ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილისთვის გულდასაწყვეტი იყო პრეზიდენტის მიერ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ სიბრტყეში მოხსენიება.
„მე მახსოვს სალომე ზურაბიშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, ქოლგით ხელში როგორ იგერიებდა მანიაკებს, არაკაცებს და კაცის მკვლელებს — გამოგზავნილს მერაბიშვილის და სააკაშვილის მიერ. მე მინდა მას ვუსურვო — იმ გადმოსახედიდან შეხედოს დღევანდელობას, შეხედოს დღევანდელ ოპონენტებს — ეს ადამიანები არ შეცვლილან. მათ სძინავთ და ფიქრობენ — როგორმე დაამხონ ქვეყანა, როგორმე მოიპოვონ ძალაუფლება ყველა მანქანის და მექანიზმის გამოყენებით. ქალბატონო სალომე, მე მინდა, თქვენ, პირველ რიგში, იყოთ ფხიზლად! დამწყდა გული, როდესაც ამ მაღალი ტრიბუნიდან, თქვენ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთ სიბრტყეში დააყენეთ. ეს არის გულდასაწყვეტი. ეს იყო ცუდი მოსასმენად და აღსაქმელად“, — განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.