რუ­სე­თის ვი­ცე-პრე­მი­ერი ალ­ექ­სან­დრე ნო­ვა­კი აცხა­დებს, რომ რუ­სულ ნავ­თობ­ზე უარ­ის თქმა კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე და რომ ნავ­თო­ბის ბა­რელ­ზე ფას­მა შე­იძ­ლე­ბა 300 აშშ დო­ლარს მი­აღ­წი­ოს. ინ­ფორ­მა­ცი­ას „გარ­დი­ანი“ ავ­რცე­ლებს.

ნო­ვაკ­მა ჯერ კი­დევ გა­სულ თვე­ში გა­ნუცხა­და გერ­მა­ნი­ას, რომ მე­ორ­ადი მილ­სა­დე­ნის „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 2-ის“ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას აპ­ირ­დე­ბა. ამ­ას­თა­ნა­ვე გა­ნაცხა­და, რომ რუ­სეთს ყვე­ლა­ნა­ირი უფ­ლე­ბა აქ­ვს „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 1“ გაზ­სა­დე­ნის გავ­ლით გა­ზის ამ­ოტ­უმ­ბვა­ზე ემ­ბარ­გო და­აწ­ეს­ოს.

ნო­ვა­კის თქმით, ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის შემ­ცვლე­ლის სწრა­ფად პოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. „ამ­ას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა და ევ­რო­პე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მა­ინც გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი დაჯ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ის­ინი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დე­ბი­ან ამ შე­დე­გით“, — გა­ნაცხა­და ნო­ვაკ­მა.

ნო­ვა­კის მუ­ქა­რას „ჩრდი­ლო­ეთ­ის ნა­კა­დი 1-ის“ გაზ­სა­დე­ნის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სია გა­მო­ეხ­მა­ურა. რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სრუ­ლად თქვას უარი რუ­სულ გაზ­ზე, ხო­ლო რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას რამ­დე­ნი­მე თვე­შიც მო­ახ­ერ­ხებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­რო­კო­მი­სია 8 მარ­ტს გა­ნი­ხი­ლავს გეგ­მებს, თუ რო­გორ იპ­ოვ­ოს მოკ­ლე დრო­ში რუ­სე­თის შემ­ცვლე­ლი.