სა­ქარ­თვე­ლო ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე სა­უბ­არს არ და ვერ და­იწყებს

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვი­ცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე სა­უბ­არს არ და ვერ და­იწყებს, რად­გან ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო კურ­სის გაძ­ლი­ერ­ებ­აში ბევ­რი ენ­ერ­გია და ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე აქ­ვს ჩა­დე­ბუ­ლი.

მი­სი თქმით, ის­ეთი სა­კითხე­ბი, რო­გო­რიც ნა­ტო-ში გა­წევ­რი­ან­ება, რე­გი­ონ­ალ­ური და სა­ერ­თა­შო­რი­სო უს­აფ­რთხო­ებაა, პარ­ტნი­ორ­ებ­თან ერ­თად უნ­და გა­დაწყდეს.

„ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის თე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან უკ­რა­ინ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვხე­დავთ – პრო­ცე­სე­ბი რო­გორ ვი­თარ­დე­ბა, რა პო­ზი­ცია უკ­ავია ნა­ტო-ს, თა­ვად უკ­რა­ინ­ას. ჩვე­ნი და ნა­ტო-ს ურ­თი­ერ­თო­ბას საკ­მა­ოდ გრძე­ლი ის­ტო­რია აქ­ვს. არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ბევ­რი ად­ამი­ან­ის სი­ცოცხლე შე­ეწ­ირა სა­ერ­თა­შო­რი­სო უს­აფ­რთხო­ებ­ას ნა­ტო-სთან ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლო არ­ის ყვე­ლა­ზე დი­დი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი ნა­ტო-ს არ­აწ­ევრ ქვეყ­ნებს შო­რის.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კრემ­ლის მოთხოვ­ნა­ზე სა­უბ­არი რე­ლე­ვან­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა. იმ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად უნ­და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და ვის­თან ერ­თა­დაც ბრძო­ლა­ში ამ­დე­ნი წე­ლი გა­მო­ვი­არ­ეთ და ვის­თან ერ­თა­დაც ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ­ში დგო­მას.

აქ მთა­ვა­რი და გა­დამ­ჭრე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია არ არ­ის, ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს ჩვენ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ხილ­ვა მარ­თებთ ამ თე­მის. რო­ცა ნა­ტო-ს წევ­რო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დი იმ­ედი გვაქ­ვს, ეს გზა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა უს­აფ­რთხო, რად­გან ჩვენს პარ­ტნი­ორ­ებს შეს­წევთ უნ­არი – უს­აფ­რთხო­ება უზ­რუნ­ველ­ყონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. შე­იძ­ლე­ბა, ნა­ტო-ს წევ­რო­ბის პრო­ცე­სი დრო­ში გა­იწ­ელ­ოს, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე პო­ზი­ცია ქვე­ყა­ნამ არ უნ­და შეც­ვა­ლოს“, – გა­ნაცხა­და ვოლ­სკიმ.

https://netgazeti.ge/life/601186/?fbclid=IwAR3KEIEp2Ru4Va0vqauFvRiFm01KH1TC5SbhLEsQMn-BLkWKna5U3kJQ7pU