„ჩვენს ყუ­რადღე­ბას იქ­ცევს ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა და გვა­ვიწყდე­ბა უამ­რა­ვი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, უმ­აღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ონ­ალი, რო­მე­ლიც 24-სა­თი­ან რე­ჟიმ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­ყა­ნას“, — გა­ნაცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც მი­ნის­ტრის სა­ათ­ის ფორ­მატ­ში დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის მი­ნის­ტრს, ოთ­არ შა­მუ­გი­ას მო­უს­მი­ნეს.

მი­სი თქმით, ეს ად­ამი­ან­ები არც ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ჩა­ნან, არც მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან გა­მო­დი­ან, მაგ­რამ და­უყ­ვედ­რებ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან თა­ვი­ანთ საქ­მეს და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას.

„უმ­აღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან ბიზ­ნეს­ში მი­დი­ან, რაც დღე­ვან­დე­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის აქ­ილ­ევ­სის ქუს­ლია. ამ ად­ამი­ან­ებ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­და იყ­ოს თქვე­ნი ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი“, -მი­მარ­თა გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა მი­ნის­ტრს.

მი­სი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ის გა­დამ­ზა­დე­ბა, მა­თი შრო­მის და­ფა­სე­ბა, მათ შო­რის, შრო­მის ან­აზღა­ურ­ებ­ის თვალ­საზ­რი­სით.

„მინ­და ამ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც მოგ­მარ­თოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთ­ოთ იმ­ის­ათ­ვის, რომ ამ ხალ­ხის შრო­მა იყ­ოს რო­გორც პირ­და­პი­რი, ას­ევე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით და­ფა­სე­ბუ­ლი. ეს ხალ­ხი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უნ­და იყ­ოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. მათ უნ­და გა­აგ­რძე­ლონ შრო­მა იმ­ის­ათ­ვის, რომ უფ­რო სწრა­ფი ტემ­პით გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ოთ რე­ფორ­მე­ბი“, გა­ნაცხა­და გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.