12 აპ­რი­ლის რუ­სულ პრე­სა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ციაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

გა­ზეთ კომერსანტში„ (Коммерсант) და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია სა­თა­ურ­ით წი­თე­ლი ან­კე­ტე­ბი: უკ­რა­ინა, მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში შე­სას­ვლე­ლად რიგს იკ­ავ­ებ­ენ (ავ­ტო­რე­ბი — გა­ლი­ნა დუ­დინ, გი­ორ­გი დვა­ლი), რო­მელ­შიც მი­მო­ხი­ლუ­ლია ჩა­მოთ­ვლი­ლი პოს­ტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა — გახ­დე­ბი­ან თუ არა ის­ინი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი, რას ნიშ­ნავს სპე­ცი­ალ­ური ან­კე­ტე­ბი, რა კითხვე­ბია მას­ში შე­ტა­ნი­ლი და რო­გო­რი ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. „მიმ­დი­ნა­რე კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბია, რომ სა­მი ქვე­ყა­ნა, უპ­ირ­ვე­ლე­სად კი უკ­რა­ინა, თა­ვი­სუფ­ლად გახ­დე­ბი­ან კან­დი­და­ტე­ბი, თუმ­ცა ევ­რო­კავ­შირ­ში მა­თი წევ­რად მი­ღე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით „ნის­ლით არ­ის და­ბუ­რუ­ლი“.

მარ­თა­ლია, წი­ნა წლებ­ში, რო­ცა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის ახ­ალ წევ­რად იღ­ებ­დნენ, უფ­რო დიდ ან­კე­ტას აძ­ლევ­დნენ — 4 ათ­ას გვერ­დი­ანს, უკ­რა­ინ­ას კი მხო­ლოდ 40-გვერ­დი­ანი მის­ცეს, მაგ­რამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რად მი­ღე­ბის გა­რან­ტი­ას არ წარ­მო­ად­გენს: მსურ­ველ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა თა­ვი­სი კა­ნო­ნი ევ­რო­პულ სა­მარ­თალს უნ­და შე­უს­აბ­ამ­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის მი­ხედ­ვით. მოკ­ლედ, გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე უდ­იდ­ესი მო­ცუ­ლო­ბი­საა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მოკ­ლე დრო­ში, დაჩ­ქა­რე­ბულ ვა­დებ­ში, ალ­ბათ, ვერ გა­კეთ­დე­ბა და არაა გა­მო­რიცხუ­ლი, წლე­ბი დას­ჭირ­დეს.

ამ მხრივ რე­კორ­დსმე­ნი თურ­ქე­თია, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე ჯერ კი­დევ 1987 წელს შე­იტ­ანა, კან­დი­და­ტი 1999 წელს გახ­და, 2005 წელს კი ოფ­იცი­ალ­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­იწყო. ან­კა­რის სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქე­თი დღემ­დე ვერ გახ­და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. დღე­ის­ათ­ვის უკ­რა­ინ­ის, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წინ რიგ­ში დგა­ნან ჩრდი­ლო­ეთი მა­კე­დო­ნია (2004 წლი­დან), ჩერ­ნო­გო­რია (2008 წლი­დან), ალ­ბა­ნე­თი და სერ­ბე­თი (2009 წლი­დან).

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბო­ლო გა­დამ­წყვე­ტი სიტყვა მათ მი­ღე­ბა­ზე თვით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რებს ეკ­უთ­ვნით. ჯერ-ჯე­რო­ბით მათ შო­რის კონ­სენ­სუ­სი არ არ­ის, თვით უკ­რა­ინ­ის მი­მარ­თაც კი. კი­ევი მო­ითხოვს, რომ უკ­რა­ინა „და­უყ­ოვ­ნებ­ლივ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი“ ევ­რო­კავ­შირ­ში „დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით“, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი მას­მე­დია წერს, რომ რი­გი ქვეყ­ნე­ბი, ნი­დერ­ლან­დე­ბის მე­თა­ურ­ობ­ით, აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა მსურ­ველ-კან­დი­და­ტის მი­მართ და­ცუ­ლი უნ­და იქ­ნეს ტრა­დი­ცი­ული ანუ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რა. არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭ­ერ­ენ „დაჩ­ქა­რე­ბულ ვა­დებს“ — ბულ­გა­რე­თი, ჩე­ხე­თი, პო­ლო­ნე­თი, ბალ­ტი­ის­პი­რა სა­ხელ­მწი­ფო­ები და ა.შ.

ევ­რო­პე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მჭიდ­როდ მუ­შა­ობ­ენ ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბის მსურ­ველ და კან­დი­დატ-ქვეყ­ნებ­თან, ამ­ბო­ბენ, რომ თუ მათ სწრა­ფად მი­იღ­ებ­ენ, მით უარ­ესი იქ­ნე­ბა მათ­თვის­ვე. „სა­ნამ ის­ინი კან­დი­და­ტე­ბად რჩე­ბი­ან, უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად და ევ­რო­კავ­შირ­საც გარ­კვე­ული ბერ­კე­ტე­ბი რჩე­ბა მათ­ზე ზე­წო­ლი­სათ­ვის. თუ ის­ინი და­სა­ხულ მი­ზანს იოლ­ად მი­აღ­წე­ვენ, მა­შინ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია შე­სუს­ტდე­ბა.

თარ­გმნა სი­მონ კი­ლა­ძემ