„სა­ზო­გა­დო­ება უნ­და იც­ნობ­დეს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ, პრო­ფე­სი­ონ­ალ და გუ­ლის­ხმი­ერ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს. მსურს, სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩს კა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფო­ში, ბა­ტონ ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს. ამ ად­ამი­ან­მა დიპ­ლო­მა­ტი­ური მი­სი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, უმ­ოკ­ლეს დრო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის (ჩე­მი ოჯ­ახ­ის წევ­რის) და­სახ­მა­რებ­ლად, მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცოცხლის და­სა­ცა­ვად. სა­ამ­აყო და სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რო­დე­საც გან­საც­დელ­ში მყო­ფი, სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნად­გო­მას გრძობ იმ ქვე­ყა­ნა­ში შე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, უაღ­რე­სად ყუ­რადღე­ბი­ანი, პრო­ფე­სი­ონ­ალი და ღირ­სე­ული დიპ­ლო­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ობ­ით!“, — ას­ეთი მად­ლო­ბის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა პო­ლი­ტი­კოს­მა ვა­ტო შა­ქა­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში გან­მარ­ტა, რომ მი­სი ოჯ­ახ­ის წევ­რს, რო­მე­ლიც მოფ­რი­ნავ­და დო­ჰას გავ­ლით, აერ­ოპ­ორ­ტში, სა­ვა­რა­უდ­ოდ, მიკ­რო ინ­სულ­ტი მო­უვ­იდა… ის აღ­მოჩ­ნდა კა­ტარ­ში, უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო… ვა­ტო შა­ქა­რიშ­ვი­ლი და­უკ­ავ­შირ­და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩს კა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფო­ში, ბა­ტონ ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმი­ერ­ებ­ით მო­ეკ­იდა ამ ამ­ბავს და უმ­ოკ­ლეს დრო­ში მი­იღო ზო­მე­ბი…

„რო­გორც ჩანს, გარ­და იმ­ისა, რომ ის გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტია, ამ­ავ­დრო­ულ­ად, აქ­ტი­ური, სე­რი­ოზ­ული კონ­ტაქ­ტე­ბი აქ­ვს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მუ­შა­ობს… ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზის­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დახ­მა­რე­ბა და ყუ­რადღე­ბა არ აკ­ლია ჰოს­პი­ტალ­ში ჩვე­ნი ოჯ­ახ­ის წევ­რს. მად­ლო­ბას ვუხ­დი, ას­ევე, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე დი­მიტ­რი ოგ­ან­ესი­ანს, რო­მე­ლიც წამ­ყვან პო­ზი­ცი­აზეა იქა­ურ სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცი­აში“, — აცხა­დებს ვა­ტო შა­ქა­რიშ­ვი­ლი.