„დღეს საფ­რან­გე­თი არ­ის ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა და მას ევ­რო­პის­თვის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში უწ­ევს ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. ეს­ეც სამ­წუ­ხა­რო დამ­თხვე­ვაა, 2008 წელს ას­ევე საფ­რან­გე­თი იყო ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა, რო­დე­საც რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ის ოკ­უპ­აცია მო­ახ­დი­ნა. ამ რთულ გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ურ ვი­თა­რე­ბა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მარ­თლაც რომ ტექ­ტო­ნი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. რუ­სე­თის მი­ერ უკ­რა­ინ­ის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ამ და ამ­ის შე­დე­გად ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ფუნ­და­მენ­ტურ­მა ცვლი­ლე­ბამ ცხა­დად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მოც­დის დრო აღ­არ არ­ის და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ული მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა არ­ის სა­ჭი­რო“, — ამ­ის შე­სა­ხებ ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მა­კა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ან­ებ­ულ სხდო­მა­ზე გა­ნაცხა­და, სა­დაც საფ­რან­გე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩს დი­ეგო კო­ლასს მო­უს­მი­ნეს.

ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 3 მარ­ტს ოფ­იცი­ალ­ურ­ად მი­მარ­თა ევ­რო­კავ­შირს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­წევ­რი­ან­ებ­ის თა­ობ­აზე და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნაცხა­დი, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ინ­ის გა­ნაცხა­დებ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

„მო­ვე­ლით, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­ყე­ვი ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა, რაც მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ და ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის­კენ 2014 წლი­დან, სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა პო­ზი­ცი­ური, იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­აგ­რძე­ლოს სვლა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის­კენ“, — გა­ნაცხა­და მა­კა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

მან საფ­რან­გეთს, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნას, მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა და აღ­ნიშ­ნა, რომ საფ­რან­გე­თის თავ­მჯდო­მა­რე­ობ­ის დროს ორ­ჯერ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ეღო ევ­რო­კავ­ში­რის ერ­ოვ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტე­ბის ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის (COSAC) შეხ­ვედ­რებ­ში, რაც, მი­სი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ნვე­ლო­ვა­ნია ჩვენს რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბის კონ­ტექ­სტში.