ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ 8 მარტს ევროკომისიის სხდომაზე ევროკავშირის რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების საკითხს განიხილავენ.
„ხვალ ევროკომისიის სხდომაზე განიხილება წინადადებები — თუ როგორ შეგვიძლია სწრაფად გავთავისუფლდეთ რუსეთის საწვავზე დამოკიდებულებისგან. ეს გულისხმობს:
- მომწოდებელთა დივერსიფიცირებას, თხედავ ბუნებრივ და მილსადენ აირზე გადასვლას;
- ევროკავშირის გაძლიერებას განახლებადი ენერგიის მიმართულებით/ ინვესტიციების ჩადებით;
- ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას“, — განმარტავს ფონ დერ ლაიენი