უძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მა­უწყებ­ლო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებს.

კო­დექ­სის პრინ­ცი­პე­ბი

  1. კო­დექ­სი ეყ­რდნო­ბა შემ­დეგ პრინ­ცი­პებს:

ა) მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბა და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტთა პრო­ფე­სი­ული თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­რე­დაქ­ციო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა;

ბ) სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;

გ)პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა; გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რეს­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვის სა­ფუძ­ველ­ზე;

დ)თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვი­სა და გა­დაწყვე­ტის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­საზღვრა.

  1. კო­დექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტმა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის კონ­ტექ­სტი და მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­იღ­ოს შემ­დე­გი გა­რე­მო­ებ­ები:

ა) მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზი­ან­ის (სა­ხელ­მწი­ფოს იმ­იჯ­ის შემ­ლა­ხა­ვი და პი­როვ­ნე­ბის შე­ურ­აცხმყო­ფე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის) თა­ვი­დან არ­იდ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც პორ­ტალ­ზე გარ­კვე­ული ში­ნა­არ­სის მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს;

ბ) კონ­კრე­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის მი­მართ აუდ­იტ­ორი­ის მო­ლო­დი­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, კონ­ტენ­ტის შე­სა­ხებ მი­სი ინ­ფორ­მი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუდ­იტ­ორი­აზე მა­სა­ლის სა­ვა­რა­უდო ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ჭვრე­ტა;

გ) პორ­ტა­ლის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე სა­რე­დაქ­ციო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

  1. კო­დექ­სის ნორ­მე­ბი, მა­თი ში­ნა­არ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ალ­ურ მე­დი­აში გან­თავ­სე­ბულ მა­სა­ლებ­ზეც.

  1. კო­დექ­სის მი­ზა­ნი

) კო­დექ­სის მი­ზა­ნია, პორ­ტალ­ზე მო­მუ­შა­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ეკ­იდ­ოს პრო­ფე­სი­ული ეთ­იკ­ის ნორ­მე­ბის დაც­ვა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რაც აუც­ილ­ებ­ელია დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­აში ზნე­ობ­ისა და ად­ამი­ან­ური ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თან­ხმო­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად;

) იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პორ­ტალ­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დი და­არ­ღვევს ამ კო­დექ­სით გან­საზღვრულ წე­სებს, იგი ვალ­დე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სა­ფუძ­ვლი­ან­ად და­ას­აბ­უთ­ოს და კო­დექ­სის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ახ­დი­ნოს სა­რე­დაქ­ციო პრო­ცე­სის ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა;

თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა

  1. რე­დაქ­ცი­ას უფ­ლე­ბა აქ­ვს — აირ­ჩი­ოს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ეფ­ექ­ტი­ანი მე­ქა­ნიზ­მი (ამ თვალ­საზ­რი­სით, იგი მოქ­მე­დებს „მა­უწყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-14 მუხ­ლი­სა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც მა­ღალ­პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს ეფ­უძ­ნე­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ჩივ­რის ეფ­ექ­ტი­ან­ად გან­ხილ­ვის გამ­ჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­დუ­რას, მას­ზე დრო­ულ და და­სა­ბუ­თე­ბულ რე­აგ­ირ­ებ­ას).
  2. თა­ვის მხრივ, გა­სა­ჩივ­რე­ბის წე­სი, მა­უწყე­ბელ­თა ქცე­ვის კო­დექ­სით მო­წეს­რი­გე­ბულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­საზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა:

რე­დაქ­ცია იღ­ებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ატ­არ­ოს თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის სის­ტე­მის აუდ­იტი და სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ას წა­რუდ­გი­ნოს დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში შემ­დე­გი პუნ­ქტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

ა) ამ კო­დექ­სის მოთხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის, გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და მათ თა­ობ­აზე მი­ღე­ბულ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­თა ოდ­ენ­ობ­ის შე­სა­ხებ;

ბ) სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის შე­სა­ხებ;

გ) პორ­ტა­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თა მი­ერ ამ კო­დექ­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­თა რა­ოდ­ენ­ობ­ის, დარ­ღვე­ული მუხ­ლე­ბის, გან­მე­ორ­ებ­ითი დარ­ღვე­ვე­ბის, დარ­ღვე­ვე­ბის აღ­კვე­თი­სა და მა­თი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ;

დ) პორ­ტა­ლის მი­ერ სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ული გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის შე­სა­ხებ.

სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა

  1. რე­დაქ­ცი­ამ უნ­და შე­იმ­უშ­ავ­ოს მი­უკ­ერ­ძო­ებ­ელი და სა­მარ­თლი­ანი პრო­ცე­დუ­რა, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვის გამ­ჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი.
  2. სა­ჩივ­რე­ბი უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს დრო­ულ­ად, გო­ნივ­რულ ვა­და­ში. თუ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელია 21 დღე­ზე მე­ტი ვა­და, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია და­ას­აბ­უთ­ოს თა­ვი­სი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ვა­დის გაზ­რდის თა­ობ­აზე და აც­ნო­ბოს ამ­ის შე­სა­ხებ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს.

