„მე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მახ­სოვს 90-იანი წლე­ბი, რად­გან ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი მშობ­ლი­ური და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ცდა არ­ას­ოდ­ეს გვტო­ვებს. მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ფა­რის ჰგავ­და — ნა­დი­რო­ბას თა­ვი­სუ­ფალ ად­ამი­ან­ებ­ზე. ტყუ­ილ-მარ­თა­ლის გარ­კვე­ვა რთუ­ლი არ იყო, სი­მარ­თლე ხე­ლის გულ­ზე იდო, მაგ­რამ მსოფ­ლი­ომ არ­აფ­ერი გა­აკ­ეთა! შემ­დეგ უკ­ვე 2014 წე­ლი დად­გა მა­იდ­ან­ზე. ის­ევ გა­იწ­ირ­ნენ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. ის­ევ იგ­ივე სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ. მახ­სენ­დე­ბა ალ­ექ­სანდ ოლ­ეს­ის ლექ­სი — „ევ­რო­პა დუმ­და“, რო­მე­ლიც მე­ოცე სა­უკ­უნ­ის და­საწყის­ში, ე.წ. ახ­ალ ერ­აში უკ­რა­ინ­ის თვით­გა­მორ­კვე­ვის პე­რი­ოდს ას­ახ­ავს. ევ­რო­პამ მა­ში­ნაც უარი თქვა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას­თან უს­ამ­არ­თლო ბრძო­ლა­ში დაღ­ლი­ლი უკ­რა­ინ­ის მხარ­და­ჭე­რა­ზე. ის­ინი დღემ­დე იმ სი­მაძ­ღრის კომ­ფორ­ტში არი­ან, რომ­ლის­თვი­საც სხვე­ბის ჭერ­ქვეშ და­სად­გუ­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ უს­ამ­არ­თლო­ბას იტ­ან­ენ. ეს ძლი­ერი და მაძ­ღა­რი ქვეყ­ნე­ბის ერ­თგვა­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობაა სუს­ტი და ე.წ. მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს მი­მართ“, — ას­ეთია 55 წლის უკ­რა­ინ­ელი პო­ეტ­ის, მთარ­გმნე­ლი­სა და გა­მომ­ცე­მე­ლის ნა­ტა­ლია ტრო­ხი­მის შე­ფა­სე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ინ­აში, რაც 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ინ­აში რუ­სე­თის შეჭ­რის ფაქ­ტსაც ერ­თგვა­რად ეხ­მა­ურ­ება და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცი­ებ­ის კონ­ტექ­სტში.