„სი­ენ­ენ­ის“ წამ­ყვა­ნი ფა­რიდ ზა­ქა­რია აცხა­დებს, რომ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინს პირ­და­პირ უთხრა, რომ უკ­რა­ინა ნა­ტოს წევ­რი არ­ას­დროს გახ­დე­ბო­და.

„პუ­ტი­ნი თა­ვის ბევრ მი­ზანს ომ­ის გა­რე­შეც მი­აღ­წევ­და. (უკ­რა­ინ­ის საზღვრებ­თან) სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­მო ევ­რო­პე­ლე­ბი უკ­ვე შეც­ბუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვი­ცი, ჩე­მი წყა­რო­ებ­ის­გან, რომ შოლ­ცმა, გერ­მა­ნი­ის კენ­ცლერ­მა, (პუ­ტინს) შეხ­ვედ­რი­სას პირ­და­პირ უთხრა, რომ უკ­რა­ინა ნა­ტოს წევ­რი არ გახ­დე­ბო­და. და­ახ­ლო­ებ­ით იგ­ივე უთხრა მას ბო­რის ჯონ­სონ­მაც სა­ტე­ლო­ფო­ნო სა­უბ­რი­სას. მათ პუ­ტინს უთხრეს — „შე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ნერ­ვი­ულ­ოც კი არ არ­ის. ამ­ას ხმა­მაღ­ლა ვერ ვიტყვით, მაგ­რამ დე- ფაქ­ტო უკ­რა­ინა არ­ას­დროს გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი“, — აცხადებს ზაქარია.

„სი­ენ­ენ­ის“ წამ­ყვა­ნი ას­ევე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა ჩა­ვარ­და, თუმ­ცა ეს შე­საძ­ლოა უკ­რა­ინ­ის­თვის უარ­ესი შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდეს.

„ბო­ლოს, რო­ცა რუ­სე­თის არ­მია ას­ეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­და­აწყდა, ეს ჩეჩ­ნეთ­ში იყო და ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ მათ 250,000 მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს, გროზ­ნო — ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი დე­და­ქა­ლა­ქი — მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, ქვე­ყა­ნა გა­ან­ად­გუ­რეს მი­სი „გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მიზ­ნით და მმარ­თვე­ლად სამ­ხედ­რო დიქ­ტა­ტო­რი და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას სი­სას­ტი­კი­თა და ში­შის მეშ­ვე­ობ­ით მარ­თავს. ის­ინი ამ­ას უკ­რა­ინ­აში ვერ მი­აღ­წე­ვენ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა და­იღ­უპ­ოს უამ­რა­ვი ად­ამი­ანი”, — აცხა­დებს ზა­ქა­რია.