მა­უწყებ­ლის მი­ერ სა­ჩი­ვარ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა

  1. სა­ჩივ­რის თა­ობ­აზე რე­დაქ­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს 14 დღის ვა­და­ში სა­სა­მარ­თლოს გზით.
  2. სა­ჩი­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა უნ­და იყ­ოს წე­რი­ლო­ბი­თი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.
  3. მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ეგ­ზავ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს

რე­დაქ­ცი­ის მი­ერ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ

  1. რე­დაქ­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს აუდ­იტ­ორია სან­დო და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ით და არ და­უშ­ვას ცრუ ან შეც­დო­მა­ში შემ­ყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.
  2. სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის, რე­დაქ­ცი­ამ უნ­და მო­ახ­დი­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ან­ონ­იმ­ურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­დაქ­ცი­ამ ნათ­ლად უნ­და მი­უთ­ით­ოს წყა­როს ან­ონ­იმ­ურ­ობ­ის შე­სა­ხებ.
  3. რე­დაქ­ცი­ამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს შე­საძ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბა ან მი­კერ­ძო­ებ­ულ­ობა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა საქ­მე ეხ­ება სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის შემ­ცველ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას და მი­იღ­ოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზო­მა, გა­და­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­რუ­ლი­სა და სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
  4. არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რე­დაქ­ცია უნ­და და­ეყ­რდნოს პირ­ველ წყა­როს და სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რო­გორც წე­სი, იგი არ უნ­და და­ეყ­რდნოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ ერთ წყა­როს და შე­ეც­ად­ოს რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან მო­იძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია.
  5. ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­დაქ­ცი­ამ უნ­და და­აზ­უს­ტოს მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა და სი­ზუს­ტე. თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რის, უტყუ­არ­ობ­ისა და წარ­მო­მავ­ლო­ბის და­ზუს­ტე­ბა, რე­დაქ­ცი­ამ უნ­და აღ­ნიშ­ნოს, რომ ინ­ფორ­მა­ცია და­უზ­უს­ტე­ბე­ლია.
  6. შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, რე­დაქ­ცი­ამ უნ­და მო­იპ­ოვ­ოს ან­ონ­იმ­ური წყა­როს­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­ნა­წე­რი, აუდიო ან ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი.
  7. თუ­კი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო სა­ჯა­რო პი­რია, რო­მე­ლიც არ ითხოვს ან­ონ­იმ­ურ­ობ­ას და პორ­ტალს აწ­ვდის მნიშ­ვნე­ლო­ვან, არ­აკ­ონ­ფი­დენ­ცი­ალ­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­ზეც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, რე­დაქ­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აქ­ვეყ­ნებს.
  8. კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ური ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მი­სას, რე­დაქ­ცი­ამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ შე­საძ­ლოა და­არ­ღვი­ოს პი­რის კო­მერ­ცი­ული ან პი­რა­დი სა­იდ­უმ­ლო­ებ­ის უფ­ლე­ბა.
  9. ინ­ტერ­ვიუების, ჩა­წე­რი­ლი მა­სა­ლის, მათ შო­რის, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის რე­დაქ­ტი­რე­ბი­სას, რე­დაქ­ცი­ამ არ უნ­და და­ამ­ახ­ინ­ჯოს რეს­პონ­დენ­ტის ცი­ტა­ტა, ან სხვა სა­ხით არ უნ­და შე­იყ­ვა­ნოს შეც­დო­მა­ში აუდ­იტ­ორია, რაც გუ­ლის­ხმობს ვი­ზუ­ალ­ური მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ით დას­მუ­ლი კითხვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შეც­ვლას, კონ­ტექ­სტის­გან დაც­ლი­ლი ცი­ტა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას და სხვ.
  10. აუდ­იტ­ორი­ის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის მიზ­ნით, პორ­ტალ­მა თა­ვი უნ­და შე­იკ­ავ­ოს ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას იუმ­ორ­ის, ირ­ონი­ის ან სა­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, ან ნათ­ლად გან­მარ­ტოს მა­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბა

მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პი: ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას, რე­დაქ­ცია ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა.

ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას პორ­ტა­ლი­სად­მი წა­ყე­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი (წე­სე­ბი):

  1. და­უშ­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რის მო­ნა­წი­ლე­ობა ახ­ალი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­აში.
  2. პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის­მი­ერი სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი, ან მიმ­დი­ნა­რე სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ბა­ტე­ბი, არ უნ­და შუქ­დე­ბო­დეს რე­დაქ­ცი­ის პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ან მო­საზ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.
  3. და­ვის გა­შუ­ქე­ბი­სას რე­დაქ­ცი­ამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ამ თე­მის ამ­სახ­ველ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში ბა­ლან­სის დაც­ვა.
  4. რე­დაქ­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მკა­ფი­ოდ გა­მიჯ­ნოს ფაქ­ტი და კო­მენ­ტა­რი. თა­ვი­დან უნ­და იყ­ოს აც­ილ­ებ­ული მო­საზ­რე­ბა­თა ცალ­მხრი­ვი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია.
  5. სა­და­ვო სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბა უნ­და გა­შუქ­დეს დრო­ის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­დე­საც სა­კითხი აქ­ტუ­ალ­ურია.
  6. რე­დაქ­ცი­ამ უნ­და მი­იღ­ოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზო­მა მი­უკ­ერ­ძო­ებ­ლო­ბის პრინ­ცი­პის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და დრო­ულ­ად აღ­მოფხვრას ნე­ბის­მი­ერი დარ­ღვე­ვა.

