ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლაიენმა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სან­ქცი­ებ­ის ნა­წი­ლი გა­ას­აჯ­არ­ოვა. ფონ დერ ლაიენმა გა­ნაცხა­და, რომ უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ბა­ზარს მოს­წყდე­ბა და ევ­რო­ზო­ნა­ში ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტიც აეკ­რძა­ლე­ბა.

„რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ბაზ­რებს გა­მო­ეთ­იშ­ება. Სან­ქცი­ები და­წეს­დე­ბა ყვე­ლა იმ პრო­დუქ­ტზე, რო­მელ­საც ვა­წარ­მო­ებთ და რო­მე­ლიც რუ­სეთს ეკ­ონ­ომ­იკ­ის მო­დერ­ნი­ზე­ბი­სა და დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბის­თვის სა­სი­ცოცხლოდ სჭირ­დე­ბა, ამ სფე­რო­ში გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი ჩვენ ვართ და მათ ჩვე­ნი შემ­ცვლე­ლი არ ჰყავთ“, — აღ­ნიშ­ნა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, სან­ქცი­ები და­წეს­დე­ბა ყვე­ლა სა­ქო­ნელ­ზე, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი აწ­არ­მო­ებს და რო­მე­ლიც რუ­სე­თის­თვის სა­სი­ცოცხოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს თავ­მჯდო­მა­რე ურ­სუ­ლა ფონ დერ ლაიენი თვლის, რომ საწ­ვა­ვის ექ­სპორ­ტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სე­თის სი­სუს­ტეა.

„საწ­ვა­ვი რუ­სე­თის ექ­სპორ­ტის ორ მე­სა­მედს და მი­სი ბი­უჯ­ეტ­ის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენს“, — ამ­ბობს ფონ დერ ლაიენი.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ეკ­ონ­ომ­იკ­ას მო­დერ­ნი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც და­სავ­ლე­თის მხრი­დან სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბის შეთხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ფონ დერ ლაიენმა ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა იმ­აზ­ეც, რომ სან­ქცი­ები მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ვა ძა­ლა­ში, თუ რუ­სე­თი უკ­რა­ინ­აში შე­იჭ­რე­ბა. „რო­იტ­ერი“ წერს, რომ ამ გან­ცხა­დე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ინ­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დო­მირ ზე­ლენ­სკის მო­წო­დე­ბას ეხ­მა­ურ­ება, სა­დაც ზე­ლენ­სკიმ რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ებ­ის და­უყ­ოვ­ნებ­ლივ და­წე­სე­ბა ითხო­ვა.

„სან­ქცი­ებ­ის და­წე­სე­ბა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პრო­ცე­სია. ჩვენ ვი­ცით, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ყო­ველ­თვის უნ­და მის­ცეს რუ­სეთს დიპ­ლო­მა­ტი­ისა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი. ეს ფან­ჯა­რა ჯერ კი­დევ ღიაა“, — ამ­ბობს ფონ დერ ლაიენი.

და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი რუ­სე­თის უკ­რა­ინ­აში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში მა­თი შე­თან­ხმე­ბუ­ლი სან­ქცი­ებ­ის სრუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლა­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით, უარს ამ­ბო­ბენ. ის­ინი გა­მო­რიცხა­ვენ სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვას, თუმ­ცა სა­უბ­რო­ბენ უპ­რე­ცენ­დენ­ტო ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სან­ქცი­ებ­ზე.

რუ­სე­თი, რო­მელ­საც უკ­რა­ინ­ის ჩრდი­ლო­ეთ და აღ­მო­სავ­ლეთ საზღვრებ­თან, და­ახ­ლო­ებ­ით, 150 000 ჯა­რის­კა­ცი ჰყავს გან­ლა­გე­ბუ­ლი, და­სავ­ლე­თის­გან ითხოვს გა­რან­ტი­ებს, რომ უკ­რა­ინა არ­ას­ოდ­ეს შეუერთდება ნა­ტოს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნაცხა­და, რომ რუ­სეთს გრძელ­ვა­დი­ანი უს­აფ­რთხო­ებ­ის­თვის გა­რან­ტი­ები სჭირ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­აგ­ენ­ტო „რო­იტ­ერი“ ავ­რცე­ლებს.

 

მო­ამ­ზა­და ლუ­კა ჯინ­ჭა­რა­ძემ

წყა­რო — https://www.reuters.com/world/europe/russia-could-lose-financial-markets-access-advanced-goods-if-it-invades-ukraine-2022-02-20/?fbclid=IwAR3LKUOFKifqNIOAAAkdVGJ0wH8l8TDbFmR8fUAM8vWnifO6R0w10kpwwdY