„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირ­აკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, უკ­ვე ამ­ზა­დებს გა­ნაცხადს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით ხვალ ოფ­იცი­ალ­ურ­ად წა­რედ­გი­ნე­ბა.
მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლონ ჩვე­ნი გა­ნაცხა­დი და მი­იღ­ონ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ“, — ამ სი­ახ­ლის თა­ობ­აზე პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 2 მარ­ტის ბრი­ფინ­გზე გა­ნაცხა­და.

ოპ­ოზ­იცი­ას, რო­მე­ლიც ირ­ონი­ულ­ად აფ­ას­ებ­და ჩვენს ამ­ბი­ცი­ურ საპ­როგ­რა­მო გეგ­მას 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­ობ­აზე, დღეს აქ­ვს შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ოტ­აჟი ამ სა­კითხის გარ­შე­მო.

ამ აჟი­ოტ­აჟ­საც აქ­ვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნაცხა­დი სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბა­სა და შეიარაღებულ კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვას და­უკ­ავ­ში­რონ. კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რო­გორც სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბა, ისე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს რა­იმე ფორ­მით ჩარ­თვა იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის.

ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის და­კავ­ში­რე­ბა სან­ქცი­ებ­თან ან ქვეყ­ნის სა­ომ­არ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვას­თან ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­ულ­ად მი­უღ­ებ­ელია. პი­რი­ქით, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად სუს­ტი და მოწყვლა­დი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში არ­ავ­ის ჭირ­დე­ბა. სან­ქცი­ებ­ითა და ომ­ით დამ­ძი­მე­ბულ ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის პერ­სპექ­ტი­ვა სრუ­ლად გა­უქ­რე­ბო­და.

2024 წელს, რო­გორც ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ძლი­ერი, ახ­ალი რე­ფორ­მე­ბით ზურ­გგა­მაგ­რე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნას ექ­ნე­ბო­და მრა­ვა­ლი უპ­ირ­ატ­ეს­ობა გა­ნაცხა­დის ნაჩ­ქა­რევ შე­ტა­ნას­თან შე­და­რე­ბით. თუმ­ცა, სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი­სა და ახ­ალი რე­ალ­ობ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რებ­თან და, პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა მი­იღო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა — გა­ნაცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და­უყ­ოვ­ნებ­ლივ წა­რად­გი­ნოს.

ჩვე­ნი ოც­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად ძლი­ერი და უს­აფ­რთხო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თოეული ნა­ბი­ჯი, მათ შო­რის, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბაც“, — გა­ნაცხა­და ირ­აკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.