ომ­ისა და შეიარაღებული ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნი, სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის თა­და­რი­გის მაიორი ზა­ზა ედ­იშ­ერ­აშ­ვი­ლი ეხ­მი­ან­ება პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­ის ინ­იცი­ატ­ივ­ას — ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე 8 მა­ისს აღ­ინ­იშ­ნოს და არა 9 მა­ისს, რო­გორც ეს, წლე­ბია უკ­ვე, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

„თა­ვად ის­ტო­რია გვკარ­ნა­ხობს, რო­დის უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ეს თა­რი­ღი. ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ იმ დღეს, რო­ცა ძა­ლა­ში შე­ვი­და 7 მა­ისს საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რე­იმ­სში გერ­მა­ნი­ის მი­ერ მო­კავ­ში­რე­თა წი­ნა­შე ხელ­მო­წე­რი­ლი სრუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის აქ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბრძა­ნე­ბა მი­ეცა ყვე­ლა გერ­მა­ნელ სამ­ხედ­როს, საზღვაო და სა­ჰა­ერო მმარ­თვე­ლო­ბა­სა და გერ­მა­ნი­ის კონ­ტროლ­ქვეშ არ­სე­ბულ ძა­ლებს, რომ შე­ეწყვი­ტათ საბ­რძო­ლო ოპ­ერ­აცი­ები. ეს მოხ­და 8 მა­ისს, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით 23:01 სა­ათ­ზე (ამ დროს მოს­კო­ვის კა­ლენ­და­რი 9 მა­ის­ის 01:01 სთ-ს აჩ­ვე­ნებ­და, ამ­იტ­ომ­აც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს 9 მა­ისს აღ­ნიშ­ნავ­და).

მე, ცხა­დია, ეჭ­ვქვეშ არ ვა­ყე­ნებ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, რო­გორც მო­კავ­ში­რე­თა წევ­რის, წვლილს ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ უნ­და ვთქვათ – ვის­თან ერ­თად გვსურს ამ თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა – ევ­რო­პას­თან, რო­მე­ლიც მას 8 მა­ისს ზე­იმ­ობს, თუ ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მარ­ჯვე­ბას 9 მა­ისს აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ჩე­მი აზ­რით, რად­გა­ნაც მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ობა და, მათ შო­რის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ული მო­კავ­ში­რე­ები (ამ­ერ­იკა, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ინ­გლი­სი) ამ თა­რიღს 8 მა­ისს დღე­სას­წა­ულ­ობ­ენ, ჩვენც ამ ქვეყ­ნებს უნ­და შე­ვუ­ერ­თდეთ“, — აღ­ნიშ­ნავს ზა­ზა ედ­იშ­ერ­აშ­ვი­ლი.

ერთ-ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ვინც ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღის 8 მა­ისს აღ­ნიშ­ვნა­ზე სა­უბ­რობს, პარ­ტია „გი­ორ­გი ვა­შა­ძე — სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ არ­ის. სწო­რედ დღეს გავ­რცელ­და მა­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია: „მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის დას­რუ­ლე­ბა და ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის უმ­ეტ­ეს ნა­წილ­ში 8 მა­ისს აღ­ინ­იშ­ნე­ბა (ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ლი­ეტ­უვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი და ა.შ.). ქვე­ყა­ნა­თა და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი ამ დღეს 9 მა­ისს აღ­ნიშ­ნავს (რუ­სე­თი, მონ­ღო­ლე­თი, უზ­ბე­კე­თი, ტა­ჯი­კე­თი, ბე­ლო­რუ­სი და ა.შ.).

რად­გან რუ­სე­თი ის­ტო­რი­ას და თა­რი­ღებს იყ­ენ­ებს ე.წ. „რუ­სუ­ლი მსოფ­ლი­ოს“ იდე­ოლ­ოგი­ურ ინ­სტრუ­მენ­ტად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკაც­რად გან­ვსაზღვროთ ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით რა პო­ზი­ცი­აზეა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მი­ვა­კუთ­ვნებთ თავს.

სა­ქარ­თვე­ლომ უკ­ვე გა­აკ­ეთა მტკი­ცე არ­ჩე­ვა­ნი იყ­ოს ევ­რო­პუ­ლი ოჯ­ახ­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მარ­ჯვე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა მოხ­დეს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან ერ­თად 8 მა­ისს.

ჩვენ ამ ინ­იცი­ატ­ივ­ით არ­ათუ არ უარ­ვყოფთ, არ­ამ­ედ პი­რი­ქით — ხაზს ვუს­ვამთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბა­ში შე­ტა­ნილ წვლილს. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ომ­ის მო­ნა­წი­ლე­ები წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას ზე­იმ­ობ­დნენ საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მი­ერ თავს მოხ­ვე­ულ 9 მა­ისს, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ნიშ­ვნა მოხ­დეს 8 მა­ისს და­სავ­ლეთ­თან ერ­თად.

უფ­რო მე­ტიც, ამ ინ­იცი­ატ­ივ­ის მი­ზა­ნია ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლის გა­მოკ­ვე­თა ნა­ციზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რა­თა ის არ ჩა­იკ­არ­გოს და არ გახ­დეს ე.წ. უკ­ვდა­ვი პოლ­კის რუ­სუ­ლი ნა­ცი­ონ­ალ­ის­ტუ­რი იდე­ის ნა­წი­ლი, რომ­ლის პრო­პა­გან­დი­რე­ბა­საც დღემ­დე და­ჟი­ნე­ბით ცდი­ლობს პუ­ტი­ნის რუ­სე­თი.

ამ ინ­იცი­ატ­ივ­ით ჩვენ უარს ვამ­ბობთ საბ­ჭო­თა წარ­სულ­ზე და არა იმ დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რაც ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შე­იტ­ან­ეს ნა­ციზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბა­ში.

ამ­ას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა აღ­ად­გი­ნა 1918 წლის 26 მა­ის­ის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 1991 წლის 31 მარ­ტის და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის რე­ფე­რენ­დუ­მით. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო არ­ის არა 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მი­ერ და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს იძ­ულ­ებ­ითი გა­საბ­ჭო­ებ­ის შემ­დეგ შექ­მნი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს, არ­ამ­ედ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი და იდე­ოლ­ოგი­ური მემ­კვიდ­რე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­იცი­ატ­ივ­ით გვინ­და კი­დევ ერ­თხელ ვუთხრათ — არა! — რუ­სულ გავ­ლე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ ჩვე­ნი ევ­რო­პულ ოჯ­ახ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ“ (ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში).

სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პე­ტი­ცი­აც, რო­მელ­ზეც ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებს.

„ალი­ონი 21“ და­უკ­ავ­შირ­და ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­და, რომ ოფ­იცი­ალ­ურ პო­ზი­ცი­ას მას შემ­დეგ და­აფ­იქ­სი­რე­ბენ, რაც პარ­ლა­მენ­ტი იმ­სჯე­ლებს — ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე 8 მა­ისს აღ­ინ­იშ­ნოს თუ 9 მა­ისს.