პორ­ტა­ლის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა

  1. რე­დაქ­ცი­ამ უნ­და მი­იღ­ოს ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ზო­მა, რა­თა და­იც­ვას სა­რე­დაქ­ციო და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ული თა­ვი­სუფ­ლე­ბა.
  2. და­უშ­ვე­ბე­ლია სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ან­ობ­აში ან შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვა და ცენ­ზუ­რა.
  3. პორ­ტალ­მა უნ­და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ინ­ფორ­მა­ცია მის სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ან­ობ­აში ჩა­რე­ვის ნე­ბის­მი­ერი მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ.
  4. მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ჟურ­ნა­ლის­ტის სიტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სინ­დი­სი­სა და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ული სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­იღ­ოს სა­რე­დაქ­ციო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი.
  5. მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა უნ­და და­იც­ვას ჟურ­ნა­ლის­ტის უფ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ული მო­ვა­ლე­ობ­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას, იხ­ელ­მძღვა­ნე­ლოს სინ­დი­სის შე­სა­ბა­მი­სად და პრო­ფე­სი­ული ეთ­იკ­ის სტან­დარ­ტე­ბით.
  6. რე­დაქ­ცი­ამ პა­ტი­ვი უნ­და სცეს პი­რის პი­რად ცხოვ­რე­ბას და უფ­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ოს სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში.
  7. ჟურ­ნა­ლის­ტმა არ უნ­და შე­ლა­ხოს პორ­ტა­ლის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი

სა­მო­ქა­ლა­ქო, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ან­ობ­ით და თა­ვი­დან უნ­და აიც­ილ­ოს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი.

  1. პორ­ტა­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნ­და გა­ნაცხა­დონ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ.
  2. ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტი­ვი უნ­და სცეს ად­ამი­ან­ის პი­რად ცხოვ­რე­ბას და არ შე­იჭ­რას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, თუ არ არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი.
  3. ჟურ­ნა­ლის­ტმა უმ­ძი­მეს პრო­ფე­სი­ულ და­ნა­შა­ულ­ად უნ­და მი­იჩ­ნი­ოს შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი: ფაქ­ტის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბა; ნე­ბის­მი­ერი სა­ხის ქრთა­მის, სა­ჩუქ­რის ან სხვა სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ან­ობ­აზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის სა­ნაც­ვლოდ; პლა­გი­ატი; ფა­მი­ლა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაბ­მა, რაც მის პრო­ფე­სი­ულ იმ­იჯს აზი­ან­ებს.

10 თე­ზა

  1. გა­მო­იწ­ერე ალი­ონი: ჩვენ საქ­მეს ვიწყებთ დი­ლი­დან — ალი­ონ­ის პრიზ­მი­დან.
  2. ალი­ონ­თან იოლია…
  3. ჩვენ ვამ­ბობთ — წა­ვი­დეთ! და არა — წა­დი! — ეს ნიშ­ნავს: გუნ­დში არი­ან ლი­დე­რე­ბი და არა „უფ­რო­სე­ბი“.
  4. ჩვენ უარს ვამ­ბობთ ჟურ­ნა­ლის­ტურ ძა­ლა­დო­ბა­ზე — ეს არ­ის ჩვე­ნი სიძ­ლი­ერე და არა სი­სუს­ტე!
  5. გვინ­და ვა­კე­თოთ! — რის­თვი­საც ვპო­ულ­ობთ გზას და არა მი­ზეზს…
  6. აქ აზ­რის ლი­დე­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან მეც­ნი­ერ­ები პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნაც­ვლად!
  7. აქ სუ­ბი­ექ­ტი ობი­ექ­ტუ­რო­ბას ინ­არ­ჩუ­ნებს!
  8. აქ ბა­ლან­სის ხე­ლოვ­ნე­ბა და­ცუ­ლია — სა­ფუძ­ვლი­ანი კრი­ტი­კა და სა­მარ­თლი­ანი შე­ქე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.
  9. გუნ­დის ყვე­ლა წევ­რი ხელს აწ­ერს ეთ­იკ­ის კო­დექ­სს, ანუ ვირ­ჩევთ ზნე­ობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას;
  10. ჩვენ ვმუ­შა­ობთ არა აუდ­იტ­ორი­ის მო­სა­ზი­დად, არ­ამ­ედ კარ­გი მთქმე­ლის კარ­გად გამ­გო­ნე მკითხვე­ლის მო­სამ­რავ­ლებ­ლად…