ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სოდერფელტი (დეპუტატი, შვედეთი) და ეუთოს გენერალური საპარლამენტო ასამბლეის მდივანი რობერტო მონტელა მკაცრად გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ.
„ეს ნაბიჯი არის საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს.
ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფოს მსგავსად, რუსეთიც მოვალეა პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება.
ამ რეგიონების აღიარება გაზრდის დაძაბულობას და გამოყოფს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დანარჩენი ქვეყნისგან, უკრაინისგან“.
ვარშავა/ვენა/კოპენჰაგენი, 2022 წლის 21 თებერვალი